4 November 2015      teonnabb     Views 7 446    
Category: Fun, Interesting / Stars

2015 წლის ყველაზე ხმაურიანი და გულდასაწყვეტი განშორებები
Ariana Grande & Big Sean




ისინი ერთმანეთს 8 თვის განმავლობაში ხვდებოდნენ, როგორც ტაბლოიდები აცხადებენ მათი დაშორების მიზეზი ბიგ შონის ღალატი აღმოჩნდა ნაია რივერასთან, რომელთანაც ის რამდენიმე თვის წინ იყო დანიშნული.

დაშორების შესახებ პირადად არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია კომენტარი, არიანას ახლო მეგობრების განცხადებით ის არასდოს გასცემს ხმას ბიგს, ორივე მხარის ოფიციალური განცხადებით კი ისინი ერთმანეთს მეგობრულად დაშორდნენ და ღალატი აქ არაფერ შუაში არ იყო.






Ben Affleck & Jennifer Garner



10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის ოჯახი დაინგრა. მიუხედავად იმისა, რომ ჭორები ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ აგორდა ამის მაინც ბოლომდე არავის სჯეროდა. მათ არ ქონიათ ხმაურიანი განშორება და მათ პატარა განცხადებაც გამოქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ მათთვის და მათი შვილებისთვის ეს გადაწყვეტილება ყველაზე ხელსაყრელი იყო, ასევე მადლობას უხდიან თავიანთ გულშემატკივრებს და სთხოვენ, რომ გაგებითა და პატივისცემით მოეკიდონ მათ გადაწყვეტილებას. ტაბლოიდები როდესაც ბენისა და ჯენიფერის განშორებაზე ალაპარაკდნენ იქვე დასძინეს, რომ ამის მიზეზი ბენის ღალატი იყო, თუმცაღა ამას არცერთი მხარე არ დაასტურებს. შეგახსენებთ, რომ მათ ქორწინებიდან 3 შვილი დარჩათ.






Bradley Cooper & Suki Waterhouse


2 წლიანი ურთიერთობის შემდენ ბრედლი და ბრიტანელი მოდელი დაშორდნენ, ეს სიახლე საზოგდაოებას ჟურნალ "People"-მა აცნო. დაშორებამ ყოველგვარი სკანდალებისა და ხმაურის გარეშე ჩაიარა, ოფიციალური წყაროს განცხადებით ისინი მეგობრებად დარჩნენ (როგორც ყოველთვის..)






Hilary Duff & Mike Comrie


სხვა ვარსკვლავებისგან გასხვვებით არასდროს აგორებულა ჭორი ჰილრისა და მაიკის განშორების შესახებ. ეს ორი უკანასკნელი ყოველთვის ყველაგნ ერთად იყვნენ. პრესამ მათი განშორების შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც ჰილარი საცხოვრებლად მარტო შვილთან ერთად ლოს ანჯელესში გადავიდა და ქმარს ოფიცილური განქორწინების საბუთები გაუგზავნა, მათი განქორწინებიდან სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის სხვა დეტალები არ არის ცნობილი.





Pamela Anderson & Rick Salomon

პამელა და რიკი 2007 წელს დაქორწინდნენ, როგორც პრესა აცხადებს ისინი უბრალოდ დაიღალნენ ერთმანეთის ატანით და გატანით, საბოლოოდ მათ ურთიერთობა 4 თვის წინ დაასრულეს განქორწინებით.




Elizabeth Olsen & Boyd Holbrook



ოლსენების უმცროსი და კვლავ მარტოხელაა. დღეს ელიზაბედისა და ბოიდის ურთიერთობა საბოლოოდ დასრულებულად ითვლება, ისინი ერთმანეთს 2012 წელს შეხვდნენ "Very Good Girls"-ის გადასაღებ მოედანზე, 2014 წლის მარტში კი დაინიშნენ სამწუხაროდ მათი ნიშნობა თებერვალში გაუქმდა. ახლა კი უკვე ელიზაბეტი ტომ ჰიდლსტონს ხვდება.




Cristiano Ronaldo & Irina Shayk



ცნობი ფეხბურთელისა და ტოპ მოდელის რომანის ფინალზე პრესა ბევრს საუბრობდა, იყო საუბარი იმაზე რომ რონალდომ მას უღლატა, შემდეგ იმაზე რომ ირინამ უღალატა მას, საუბრობდნენ იმაზეს რომ ირინა დედამთილმა დაიწუნა და ა.შ საბოლოოდ სიმართლე პრესაში, რა თქმა უნდა, არ დაწერილა. ესპანელ ჟურნალისტთან ინტერვიუში რონალდომ მცირე კომენტარი გააკეთ მათს დაშორებაზე და თქვა, რომ "ჩვენ ორივეს გვჯერა, რომ ეს იყო საუკეთესო ნაბიჯი ორივესთვის " . დღესდღეობით კი ირინა ახალ ურთიერთობაში იმყოფება ბრედლი კუპერთან.




