13 October 2015      Ancho.     Views 3 638    
Category: Fun, Interesting / Man



იდეალური მამაკაცი
ჰიუ ჯეკმანი


ჰოლივუდის ერთ-ერთი მისაბაძი მამაკაცი 47 წლის გახდა. მსახიობი, მომღერალი, სანიმუშო ქმარი, მამა, კულინარი... უამრავი დადებითი მხარის გამო, მას იდეალურ მამაკაცადაც კი მოიხსენიებენ. გულშემატკივრებში კი "ყველასათვის საყვარელის" ტიტული აქვს მინიჭებული. ვნახოთ, რითი გააოცა ავსტრალიელმა მსახიობმა მსოფლიო.





გარეგნობა 🐡

ბევრი პროფესიული ჯილდოს გარდა, ჰიუ ჯეკმანი რეგულარულად იკავებს ყველაზე მიმზიდველ მსახიობთა რეიტინგების მოწინავე პოზიციებს. 2008 წელს ჟურნალმა People ის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა. მისი 6წლიანი ტიტული დღემდე აქტუალურია. ჯეკმანის წინაშე თავს ვერ იკავებს ვერც ივან ურგანტი.



არაჩვეულებრივი მოცეკვავე 🐙




ჰიუს ქორეოგრაფიული შესალებლობები მთელ ჰოლივუდს შურს. თავისი პირველი პა მან შეასრულმა ავსტრალიის სცენის ხელოვნების აკადემიაში მომავალი სტუდენტის ამპლუაში. ამას გარდა, ისწავლა ჟონგლიორობა ერთდროულად 5 ბურთით. ეს უნარი არც ისე გამოადგა, მაგრამ ცეკვის პრაქტიკას მთელი კარიერის მანძილზე უნდა უმადლოდეს.



ნიჭიერი მომღერალი 🎶

ჰიუ ჯეკმანი ერთადერთი მსახიობია, რომელმაც ყველა მთავარი თეატრალური პრემია მიიღო ერთი სეზონის განმავლობაში დებიუტური როლისათვის ბროდვეიზე. ბროდვეის წარმატებები მას მოუტანა არამარტო ცეკვამ, არამედ მუსიკალურმა ნიჭმაც. ჯან ვალჟანის როლმა მიუზიკლში "საბრალონი" მას ოქროს გლობუსი მოუტანა. ამასთან ჰიუს ფანებმა შესთავაზეს თავის სუპერგმირზე wolverine-ზე მუსიკა შეექმნა. აი შედეგიც:



ერთგული ქმარი 💟

მიუხედავად ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცის ტიტულისა, უკვე 18 წელია, რაც ჰიუს ცხოვრებაში ერთადერთი ქალი მისი ცოლი დებორა ლი ფერნესია. მათ ერთმანეთი ავსტრალიაში გაიცნეს, როცა დებორა უკვე ცნობილი კინოვარსკვლავი იყო, ჯეკმანი კი ჯერ იმედებს ამყარებდა დიად მომავალზე. დამწყებ მსახიობს არ აღელვებდა არც სტატუსში განსხვავება და არც ასაკში (დებორა მასზე 13წლით უფროსია). გაცნობიდან ორი წლის შემდეგ მას ცოლობა თხოვა და საქორწინო ბეწდების დიზაინი შეიმუშავა.



-რჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ იდეალური მეოჯახე ხართ...
-სულაც არ ვარ იდეალური. მე მუდამ ვუშვებ შეცდომებს. ჩემ ბავშვებს რომ კითხოთ მთელ სიას შეგიდგენენ. დღესაც, მაგალითად, ვცდილობდი ვაჟისთვის რაღაც მესწავლებინა და გამინაწყენდა. როცა ინტერვიუზე მოვდიოდი, ყვიროდა: "არ მინდა შენი დანახვა"! ამიტომაც, ალბათ, იდეალური არ ვარ, მაგრამ ვცდილობ.





