;

20 January 2016      Caterina galdi     Views 2755    
Category: Fun, Interesting, Music, Stars



წარმოგიდგენთ 25 საინტერესო და აქამდე უცნობ ფაქტებს როკისა და მუსიკის ლეგენდის დევიდ ბოუვის შესახებ. როგორც მსოფლიო მუსიკალური სამყარო ახასიათებს ის იყო საუკუნის მოვლენა, რომლის გავლენა იქამდე იქნება, სანამ მუსიკა იარსებებს:

1. დავიდ ბოუვი იყო არაორდინალური, ექსპერიმენტების მოყვარული ადამიანი, ინგლისელი არა ინგლისური ტემპერამენტით. განსხვავებული ფერის თვალები, ანდროგენული სტილი, გლამ როკი, პლანეტის ერთერთი გავლენიანი მუსიკოსის ტიტული ასევე 2004 წლის ჟურნალ როლინგ სტოუნსის მიერ ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 39 ადგილის მფლობელი - ესაა მისი მცირე დახასიათება.



2. ის მთელი თაობის მომღერლების შთაგონების წყარო იყო. მობიმ ერთხელ განაცხადა რომ არა დევიდ ბოუვი ის ვერ შედგებოდა როგორც პოპ მუსიკოსი, მან მისცა ყველაზე დიდი შთაგონება. მუსიკოსი Brandon Flowers აღნიშნავს, სწორედ დევიდ ბოუვის სიმღერამ 'Hunky Dory' განაპირობა მისი არჩევანი როცა ის 20 წლის იყო და პირველად მოისმინა ეს კომპოზიცია, ხოლო ლეიდი გაგასთვის ისაა მისი მასწავლებელი ეპატაჟსა და სასცენო წარმოდგენაში: "I look at Bowie as an icon in art. It's not just about the music. It's about the performance, the attitude, the look. And that is where I live as an artist. "


3.ფსევდონიმი ბოუვი აღებული აქვს საბრძოლო დანების სახელისგან, რომელსაც ერთერთი ტეხასელი ომის გმირი ატარებდა . მისი ნამდვილი სახელია დევიდ რობერტ ჯონსი.



4. ბუნებრივად დევიდის თვალები არ იყო სხვადასხვა ფერის. ეს სკოლის პერიოდში მომხდარი ჩხუბის მემკვიდრეობაა. სკოლაში დევიდსაც და ერთ ბიჭსაც ერთი და იმავე გოგონა მოსწონდათ რის გამოც მოწინააღმდეგემ დევიდის შეშინება გადაწყიტა და ჩხუბის დროს კალმის წვერი თვალში მოხვდა. სანაცვლოდ დევიდს შერჩა სხვადახვა ფერის თვალები რომელმაც სამომავლოდ მის გარეგნობას მეტი ქარიზმა შესძინა.
მიუხედავად ამისა დევიდი და „ მოწინააღმდეგე“ ცხოვრების ბოლომდე მეგობროდნენ.




5. დევიდს ამ თვალში ნამდვილად არ უმართლებდა. 2004 წელს ოსლოში გამოსვლის დროს ხალხის ბრბოდან ნასროლი ტკბილი კამფეტი სწორედ ამ დაზაიანებულ თვალში მოხვდა მიუხედავად ამ ინცინდენტისა მან ბოლომდე დაასრულა კონცერტი და შემდეგ ასისტენტის დახმარებით ამოუღეს საძულველი კამფეტი თვალიდან.



6. ჯანმრთელობის მხრივ დევიდი ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა: 2004 წელს რთული გულის შეტევა დაემართა რის გამოც 15 კონცერტის გადადება მოუწია. ეს კი „ტკბილი“ ახალგაზრდობის კვალი გახლდათ. 1974 წელს ტურის Diamond Dogs განმავლობაში დევიდი იწონიდა 43 კგ და 178 სანტიმეტრს. ამ დროს ის იყო კოკაინ დამოკიდებულების უმაღლეს ზღვარზე იყო. წლების განმავლობაში კოკაინ და ჰეროინ დამოკიდებულების გამო საავადმყოფოშიც ბევრჯერ მოხვდა დოზის გადაჭარბების გამო. კოკაინ დამოკიდებულებას იმით ამართლებდა რომ კარიერის დასაწყისში თავდაუზაოგავი მუშაობის გამო ვერ ახერხებდა დასვენებას და ძილს კოკაინი კი რელაქსაციაში ეხმარებოდა.