Emma Stone & Andrew Garfield


ყველასთვის საყვარელმა წყვილმა საბოლოოდ ერთმანეთისგან დასვენება გადაწყვიტა. ისინი ხშირად შორდებოდნენ და რიგდებოდნენ, უფრო სწორად კი პაუზას იღებდნენ ურთიერთობაში, რის მიზეზადაც ისინი მანძილსა და სამსახურს ასახელებდნენ, გავრცელებული ინფორმაციით ისინი საბოლოოდ დაშორდნენ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ისინი პაპარაცებმა კვლავ ერთად შენიშნეს მეგობრულ გარემოში, თუმცაღა, ეს არავინ იცის კვლავ შერიგდნენ თუ მათი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრულია.




Charlize Theron & Sean Penn


შარილის ტერონი და შონ პენი ერთმანეთს 2015 წლის ივნისში დაშორდნენ, ისინი ერთად წელიწად ნახევრის განმავლობაში იყვნენ.



Britney Spears და Charlie Ebersol



ბრიტნის სპირსი და მისი პროდიუსერი ჩარლი ებერსონი დაშორდნენ ივნისში 8 თვიანი თანაცხოვრების შემდეგ. ინფორმაცია არ არის ოფიციალური, მაგრამ ბრიტნიმ ყველა მათი საეთო ფოტო წაშალა ინსტაგრამიდან, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ვიფიქროთ მათი დაშორების შესახებ. თუმცაღა, არც ის იქნება გასაკვირი რომ ერთ დღეს კვლავ ერთად მოგვევლინონ.




Kourtney Kardashian & Scott Disick



10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ კორტნი და სკოტი დაშორდნენ! რატომ? თუ კი ადევნებთ თვალს კარდაშიანების ოჯახის რეალითი შოუს მათი დაშორება ალბათ არ გაგიკვირდებათ, მაგრამ, ის მაინც გასაკვირია რომ სადაც ამდენი ხანი აიტანეს ერთმანეთი - ახლა რაღა მოხდა.. მოკლედ მათთვის ვინც სერიალს არ უყურებდა, ვიტყვი რომ სკოტისა და კორტნის ურთიერთობა ყოველთვის ბეწვზე ეკიდა, სკოტი ყოველთვის პრობლემებს ქმნიდა ოჯახში, ასევე ქონდა პრობლემები ალკოჰოლთან დაკავშირებით და ყოველთვის გაურბოდა პასუხისმგებლობებს ის იყო ნარცისი, რომელსაც ოჯახი არ შეეფერებოდა თუმცარა უზომოდ უყვარდა კორტნი.





Sienna Miller & Tom Sturridge


სიენა და ტომი სამ წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. მათ დარჩათ ერთი ქალიშვილი. როგორც წარმომადგენლები აცხადებენ მათ კვლავ უყვართ თერთმანეთი და დარჩებიან, როგორც საუკეთესო მეგობრები და საუკეთესო მშობლები.





Gwen Stefani & Gavin Rossdale


გვენი და გევენი 13 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს, მათ განქორწინება ოფიციალურად რამოდენიმე დღეში გააფორმეს და როგორც ჩანს მათ ამ თემაზე უკვე საკმაოდ ბევრი ჰქონდათ ნაფიქრი. როგორც გვენი აცხადებს ყველაზე მეტად ბავშვების გამო ნერვიულობს, თუმცა ღა დარწმუნებულია, რომ განქორწინების მიუხედავად ისინი ჯანმრთელები და სრულფასოვნები იქნებიან.




Zayn Malik & Perrie Edwards


ზეინი და პერი დაშორდნენ ისინი ერთმანეთს პირველად X- ფაქტორში შეხვდენ და მას შემდეგ ერთად იყვენ. ცოტა ხნის წინ ზეინმა დატოვა თავისი მუსიკალური ჯგუფი One Direction და როგორც თავად ამბობდა ამის მიზეზი პერი იყო, ისინი ოჯახს შექმნას და ბედნიერად ცხოვრებას გეგმავდნენ, თუმცა ღა ყველაფერი დრამატულად დასრულდა.




Megan Fox & Brian Austin Green


მეგანი და ბრაიან ოსტინი 11 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს მათ ორი საერთო შვილი დარჩათ, ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა მათი დაშორების შესახებ.





Category: Fun, Interesting / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top