;

30 August 2015      Ancho.     Views 3890    
Category: Fun, Interesting, Stars



XX საუკუნის სტილის აიქონი
ინგრიდ ბერგმანი


ამერიკის კინოაკადემიის რეიტინგის მიხედვით, ინგრიდ ბერგმანი ასწლეულის გამორჩეული კინო ვარსკვლავების ხუთეულში შედის. 3 ოსკარის მფლობელმა ქალბატონმა უარი განაცხადა ჰოლივუდურ სტანდარტებს მორგებოდა და პირველ ადგილას ინდივიდუალობა დააყენა. 29 აგვისტოს მისი დაბადებიდან 100 წელი გავიდა.




ინგრიდ ბერგმანი უდავო, თუმცაღა იმ დროისათვის უჩვეულო სილამაზით გამოირჩეოდა. მკაცრი ჩრდილოელი არ აპირებდა ტიპიური გოგონა გამხდარიყო. მან უარი თქვა წარბების კორექციასა და კბილების გასწორებაზე, რადგან იმდროინდელი ჰოლივუდის სტანდარტების დაკმაყოფილება არ აინტერესებდა. თავის ანდროგენულ ქალურობას ის კოსტუმებითა და მოკლე ვარცხნილობებით გამოხატავდა.

ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ინგრიდისათვის ფილმი "კასაბლანკა" გახდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მსახიობიც თვლიდა, რომ ილზას როლის შესრულება უფრო სერიოზულადაც შეეძლო, ის მაინც ყველას დაამახსოვრდა ჩაცმულობის წყალობით, რაც Orry-Kelly-ს დამსახურება იყო. სურათში ინგრიდი ჩნდება მჭიდრო ჟაკეტებით და კოხტა ქუდებით. საკულტო გახდა თეთრი კოსტუმი, რომელშიც ის თავის პატნიორთან ჰემფრი ბოგარტთან ერთად არის ხელჩაკიდებული.






ყოველდღიურ ცხოვრებაში მსახიობი ზუსტ სილუეტს ამჯობინებდა: თეთრი ბლუზები შეხსნილი საყელოებით და შავ-თეთრი შარვლები. მიუხედავად იმისა, რომ მოდაში New Look-ის სტილის А-სილუეტის კაბები იყო, ინგრიდი "ფანქარ-ქვედაბოლოებს" არჩევდა. პრაქტიკულობა და ელეგანტურობა მის ყველა ჩაცმულობას ახასიათებდა. მასიურ ყელსაბამს კი ყველა ჩაცმულობას უხამებდა.






ინგრიდ ბერგმანს "ჰიჩკოკის ქერად" მოიხსენიებენ. მისი ხასიათი ჰიჩკოკის ფილმების ქალებს უხდებოდა: გარეგნული სიცივე და შინაგანი სიმხურვალე. ლეგენდარული რეჟისორი თვლიდა, რომ მასში ყველაზე მთავარი დამახასიათებელი თვისება იყო "შეფარული სექსუალურობა".





"იყავი შენი თავი. სამყარო იხიბლება ინდივიდუალებით."

მისი ბედი მისივე სიტყვების დასტური გახდა. ჯერ კიდევ, 1950 წელს, როდესაც ქმარი მიატოვა რეჟისორ რობერტო როსელინის გამო, მსახიობმა კრიტიკის ქარცეცხლში გაიარა. პუბლიკა მას "ბოროტების ინსტრუმენტად" მოიხსენიებდა და საზოგადოება ბოიკოტს უწევდა როსელინის ფილმებს ინგრიდის მონაწილეობით. ყველაფრის მიუხედავად, მსახიობი ინარჩუნებდა სულის სიმკაცრეს. მალევე, მან ისევ მოიგო მაყურებლის გული და დაიმსახურა მეორე ოსკარი ფილმისათვის "ანასტასია".







უკვე მსოფლიო მასშტაბის ვარკვლავის ამპლუაშიც კი რჩებოდა მოკრძალებული, გახსნილი და შრომისმოყვარე. მისი სტილის საიდუმლოება მდგომარეობდა მის თავდაჯერებულობაში. მისი ბუნებრიობა თავის დროზე ჟრნალმა LIFE "ახალი ჯიშის მოხიბვლად" მონათლა.














Category: Fun, Interesting, Stars
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top