-ოჯახური ბედნიერების საიდუმლო გააქვთ?
-მე და ჩემმა ცოლმა დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ ბავშვების ყოლამდე გადავწყვიტეთ, რომ ოჯახი მუდამ პირველ ადგილას იქნებოდა. ამიტომაც, შემოთავაზებებს სამსახურზე მე ვუყურებ ოჯახის გადმოსახედიდან, დააზარალებს ეს მას თუ არა, საჭირო იქნება შორს გამგზავრება თუ არა და აშ.

-რაიმე ტრადიციას თუ მისდევთ ოჯახში?
-ყოველთვის ვიკრიბებით ერთად კვირაობით, მე ბლინებს ვაცხობ.



-ჰიუ ჯეკმანი ბლინებს აცხობს?
-დიახ, ეს ჩემი მოვალეობაა. სხვათა შორის, ძალიან კარგი ვარ საუზმის მომზადებაში.





იდეალური მამა 👶

2000 წელს, რწმენადაკარგულმა ცოლ-ქმარმა, რომ საკუთარი შვილები ეყოლებოდათ, იშვილეს ახლად დაბადებული ოსკარი. 5 წლის შემდეგ კი მათ ოჯახში გაჩნდა გოგონა ავაც. მას შემდეგ, ჯეკმანი "გადარეულ" მამად გადაიქცა. მას პირადად მიჰყავს ბავშვები სკოლაში და აკითხავს დამთავრებისას, ასწავლის ზღვაზე ცურვას არდადეგებზე და საერთოდ არ ერიდება მამობრივი სიყვარულის გამოვლინებას დიდი მასის თვალწინ. შესაბამისად, ჰიუს და მის შვილებს გამუდმებით დასდევენ პაპარაცები-უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა დასტურია ოჯახური იდილიის, რომლებიც ფანებს აღაფრთოვანებთ. ასევე დასაფასებელია, ჰიუს პედაგოგიური ტალანტი, საკმარისია უყუროთ გამოშვებაში "სეზამის ქუჩები" სადაც ის უხსნს მაყურებელს ზმნა "კონცენტრირების" მნიშვნელობას.




-ვინ არის თქვენი საუკეთესო მეგობარი?
-ჰმ, ცოლი. რა არის მეგობრობა? როცა შეგიძლია ადამიანს აბსოლიტურად ყველაფერი უთხრა. ადვილად გაუზიარო სასიამოვნო და უფრო მარტივად ელაპარაკო იმაზე, რისიც შესაძლოა გრცხვენია. ამიტომაც ჩემი საუკეთესო მეგობარი დებორაა. მასთან შემიძლია ყველაფერზე საუბარი.



-ვისგან მიიღეთ საუკეთესო რჩევა?
-მამისგან. ის ყოველთვის თვლიდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის - განათლებაა. მან ეს ჩაგვინერგა: თუ გინდა დახარჯო ფული რამეზე-დახარჯე ის შინაგანი სამყაროს განვითარებაზე. ცოდნა ყოველთვის მეტად ფასეულია. მე მახსენდება ჩემი სამსახიობო კარიერის დასაწყისი, როცა მე შემომთავაზეს როლი სერიალში "მეზობლები". ამასტან მე მელოდა ადგილი ერთ-ერთ პრესტიჟულ თეატრალურ სკოლაში ავსტრალიაში. ჩემ წინაშე იდგა რთული არჩევანი. მამის სიტყვების მიხედვით, მე გადავწყვიტე მესწავლა. მერე, 3 წლის შემდეგ, ვიგრძენი, როგორ აგიხსნათ, რომ უკვე აუდიტორიისგან ყურადღების ღირსი ვიყავი . ეს გრძნობა გეხმარება. თუ არ გჯერა იმის, რომ როლს იმსახურებ, მაშინ შენ მას ვერასოდეს განახორციელებ.




