27 August 2015      TataNakani     Views 27 316    
Category: Fun, Interesting / for ANGEL.ge


დღიურის ერთგული მკითხველისთვის პროექტი გრძელდება!


ქართული მოდისა და ტელე სივრცის დაპყრობა ადვილი არ არის, თუმცა ალექსანდრა პაიჭაძესთვის ეს მხოლოდ დასაწყისია. მოდელი და ტელეწამყვანი მალე მსახიობის ამპლუაშიც მოგვევლინება. ტელეკომპანია "GDS-ის"სერიალ "მზარეულების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟისთვის როლის გათავისება რთული არ ყოფილა. ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარული და გამავრცელებელი ალექსანდრა მუდამ ყურადღების ცენტრშია. რას აკეთებს ის სხეულის ფორმისათვის, რას ნიშნავს მისთვის ვარჯიში, არის თუ არა ეს მხოლოდ მოდელის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი თუ თერაპია, დღიურის მკითხველი გაიგებს. მოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი ალექსანდრა ყველაზე ცხელი სეზონის დღიურის სტუმარია!


"Sanima Ocean-ში" კუს ტბაზე თავდაჯერებული და მიზანდასახული ალექსანდრა თამამად პოზირებდა კამერის წინ. კაშკაშა მზე, ზაფხულის ყველაზე სასურველი სამოსი და გარემო ყველაზე ცხელი სეზონის დღიურისთვის საუკეთესო აღმოჩნდა. ყურადღების ცენტრში 3 წლის დემეტრეც მოექცა, რომელმაც ფოტოსესიაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. განსხვავებული, თავისუფალი და თავდაჯერებული დღიური თქვენთვის ალექსანდრასგან!


დღიურის სპონსორია - SANIMA
instagram: @Sanima_group
facebook: www.facebook.com/SanimaRobes
[email protected]
CALL/VIBER/WHATSAPP: (+995) 555 10 45 78

პირადი დღიური ენჯელზე!
ჟურნალისტი - ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი - ელენე გოგელია
www.angel.ge -სთვის

- დღეს, "Sanima Ocean-ში" თავს ვგრძნობ...
- მსუბუქად, თავდაჯერებულად, ქალურად, ლამაზად...
-ალექსანდრა 3 სიტყვით რომ დავახასიათო...
-შთაგონება, ენერგია, პოზიტივი, სტიმული, ღიმილი, ადამინები, სამი არ მყოფნის. :)


- პირველი დაუვიწყარი გრძნობა...
- დედობა.
-თვისებები, რომელთა გარეშეც გარეშეც ადამიანი წარმატებას ვერ მიაღწევს...
-შრომა, პროფესიონალიზმი, მოთმინება, ოპტიმიზმი, რისკი, ცოდნა.
- სიტყვა, რომელიც ვიქნებოდი...
- ზეცა, კოსმოსი, სამყარო, გული.


- ამინდი, რომელიც ვიქნებოდი...
- ტორნადო, წელიწადში ერთხელ. :)
- ჩემი პირველი ნაბიჯი პოდიუმზე...
- 2004 წელს, ფილარმონიაში, დიზაინერების კონკურსზე.
- მსახიობის ამპლუაში თავს ვგრძნობ...
- იმის მიუხედავად, რომ მსახიობობა არ მისწავლია, თავს პროფესიონალად ვგრძნობ,
ყოველდღე ვხვდები ნამდვილ მსახიობებს და მათგან ყველაფერ კარგს ვსწავლობ.




- ალექსანდრას დოპინგია...
- ყოველი ახალი დღე, წარსულს მაშორებს, მაბედნიერებს, იმედს მაძლევს.
- ჯანსაღი ცხოვრების უცვლელი წესია...
- მეტი ძილი, წყალი, სიცილი, ვარჯიში.
- რომ არა მოდა, არ იქნებოდა...
- სნობი, ბრენდი, გოიმი, უგემოვნო, სტილი.
- მოდის სფეროს აუცილებელი ელემენტია...
- ინოვაცია, ახალი იდეები, კლასიკის გავლენა, ხარისხი.


- #1 მოდური წესია...
- ელეგანტურობა
- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც მუდამ გონებაში მიტრიალებს...
- ყველაფერი კეთდება დემეტრესთვის, მიყვარხარ.
- ვისურვებდი ყველამ შეიგრძნოს უფრო მეტი...
- "უშენოდ ალბათ მოვკვდები."


- სუპერ ძალა რომ მქონდეს ასარჩევად...
- ტელეპორტირებას ავირჩევდი.
- ქალბატონებს ვურჩევდი...
- მეტ სილაღეს, თავისუფლებას, დაეხმარონ ერთმანეთს.
- ჩემი მთავარი მოტივაციაა...
- ჩემი ოჯახი და შვილი, საყვარელი ადამიანები.


- სიყვარული + ყველა = მშვიდობა
-ალექსანდრა პაიჭაძის დღიურის ბოლო ფრაზა იქნება...
- ზოგჯერ, დროსაც უნდა დაელოდო :)
მიყვარხართ!


პირადი დღიური ენჯელზე!

ჟურნალისტი - ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი - ელენე გოგელია

www.angel.ge -სთვის

Category: Fun, Interesting / for ANGEL.ge
Tags:

Share it
Comments
Back to Top