;

1 September 2015      Ancho.     Views 10335    
Category: Fun, Interesting, Stars


პრინცესა დიანას ყველაზე ცნობილი გამონათქვამები
ცნობილი გულთამპყრობელის ციტატები

პრინცესა დიანას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ თავისი დროის გმირი. თავისი გავლენით მას შეეძლო მეტოქეობა გაეწია დედოფალი ელიზაბეტისთვისაც კი, რომელიც 1996 წელს მისი პრინც ჩარლზთან გაყრის ინიციატორი გახლდათ. ლედი დის კულტი გრძელდება მისი გარდაცვალების შემდეგაც: თაყვანისმცემლები არ წყვიტავენ მისი ქველმოქმედების, ხიბლის, მგრძნობიარობის და შინაგანი ძალის პატივისცემას. ბრიტანეთის გვირგვინის შთამომავლის ყოფილ ცოლს დედა ტერეზასაც კი ადარებენ.



პრინცესა დიანას ისტორია სწრაფად და ტრაგიკულად განვითარდა. სამყარომ არ იცის მისი გარდაცვალების ნამდვილი მიზეზები და სამეფო ინტრიგების წვრილმანები, რომლებმაც გაანადგურეს "გულთამპყრობელის" ოჯახური ბედნიერება. რთულია შევაფასოთ მისი ცხოვრების ნაკლოვანებები, მაგრამ მისი მაგალითი შთაგონების მიმცემია მილიონობით ადამიანისთვის.

ლედი დის გარდაცვალებიდან 18 წლის შემდეგ, გთავაზობთ, მის აღიარებებსა და გამონათქვამებს, რომლებიც ზუსტად ახასიათებს მის ცხოვრებას.




"ხალხი მიეჩვია იმაზე ფიქრს, რომ მამაკაცი ერთადერთი საშუალებაა თვითრეალიზაციისთვის. ჩემთვის, სამსახური უკეთესი საშუალებაა."

"მე ვისურვებდი ვიყო თქვენი გულების დედოფალი, მაგრამ მე წარმოვადგენ ამ ქვეყნის დედოფალს."




"მე მიყვარს სიმღერა, მაგრამ იმის მოსმენა თუ როგორ ვმღერი შეუძლებელია, ისევე როგორც იმის ყურება თუ როგორ ვცეკვავ. მე ვცეკვავ როგორც სპილო. ამიტომაც მე არავინ არ მიყურებს."

"ხალხი მე 80-იანების მერლინ მონროს მეძახის და ფიქრობენ, რომ ეს დიდი ბედნიერებაა."




"ქორწინებაში ჩვენ ვიყავით სამნი, მაგრამ მე არ მიყვარს ხალხმრავლობა"

"მამაკაცებს რომ უწევდეთ მშობიარობა, არცერთ მათგანს არ ეყოლებოდა ერთზე მეტი შვილი."




"მე კი ვფიქრობდი, ალბათ ქმრები ცოლებს რაიმე ღირებულით იყოლიებენ".
(როდესაც დიანამ გაიგო, რომ საშობაოდ ჩარლზმა მას ბისერების კომპლექტი მოუმზადა)

"ამ საუკუნის ყველაზე დიდი დაავადებაა - რომ ადამიანები ბრაზდებიან".




"მე მინდა შევიდე ოთახში, საავადმყოფოს პალატაში მომაკვდავებთან, ან ვიჯდე ავადმყოფ ბავშვებთან და ვიგრძნო, რომ საჭირო ვარ. მე მსურს მოქმედება და არა უბრალო არსებობა."

"მე არ ვცხოვრობ წესებით. მე ვმოქმედებ გულით და არა თავით."




"კაცები იტყუებიან ნაკლებს ვიდრე ქალები, იმ შემთხვევების გარდა, როცა ისინი თავიანთ გრძნობებზე საუბრობენ."

"მე ძალიან მიყვარდა ჩემი ქმარი, მსურდა ყველაფერი გამეზიარებინა მისთვის და ვფიქრობდი, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით."





"ჩახუტებას ძალიან ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის."

"ტვინის ფილოსოფიური წყობა - ეს ხელოვნებაა გადაიტანო სხვების უბედურებები."





"ამბობენ, რომ უკეთესია იყო ღარიბი და ბედნიერი, ვიდრე მდიდარი და უბედური, და იმ კომპრომისზე რა აზრის ხართ, უზომოდ მდიდრები და უბრალოდ კაპრიზულები?"















Category: Fun, Interesting, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top