;

14 October 2015      Ancho.     Views 2775    
Category: Fun, Interesting



"დამარცხება? მე არ მესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა!" — ისტორიაში პირველ და ერთადერთ დიდი ბრიტანეთის ქალ პრემიერ-მინისტრს მარგარეტ ტეტჩერს 90 წელი შეუსრულდებოდა. გთავაზობთ მის რამდენიმე რჩეულ ცხოვრებისეულ ციტატას.

მარგარეტ ჰილდა რობერტსონი 1925 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა ბაყალის ოჯახში. 1947 წელს დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხით და მომავალი რამდენიმე წელი გაატარა გამოკვლევებში ქიმიის ირგვლივ. თუმცა, მისი სახელი რომ ისტორიაში ჩაწერილიყო, არა სამეცნიერო საქმიანობა, არამედ თავბრუდამხვევი პოლიტიკური კარიერა დაეხმარა. 1979 წელს მარგარეტ ტეტჩერი გახდა პირველი და ერთადერთი ქალი ისტორიაში, რომელმაც დაიკავა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოზიცია.



"მისი პრემიერობა გახდა ყველაზე ხანგრძლივი XX საუკუნეში, თავად მარგარეტმა კი მიიღო "რკინის ლედის" წოდება — თავისი იმპერატიული მართვის სტილისა და საბჭოთა მმართველობის მკვეთრი კრიტიკის გამო."



"არ ვფიქრობ რომ სანამ ცოცხალი ვარ ქალს შეუძლია გახდეს პრემიერ-მინისტრი".
(მარგარეტ ტეტჩერის სიტყვიდან 1973 წელს, როდესაც მან დაიკავა ბრიტანეთის განათლების მინისტრის პოსტი.



"თუ თქვენ გსურთ, რომ რაღაც ითქვას ნათქვამი, თხოვეთ მამაკაცს. თუ გსურთ, რომ ეს გაკეთებულ იქნას, მიმართეთ ქალს."
If you want something said, ask a man. If you want something done, ask a woman.



"მე განსაკუთრებულად მომთმენი ვარ. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საბოლოოდ იქნება ისე როგორც მსურს."



"მამალი შეიძლება ყივის, მაგრამ კვერცხს ატარებს ქათამი."

"დღეს ქალს ბევრი შესაძლებლობა აქვს საკუთარი თავის რეალიზაციისათვის: ზოგიერთი ჩვენგანი ქვეყანასაც კი მართავს. მაგრამ, გულწრფელები თუ ვიქნებით, ჩვენ უფრო მეტად გვიხდება რიდიკიული, ვიდრე შუბა".



"როდესაც ხასიათს ავლენს ქალი, მასზე ამბობენ რომ "სწერვაა". აი, როცა ხასიათს ავლენს მამაკაცი, ის - "არაჩვეულებრივი ყმაწვილია".



"ქალებს მამაკაცებზე გაცილებით უკეთ შეუძლიათ "არას" თქმა."

"ნებისმიერი ქალი, რომელსაც სახლის მართვისას წამოჭრილი პრობლემები ესმის, შეუძლია გაიგოს ქვეყნის მართვისას წამოჭრილი პრობლემებიც."



იყო ძლიერი - იგივეა იყო ნამდვილი ლედი. თუ თქვენ გიწევთ შეახსენოთ ადამიანებს, რომ ლედი ხართ, მაშინ თქვენ ის ნამდვილად არ ხართ" .

"ჩვენ ყველაც მოგვიწევს ოდესმე ვიყოთ ბებიები".




"მე არავინ ვიცი ვინც ავიდა მწვერვალზე მძიმე შრომის გარეშე. ეს რეცეპტია."

"შენ შეიძლება მოგიწიოს ბრძოლა დაპირისპირებაში არაერთხელ, რომ მოიგო ის".





Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top