7. მისი კარიერის მანძილზე დევიდს გაყიდულია აქვს 136 მილიონი ფირფიტა და დისკი რაც ყველაზე დიდი ციფრია მუსიკალურ ისტორიაში გაყიდული ჩანაწერებისა. შედარებისთვის ეს ბევრჯერ აღემატება ბითლზების ყველა გაყიდულ ფირფიტას. მისი სავიზიტო სიმღერა space oddity დან რამდენიმე ტაქტი დევიდის გარდაცვალების შემდეგ ესპანეთში ერთერთ საკათედრო ტაძარშიც დაუკრეს გამომშვიდობების ნიშნად.





8. თაყვანისმცმელები ხშირად მოიხსენიებდნენ დევიდს როგორც დევიდ ზიგს. ეს მისი მეორე სასცენო გმირია, როგორც აღნიშნავდა მისი ალტერ ეგო. კარიერის დასაწყისში დევიდი სწორედ ამგვარ სახელს ატარებდა. ზიგი სტარდასტი -1970 წელს შექმნილი მისი ანდროგენული პერსონაჟია, ზიგის არსებობით დევიდმა ძალიან ბევრი თამამი ექსპერიმენტი განახორციელა როგორც მუსიკის ასვე მოდის სფეროში. სწორედ ამიტომ მისი სახელი საკმაოდ დიდხანს დარჩა თაყვანისმცემლების მეხსიერებაში.

9. კარიერაში იყო უცნაური ექპერიმენტები, დევიდს ძალიან უყვარდა სიახლეები და არასდროს არ იხევდა უკამ მათ განსახორციელებლად. ერთერთი ასეთი იყო 60 წლებში შექმნილი ჯგუფი The Hype, რომელიც სცენაზე სუპერგმირების კოსტიუმით გამოდიოდა. თაყვანისმცემლები მუდმივას უსტვენდნენ მუსიკოსებს, რის გამოც ისინი ვერ ახერხებდნენ ბოლომდე წარედგინათ მათი სიმღერები. თავის კარიერის მანძილზე 10-მდე ჯგუფის წევრი იყო მაგრამ საბოლოოდ შედგა, როგორც სოლო პერფომერი.

10. ბოუვის ძალიან უყვარდა ეპატაჟური გამოსვლები სცენაზე, შეიძლება ითქვას რომ ის ამგვარი გამოსვლების ინოვატორია, ერთერთი ყველაზე ეპატაჟური გამოსხვლა იყო როცა ის საკუთარ გიტარასთან დაკავდა ორალური სექსით.




11. ბოუვი ასევე მონაწილეობდა ანიამციური ფილმების გახმოვანებში. მან გაახმოვანა დედოფალი ატლანტისა სპანჩ ბობში. ასევე მონაწილეობა 25 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული: მათ შორის მარტის სკორსეზეს “ქრისტეს უკანასკნელი ვნებანი“, სადაც პილატეს როლი შეასრულა, ასევე „ პრესტიჟი“ გამომგონებლის ნიკოლაი ტესლას როლი.

12. არის ვერსია (მისი სასცენო ქორეოგრაფის განაცახდზე დაყრდობით) რომ, პირველად ბოუვიმ და არა მაიკლ ჯექსონმა წარუდგინა საზოგადოებას ლეგენდარული ილეთი "მთვარეულის მოძრაობა".



13.დევიდი 3 ჯერ იყო მეზობელ რუსეთში 1973.1976,1996 წელს . თუმცა მიუსედავად ამისა მას არ მოეწონა რუსული პუბლიკა, კონცერტის ორგანიზება და განაცხადა რომ მეტჯერ აღარ ეწვეოდა რუსეთს და ეს შეპირება ცხოვრების ბოლომდე შეასრულა. თუმცა მიუხედავად ამისა ძალაიან უყვარდა რუსული ლიტერატურა მისი საყვარელი წიგნი იყო „ ოსტატი და მარგარიტა „ და ნაბოკოვის“ ლოლიტა“.

