;

3 January 2016      anabel-li     Views 2184    
Category: Fun, Interesting, Music



დემიენ რაისის ცნობილი სასიყვარულო ბალადის
The Blower's Daughter შთაგონების ისტორია


მანამ, სანამ დემიენ რაისი ცოცხალი მუსიკის შესრულებით სახელს გაითქვამდა, იგი, როგორც სხვა უამრავი მუსიკოსი და კომპოზიტორი, პროლეტარიატის ნაწილი იყო. იგი ცხოვრობდა ირლანდიაში, სადაც 90-იანი წლების ბოლოს მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ სამარკეტო კომპანიაში და როგორც ტელემარკეტერს, ევალებოდა განეხოერციელებინა ზარები სხვადასხვა ოჯახებში და გაეყიდა ისეთი პროდუქცია, როგორიცაა სადაზღვევო და იპოთეკური სესხები.




The Blower's Daughter - Damien Rice
მის ერთ-ერთ ასეთ ზარს უპასუხა ახალგაზრდა ქალმა და როგორც დემიენი თავის ერთ-ერთ კონცერტზე აღნიშნავს, მათ საკმაოდ კარგი დიალოგი ქონდათ, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა და მუსიკოსი საკმაოდ მოხიბლულიც დარჩა.

დემიენი რამოდენიმე თვე სამუშაო საათების შესრულებისას ურეკავდა ახალგაზრდა ქალს და ისინი საათობით საუბრობდნენ, მაგრამ არა ფინანსურ პროდუქციაზე, არამედ თავიანთ მიზნებზე, ოცნებებზე და მოგვიანებით საკმაოდ პირადულ თემებზეც კი. თუმცა, ერთ დღესაც, დამიანის ზარებს აღარავინ უპასუხა და მას შემდეგ აღარც უსაუბრიათ.



მიუხედავად ქალის მიერ უპასუხოდ დატოვებული ზარებისა, დემიენმა გადაწყვიტა მოეძებნა იგი. სამსახურში სატელეფონო წიგნაკი გამოიყენა და ნომრის მიხედვით იპოვა მფლობელის მისამართიც, რის შემდეგაც იგი ავტობუსში ჩაჯდა და ახალგაზრდა ქალთან შესახვედრად წავიდა.

როგორც მუსიკოსი ამბობს, ის ქალს სახლთან ახლოს, ბუჩქებს ამოფარებული ელოდა, სახლიდან გამოვიდა ახალგაზრდა, 16 წლის გოგონა და სკოლისკენ მიმავალ გზას გაუყვა.



მომღერალი მიხვდა, რომ როდესაც იგი გოგონას ურეკავდა, მას საზაფხულო არდადეგები ქონდა, ხოლო ზარებს კი მას შემდეგ აღარ პასუხობდა, რაც სკოლაში დაბრუნდა.
გოგონამ სატელეფონო საუბრები გასართობად გააბა მუსიკოსთან, მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით, იმედგაცრუებულმა დემიენმა კი სწორედ ამ ინციდენტს მიუძღვნა სიმღერა: The Blower’s Daughter.

სიმღერა 2004 წელს საუნდტრეკად გამოიყენეს ფილმში “Closer” ტკივილისა და დაბნეულობისთვის ხაზის გასასმელად, რომელიც სიყვარულს თან სდევს.



And so it is
Just like you said it would be

Life goes easy on me
Most of the time
And so it is
The shorter story
No love, no glory
No hero in her sky


I can't take my eyes off of you
I can't take my eyes off you
I can't take my eyes...



And so it is
Just like you said it should be
We'll both forget the breeze

Most of the time
And so it is
The colder water
The blower's daughter
The pupil in denial

Did I say that I loathe you?
Did I say that I want to
Leave it all behind?




I can't take my mind off of you
I can't take my mind off you
I can't take my mind off of you
I can't take my mind off you
I can't take my mind off you
I can't take my mind...
My mind...my mind...
'Til I find somebody new





გავრცელებული ვერსიით სიმღერის სახელწოდება და ის, თუ როგორ მოიხსენიებს დენიელი გოგონას - Blower's daughter გულისხმობს მუსიკალური ინსტრუმენტის - კლარნეტის მასწავლებლის ქალიშვილს. სიმღერა 2001 წელს გამოიცა და შესულია დემიენის პირველ ალბომში "O". სიმღერის ჩანაწერში დემიენს აკომპანირებას უწევს მუსიკოსი ლიზა ჰანიგანი, ამ სიმღერაზე მათ ერთად იმუშავეს პირველად და სწორედ აქიდან დაიწყო მათი რომანიც. ამბობენ, რომ დემიენის მომდევნო სიმღერების მუზა ლიზა გახლდათ, მათ ერთად იმუშავეს მეორე ალბომზეც, რომელიც 2006 წელს გამოიცა, თუმცა 2007 წელს ტურის განმავლობაში დასრულდა მათი რომანტიული ურთიერთობა, როდესაც დემიენმა გაანალიზა, რომ მან დაკარგა მუსიკის შექმნის ხალისი და გულწრფელობა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ის დაბრუნდა სტუდიაში და ლიზას თხოვა დახმარება მუსიკის შექმნის პროცესში, თუმცა მან უარი მიიღო გოგონასგან და მომდევნო ასეთი იმედგაცრუების შემდეგ, დემიენმა კვლავ დაიწყო დამოუკიდებლად მუსიკის შექმნა!




Category: Fun, Interesting, Music
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top