;

13 September 2015      Ancho.     Views 7640    
Category: Fun, Interesting



ყველაზე უცნაური საზღვრები ქვეყნებს შორის
პლანეტის ყველაზე გასაოცარი კუთხეები


ჩვენ შეჩვეულები ვართ ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულ საზღვრებს, რომლებიც საბაჟოზე გადის- თავისი პასპორტის კონტროლითა და ბარგის შემოწმებით. ზოგიერთი საზღვარი კი თავისთავად ღირშესანიშნაობაა, რომლებზე გადასვლაც მოგზაურებს დაუვიწყარ შეგრძნებებს ჩუქნის. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე საინტერესო საზღვარს.



ზიპ-ლაინი
ესპანეთი -- პორტუგალია


მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს გასაოცარი ატრაქციონი სთავაზობს ესპანეთიდან პორტუგალიამდე ზიპ-ლაინით გადაადგილდნენ. ამ ხერხით ისინი არამარტო იცვლიან ადგილს ორ ქვეყანას შორის, ასევე მოგზაურობენ დროში, რადგან პორტუგალია ესპანეთს 1 საათით ჩამორჩება. ზიპ-ლაინი იწყება ქალაქ სან-ლუკა დე გვარდიანაში, ესპანეთის ანდალუსიაში და მამაც ტურისტებს ხელოვნური მდინარის საშუალებით პორტუგალიის ქალაქ ალკუტიმში ახვედრებს.

Most Unusual borders between countries
Most Unusual borders between countries


ბარლე-ჰერტოგი
ბელგია -- ჰოლანდია


ხშირ-ხშირი შეთანხმებების განახლების გამო, ჰოლანდიასა და ბელგიას უამრავი უცნაური საზღვარი აქვს, მაგრამ ეს პატარა ქალაქი ქაოტურადაა დაყოფილი სხვადასხვა გამყოფი ზონებით, რადგან ქალაქს უამრავი არეულობა აქვს გადატანილი. მკვიდრი მაცხოვრებლები კარებების წესით ხელმძღვანელობენ-საზღვრის რომელ მხარესაც გამოდის სახლის კარი, სწორედ იმ ქვეყნის მაცხოვრებლად უნდა ჩათვალონ თავი.

Most Unusual borders between countries
Most Unusual borders between countries
Most Unusual borders between countries

ცივილიზაციის საზღვარი
ბრაზილია -- ბოლივია


თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოები საუკეთესოდ ახდენს ამ გეოგრაფიული ფენომენის დემონსტრაციას. ორ ლათინო-ამერიკული ქვეყნის საზღვარი უნიკალურ ზონაზე გადის და ერთმანეთისგან ყოფს ინდუსტრიულ ბრაზილიასა და მეზობელი ბოლივიის ხელშეუხებელ ჯუნგლებს.

Most Unusual borders between countries
Most Unusual borders between countries

მთა ევერესტი
ჩინეთი -- ნეპალი


მსოფლიოს ყველაზე მაღალი მწვერვალი ყველაზე მაღალ საზღვარადაც ითვლება. ჩინეთსა და ნეპალს შორის სახელმწიფო საზღვარი გადის პირდაპირ ევერესტის შუაში, მისი უმაღლესი მწვერვალის ჩათვლით.

Most Unusual borders between countries
Most Unusual borders between countries
Most Unusual borders between countries


ბიბლიოთეკა და ოპერის თეატრი
კანადა -- აშშ


აშშ-სა და კანადას მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვარი ჰყოფს, რომლის სიგრძეც თითქმის 9 ათასი კილომეტრია. მის ყველაზე აღსანიშნავ ნაწილს წარმოადგენს უნიკალური ბიბლიოთეკა ვერმონტის შტატისა და კანადის კვებეკის გადაკვეთაზე. საზღვარი გადის პირდაპირ სამკითხველო დარბაზის ცენტრში. შენობა ორ ნაციას შორის არსებული მეგობრობის სიმბოლოა, რომელიც აგებულია ისე, რომ მასში შესაძლებელი იყოს შესვლა როგორც კანადის, ასევე აშშ-ს მხრიდან და ამასთან, ჰქონდეს ორი ოფიციალური მისამართი. თუმცა, ერთი ბიბლიოთეკის ერთი ნაწილიდან მეორეში გადასასვლელად საჭიროა პასპორტის ჩვენება.

Most Unusual borders between countries
Most Unusual borders between countries

მეგობრობის ჭიშკარი
ყირგიზეთი -- ჩინეთი


ყირგიზეთსა და ჩინეთს ჰყოფს მასიური, მხატვრული თაღი, რომელიც ცნობილ "აბრეშუმის გზაზე" დგას. უძველესი დროიდან ის წარმოადგენდა ვაჭრების ძირითად მაგისტრალსა და ემსახურებოდა ევროპიდან აღმოსავლეთისაკენ მოგზაურებს.

Most Unusual borders between countries
Most Unusual borders between countries

დინოზავრების კოცნა
მონღოლეთი -- ჩინეთი


მონღოლეთ-ჩინეთის საზღვარზე მდგარი 80 მეტრიანი დინოზავრების ფიგურები, რომლებიც ერთმანეთს კოცნიან, ყოველწლიურად იზიდავენ ჩინეთის პატარა ქალაქის ერენხოტის არქეოლოგებს. 100 წლის წინ, სწორედ აქ აღმოაჩინეს პრეისტორიული ცხოველების გაქვავებული ძვლები. გათხრები კვლავ გრძელდება.

Most Unusual borders between countries
Most Unusual borders between countries
Most Unusual borders between countries
Most Unusual borders between countries

ფრენბურთის საზღვარი
აშშ -- მექსიკა


ყოველწლიურმა ამხანაგურმა მატჩმა ფრენბურთში ერთი და იგივე ქალაქის ორ სხვადასხვა მაცხოვრებლებს შორის, უკვე მოასწრო ისტორიაში შესვლა. ქალაქი ნაკო აშშ-სა და მექსიკაში ერთდროულად იმყოფება და საზღვარი სწორედ ფრენბურთის ბადეზე გადის.

Most Unusual borders between countries

კუნძული დიომიდა
აშშ -- რუსეთი


ეს ორი არც ისე დიდი კუნძული, რომელთა შორის სულ რაღაც 4 კილომეტრია, ბერინგის სრუტეშია განლაგებული და რუსეთ-ამერიკის საზღვრის ორივე მხარის შემადგენლობაში შედის. კუნძულის აღმოსავლეთი ნაწილი ეკუთვნის აშშ-ს, ხოლო დასავლეთი რუსეთს.

Most Unusual borders between countries
Most Unusual borders between countries

სამი ერთში
გერმანია -- ჰოლანდია -- ბელგია


გერმანულ აახენაში შეიძლება გადააწყდეთ სამი ქალაქის უნიკალურ გადაკვეთას, რომლის თითოეული ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაში მოგახვედრებთ. ამ ადგილას, გერმანია გამოიყოფა ბელგიისგან და ჰოლანდიისგან. სიმბოლურ მოედანზე სამი დროშით, შეგიძლიათ ჩამოჯდეთ წუთით და ევროპის სამი ქვეყნის მაცხოვრებლად იგრძნოთ თავი.

Most Unusual borders between countries
Most Unusual borders between countries



Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top