14. დევიდი იყო მულტინსტრუმენტალისტი რაც იმას ნიშნავს რომ უკრავდა თითქმის ყველა ინსტრუმენტზე: საქსაფონზე, ელექტრო გიტარაზე, 12 სიმიან გიტარაზე, პიანინოზე, ტუჩის გარმონზე, სინთეზატორზე, სტილოფონზემ კსილოფონზე, ვიბრაფონზე, დასარტყამ ინსტრუმენტებზე და პერკუსიაზე. სოლო გიტარის პარტია რომელიც კი მის სიმღერებში ისმის უმეტესად მისი შესრულებულია. იშვიათ ადამიანთა რიცხვში იყო ,რომელიც ორივე ხელით თანაბარი წარმატებით უკვარდა გიტარაზე.



15. დევიდი არ სვამდა ჩაის. ეს ბავშვობის დროინდელ მოგონებებს უკავშირდება როცა ის 5 წლის იყო და თავს გადახდა „საშინელი ისტორია“ რის გამოც იგი მთელი ცხოვრება უარს ამბობდა ჩაიზე.

16. 200 წელს დევიდმა უარი გაანცხადა მიეღო ბრიტანეთის იმპერიის მეთაურის ტიტული ხოლო 2003 წელს ამავე უარზე დაყრდნობით იმას ასევე არ მიუღია რაინდის ტიტული. რადგან თვლიდა რომ საამისოდ რომ ეს დაემსახურებინა არაფერი გაუკეთებია.

17. იმისთვის რომ ახალგაზრდა ბოუვის მისი პირველი საქასაფონი ეყიდა რამდენიმე თვე ხორცის მაღაზიაში ყასბადაც მუშაობდა.
15 წლისამ კი ერთერთ მილიონერს ჯონ ბლუმს წერილი მისწერა რომ მისი ჯგუფის წარმოდგენა დაეფინანსებინა და ასევე მასაც გამოემუშავებინა მისი პირველი მილიონი, მილიონერმა დევიდს არ უპასუხა მაგრამ გამოგზავნა მისი პარტნიორი , რომელმაც თავის დროზე გამოსცა ბითლების სასტარტო ალბომი . ასე შედგა ბოიუვის პირველი კომერციული კონტრაქტი.



18. დევიდის ალბომის ყდა Aladdin Sane», სადაც სხვადასხვა ფერად აქვს სახე შეღებილი, გახდა როკ ალბომებს შორის ყველაზე ცნობილი და გაყიდვადი. ვიდეო კომპოზიციაზე «Ashes to Ashes» ითვლება როგორც ყველა დროის ინოვაციურ კლიპად მუსიკის ისტორიაში.

ის თანამშრომლობდა ბევრ მომღერალთან , შერი, იგი პოპი, ფრედი მერკური, ჯონ ლენონი. მიკ ჯაგერი, პლაცებო ბოუვი პლაცებოს დიდი თაყვანისმცემელი იყო და ცნობილი ჰიტი რომელიც პლაცებოსთან ერთად შეასრულა მისი ერთერთი საამაყო დუეტი გახლდათ. ასევე ოაზისის თაყვანისმცემელი გახლდათ სანამ ის დაიშლებოდა.. ჯონ ლენონთან მან ჩაწერა საერთო სიმღერა და ამ უკვდავი სიმღერის ავტორი სწორედაც რომ დევიდ ბოუვია : «The man who sold the world» რომელსაც მოგვიანებით კურტ კობეინი ასრულებდა.



19.ახალგაზრდობაში რამდენიმე ინტერვიუში განუცხადებია, რომ მას ძალიან იზიდავდა ფაშიზმის იდეა. ის კი არადა ემხრობოდა კიდეც და ჰიტლერს განიხილავდა როგორც პირველ როკ ვარსკვლავს. რამდენიმე წლის შემდეგ ბოუვიმ მსგავს მოსაზრებებზე უარი განაცხადა და აღნიშნა რომ იმ დროისთვის ის ნორმაზე მეტ ნარკოტიკს იღებდა რის გამოც ალოგიკურად აზროვნებდა.