-არსებობს ადამიანი, რომელთან შეხვედრაც რთულ მომენტებში თავდაჯერებულობას გმატებთ და გაძლიერებთ?
-ვიმეორებ, ასეთი ჩემი ცოლია- და საერთოდ ჩემი ოჯახი. ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება კი ცოლია. ის მე საუკეთესოდ მიცნობს. იცის რასაც ვფიქრობ, რასაც ვგრძნობ... ჩენ ძალიან გახსნილები ვართ ერთმანეთთან. მას სჯერა ჩემი. იცით, ბევრი რამ მაკვირვებს ჩემ კარიერაში. თუნდაც ის რომ ამ წარმატებას მივაღწიე და ა.შ. ის კი ამაში არასოდეს ეჭვდებოდა, მეუბნებოდა ამაზე პირველივე შეხვედრიდან, და ყოველთვის მართალი აღმოჩნდებოდა ხოლმე. ზუსტად ასე დაწერეთ: ჩემი ცოლი მუდამ მართალია.






ამტანი სპორტსმენი 💪



იმისათვის, რომ ჩამოვთვალოთ ჰიუს სპორტული გატაცებები, თითები არ გვეყოფა: ის დაკავებულია გოლფით, რაგბით, კრიკეტით, ცურვით, წყალში ხტუნვით, სერფინგით, ნიჩბოსნობით... არ არის გასაკვირი, რომ მასზე გიჟდებიან ბლოკბასტერების შემქმნელები: მსახიობს არაფერი არ ჭირდება საჭირო ფორმაში მოსასვლელად უმცირეს დროებში. ერთხელ, ჰიუ გამოტყდა, რომ მის გარდერობში სამი ზომის ტანისამოსი ინახება: "ყველაზე პატარა ზომებს ვიცმებ, როცა ვმონაწილეობ გადაღებებზე. მეორე ტიპს ვიცმევ მაშინ როცა შვებულება მაქვს და შემიძლია მოდუნება, ხოლო მესამე ზომებს ვხმარობ მაშინ როცა განვასახიერებ Wolverine-ს-ყოველ ჯერზე მე მჭირდება კუნთოვანი მასის მომატება".მისი ვარჯიშის პროცესს შეგვიძლია მივადევნოთ თვალი სპორტდარბაზში გადაღებული ვიდეოდან:



გამოჩენილი ფილანთროპი 🔔



უკვე ბევრი წელია, რაც ჰიუ აქტიურად მისდევს ქველმოქმედებას. დებორასთან ერთად ის იბრძვის კლიმატის გადასარჩენად, დენიელ კრეიგთან ერთად ეხმარება შიდსით დაავადებულებს, წარმოადგენს ორგანიზაცია Global Poverty Project-ის ელჩს, ხალხის დამცველს, სიღარიბის ზღვარს მისულ ადამიანებს. ერთ-ერთი ბოლო კეთილშობილური საქმე იყო Ice Bucket Challenge, რომელშიც ჩაითრია მთელი ფილმის "პენის" გადამღები ჯგუფი. ჰიუმ ზედიზედ ორი ყინულივით ცივი წყლით სავსე ვედრო გადაისხა.



პოპულარული ბლოგერი 📠

ჰიუ სოციალურ ქსელებზე გამოწერილი ჰყავს 25 მილიონ ადამიანს, არანაკლებ დინამიურია მისი ინსტაგრამ გვერდიც, რომელსაც მართავს ნიკით @thehughjackman. ჯეკმანმა უკვე წარმატებულად შეავსო ყველა ჟანრი: საკვების ფოტოები, ლიფტში სელფები, ვიდეოები ვარჯიშიდან.. მისი ფოტობლოგის მთავარი ვარსკვლავი კი მაინც მისი ერთგული ძაღლია - ფრანგული ბულდოგი სახელად დალი.



მრავალსახოვანი მსახიობი 🎯

და საბოლოოდ, მთავარი, რის გამოც ყველაზე მეტად გვიყვარს ჰიუ. ის გამოჩენილი მსახიობია. ჰიუ ჯეკმანის ანგარიშზე 30-ზე მეტი როლია კინოსა და ტელევიზიაში. მისი გადაღებების გრაფიკი 3 წლით წინაა გაწერილი. ჯო რაიტის "პენ"-იში ის თამაშობს ბოროტ მეკობრეს, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს კინოთეატრებშიც.












Category: Fun, Interesting / Man
Tags:

Share it
Comments
Back to Top