;

29 September 2015      Ancho.     Views 5732    
Category: Fun, Interesting, Stars


ჯულია რობერტსი
"ერთხელ მე ჩემი ინტუიციის წინააღმდეგ წავედი და მწარედ ვინანე ამის გამო"

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი და ოსკარის მფლობელი გვიზიარებს თავის მთავარ ცხოვრებისეულ წესებს, რომლებითაც ხელმძღვანელობს ის თავის ცხოვრებაში


ასობით პრიზით დაჯილდოებული ქალბატონი და ჟურნალ "People"-ის მიერ ოთხჯერ დასახელებული "პლანეტის ყველაზე ლამაზ ქალად", 1988 წლიდან, ყოველ წელს ერთ ფილმში მაინც იღებს მონაწილეობას და მისი ფილმების უმრავლესობა გაყიდვების ჰიტები ხდება.

Rules of Life: Julia Roberts

ამასთან, 47 წლის მსახიობი ასწრებს დაკავდეს ქველმოქმედებით (გარემოს დაცვისა და ქალების დახმარების ჩათვლით), პროდიუსერობა გაუწიოს თავის კინოკომპანიას Red Om და აღზარდოს 3 შვილი: 10 წლის ტყუპები ჰეიზელი და ფინეასი და 8 წლის ჰენრი. ახლა ჯულია მონაწილეობას იღებს ჯოდი ფოსტერის დრამაში "Money Monster" ჯორჯ კლუნთან ერთად.



ნოემბერში კი შედგება თრილერის -"Secret in Their Eyes"-პრემიერა, რომელსაც თავად ჯულია უწოდებს ფილმს ადამიანობასა და დანაკლისზე: მასში მან ითამაშა დეტექტივი, რომელსაც სურს ქალიშვილის მკვლელობაზე შური იძიოს.

Rules of Life: Julia Roberts

✔ დიახ ✖ არა


✔. "მიყვარს გაზქურასთან დგომა. მიყვარს საოჯახო ვახშმები. დედაჩემი ბრწყინვალედ ამზადებდა და მისი შემხედვარე ვისწავლე გამეკეთებინა ლაზანია. ის გახდა ჩემი პირველი საგვირგვინო კერძი და ყოველთვის გამოირჩევა წარმატებით."

"მე არ მივდევ მოდურ ტრენდებს. ვატარებ იმას რაც მომწონს, გემოვნება კი ჩვეულებრივი მაქვს."





"მე ძალიან გამიმართლა: მოვინახულე უამრავი ლამაზი ადგილი. მოგზაურობა - ერთ-ერთი ჩემი საყვარელი გასართობია, იტალია კი ერთ-ერთი საყვარელი ქვეყანა."

Rules of Life: Julia Roberts

✔. "ცხოვრებაში გარკვევა გვეხმარება როგორც კარგი მასწავლებელის ყოლა, ისევე მისი არარსებობა. ადამიანისთვის ყურადღების გარეშე დარჩენა შეიძლება ისეთივე სასარგებლო იყოს, როგორც შექების მოპოვება."

Rules of Life: Julia Roberts

"ერთხელ მე ვცადე ბოტოქსი და შემდეგი რამდენიმე თვე დავდიოდი მუმად გაოცებული სახით. მე არ მომეწონა. 3 შვილი მყავს და მათ უნდა იცოდნენ ზუსტად რა ემოციას განვიცდი ყოველი კონკრეტული მომენტისას ჩვენს ურთიერთობაში. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია."

Rules of Life: Julia Roberts

✔."შეუძლებელია გადაჭარბებულად შეაფასო ლიტერატურის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. ყველაფერი საუკეთესო, რაც მე თინეიჯერული პერიოდიდან გამომყვა, წიგნებშია. ტომას ჰარდი - ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ავტორია. და ჯოან დიდიონი-ყველა მისი წიგნი გულახდილია."

Rules of Life: Julia Roberts
Rules of Life: Julia Roberts

"მე არ ვარ სოციალურ ქსელებში. არა იმიტომ რომ მათი წინაარმდეგი ვარ - უბრალოდ არ მესმის. ვისთვის ვწერ სტატუსს თვითერში? ჩემი აზრით ეს იგივეა გავიდე ქუჩაში და ვიყვირო. ონლაინ-ურთიერთობისას მე არ მყოფნის ადამიანთან ცოცხალი კავშირი. არც ჩემი შვილები არ არიან სოც.ქსელებში, ისინი ჯერ ძალიან პატარები არიან ამისთვის."

Rules of Life: Julia Roberts

"არვიცი, ზუსტად რას ვეძებ, როცა ახალ სცენარს ვკითხულობ. მე ვმოქმედებ ინსტიქტურად. მხოლოდ ერთხელ წავედი ინტუიციის წინააღმდეგ და მწარედ ვინანე ამაზე."





✔. "მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ არაჩვეულებრივი პროფესიით. არ არსებობს უნივერსალური ფორმულა, რომელიც მე დამეხმარებოდა, მომავალში საჯარო პერსონას, პირადი ცხოვრების საიდუმლოდ შემნახველს. რჩება მხოლოდ ის, რომ მოვეპყრო ყველაფერს გაგებით და დავტკბე იმით, რაც მაქვს."

"ყველა გაგიჟებულია ასაკზე, მას უთმობენ იმდენ არაჯანსაღ ყურადღებას, რაც ბადებს შიშს. მაგრამ ჩვენ ყველა ვბერდებით და ეს ნორმალურია. შეხედეთ, მე ცოტა დავბერდი, სანამ ეს სიტყვა წარმოვთქვი!"






2014 წელს, ჯულია გახდა იტალიური ბრენდის Calzedoniа-ას სარეკლამო კამპანიის ვარსკვლავი. "ცხოვრება — ეს მოგზაურობაა". შემოდგომა-ზამთრის სეზონის ახალი კამპანია გადაიღეს მსახიობისთვის მშობლიურ ლოს-ანჯელესში.

Rules of Life: Julia Roberts

მოკლემეტრაჟიანი კომედიური ფილმის რეჟისორი, რომლის მოქმედებაც Calzedoniа-ას მაღაზიაში ხდება, გახდა ოსკაროსანი გრანტ ჰესლოვი. ჯულიასთან მას აკავშირებს მრავალწლიანი მეგობრობა და საერთო კინოპროექტები, მათ შორის დრამა August: Osage County, რომლის გამოც რობერტსი ნომინირებული იყო ოკარზე.

Rules of Life: Julia Roberts
Rules of Life: Julia Roberts

ვიდეოს პრემიერა შედგება 10 ოქტომბერს.




Category: Fun, Interesting, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top