20. როცა ბოუვიმ ჯონ ლენონის სიკვდილის ამბავი გაიგო ძალიან განიცადა რადგან ისინი წლების განმავლობაშ მეგობრობდნენ. გარდა ამისა ჩემპნემა რომელმაც ჯონ ენონს ესროლა სასამართლოზე განაცხადა რომ თუ ჯონს ვერ მოკლავდა მაშინ ის სხვა აუცილებად დევიდ ბოუვი იქნებოდა რადგან ასევე ძალიან უყვარდა მისი შემოქმედება , ჩეპმენის ნივთევში იპოვნეს პიესა „ ადამიანი სპილო“ სადაც რამდენიმე ადგილას შავი მელნით ეწერა დევიდის სახელი.
21.დევიდმა დაწერა სიმღერა ფილმისთვის რომლის რეჟისორი იყო პოლ შნაიდერი . კვენტინ ტარანტინოს იმდენად მოეწონა ეს კომპოზიცია რომ ფილმში „ უსახელო ნაბიჭვრები“ ერთერთ ეპიზოდში გააჟღერა კიდეც.



22. ის 2 ჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინება იყო მოდელ ანჯელა ბარნეტთან რომელიც 10 წელი გაგრძელდა და მასთან ბიჭი ახლა უკვე საკმაოდ იმედის მომცემი რეჟისორი ზოუი აკავშირებს. დაშორებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ბოუვიმ ასევე სომალელ მოდელ იმანიზე იქორწინა და მასთან ასევე შვილი გოგონა ალექსანდრია ზახრა შეეძინა. დევიდი ამ შეხვედრას ძალიან ნაზად იხსენებდა:

“ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. ჩვენ მალევე დავიწყეთ შეხვედრა მე არ შემეძლო დამეჯერებინა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია, რომ ურთიერთობა იყოს ასეთი ადვილი და სასაიმოვნო და არ იყოს არანაირი სირთულეები. “ შეხვედრიდან 2 წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და იმანი ხშირად ამბობდა ინტერვიუში, რომ მიუხედავად საზოგადოებაში არსებული აზრისა დევიდის მძიმე ხასაიათთან დაკავშირებით, ის ურთიერთობაში ძალიან სასიამოვნო, მხიარული და დღესასწაულის შემქმნელი ადამიანი იყო
“მიუხედავად ამდენი წლის ერთმანეთთან ურთიერთობისა -ამბობს იმანი - ჩვენ მაინც ვარხერხებთ ერთმანეთის გაოცებას.“



23. თავისუფალ დროს ის ხშირად ხატავდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ინტერეტში გავრცელდა მისი ნახატები რომელიც ძირითადად აბსტრაქციის ჟანრშია. მისი საყვარელი მხატვრები იყვნენ ტინტორეტო ჯონ ბელანი, ერიც ჰეკელი პიკასო მას ქონდა ო საფეხურის დონე მხატვრობაში რაც პროფესიულ დონედ ითვლება.

24. სიმღერა ‘Under Pressure რომელიც ქუინთან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა და დღემდე როკის ისტორიაში საუკეთესო დუეტადაა შესული სინამდვილეში ექსპრომტად დაიბადა, სტუდიური ჯემსეიშენის დროს ბოუვის შვეიცარიაში მდებარე სტუდიაში. ჩანაწერი იმდენად მოეწონათ მოგვიანებით სინგლად გამოცსეს.’’




25. დევიდი ასე ამბობდა სიცოცხლის შესახებ „სადაც არ უნდა წავიდე სიცოცხლის შემდეგ იქ მოწყენილობა არ იქნება"
ის გარდაიცვალა მისი ახალი სიმღერის პრემიერიდან რამდენიმე დღის შემდეგ. 69 წლის მომღერალი 18 თვის განმავლობაში ებრძოდა
სიმსივნეს. მისი ბოლო კლიპი თითქოს წინასწარმეტყველური გამოდგა.






Category: Fun, Interesting, Music, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top