;

12 August 2015      ANGEL     Views 7689    
Category: Fun, Interesting, Stars


THE GRACE OF GRAY
ჭაღარა თმის მომხიბვლელობა

მოდელების თაობა, რომლებიც მრავალი ახალგაზრდა დამწყები მოდელისგან განსხვავებით... საკმაოდ გვიან "აღმოაჩინეს" და გამოარჩიეს იმ ბუნებრივი სილამაზით, რომელიც ასაკში შეინარჩუნეს.

სარა ვილი 57 წლის ასაკში შენიშნა პროფესიონალმა ფოტოგრაფმა, ფოტოებზე, სადაც ქალბატონი შვილიშვილებთან ერთად იყო გამოსახული. ბრიტანელი ქალბატონი მალევე დათანხმა ლონდონში დაფუძნებული სამოდელო სააგენტოს შემოთავაზებას და რამდენიმე სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. სარა ამჟამად 65 წლისაა და მართლაც შესანიშნავ ფორმაშია, აღსანიშნია, რომ ქალბატონს ყველაფერი ბუნებრივი აქვს, ის არ იღებავს თმას და ემიჯნება პლასტიკურ ოპერაციებს. ყურადღებას სწორედ მისი ზომიერად დანაოჭებული სახის კანი, თვალების ელვარება და ჭაღარა თმის ფუმფულა ვარცხნილობა იპყრობს. სარა ყოფილი ბალერინაა და უზადო აღნაგობას დღემდე ინარჩუნებს, თუმცა კი ამბობს, რომ მოთხოვნაც რომ ყოფილიყო, ის წონას არ დაიკლებდა და არაბუნებრივ სტანდარტებში არ მოაქცევდა საკუთარ თავს. ამბობს, რომ ყურადღებას სწორედ მისი ცოცხალი და საინტერესო პიროვნული სამყაროთი იპყრობს, სწორედ ამას ამჩნევენ მასში, როდესაც უყურებენ ჭაღარას მიღმა.

'It's the interest in someone's face that makes them arresting.
Being alive, being interested in the world around you.'



სარა სულ ახლახანს გადაიღეს ვიდეო-რგოლში, სადაც ხანდაზმული ქალბატონებისთვის სწორად შერჩეული მაკიაჟის ტექნიკაზე ისაუბრეს. ვიდეო რგოლში ვიზაჟისტი სარას მაგალითზე ურჩევდა ქალბატონებს ასაკში შესვლასთან ერთად მოუკლონ თვალის ლაინერის/ფანქრის გამოყენებას, ასევე ერიდონ ბრონზატს და სახის არაბუნებრივ ტონალობებს. ტუჩის წითელი საცხის მკაფიოებამ კი წლების მატებასთან ერთად უნდა იკლოს - ამბობს ვიზაჟისტი.



სარა ხანდაზმული მოდელების ლეგიონს მიეკუთვნება, მათ რიგში კი სუპერმოდელად 82 წლის ლეგენდარული კარმენ დელოფერისი მიიჩნევა, მას მოსდევს 85 წლის დაფნი სელფი - ყველაზე ხანდაზმული მოდელი და 81 წლის ჯენი როუდსი 60 წლიანი სამოდელო კარიერით. ქალბატონები წარმატების ზენიტში როგორც ხანდაზმული მოდელები ისე მოექცნენ, ისინი რეკლამირებას უწევენ ძვირფას სამკაულებს და ცხოვრების სტილს, რომელიც უბერებელია.

Sarah Wiley




Sarah Wiley and Jenni Rhodes

Jennie Rhodes
ჰოლივუდის მსახიობი გახლდათ, თუმცა ნაკლებად წარმატებით სარგებლობდა სამსახიობო კარიერის განმავლობაში. როგორც ხანდაზმულმა მოდელმა კი რამდენიმე მოდური სახლის კოლექცია წარმოადგინა: 'Jennie represents the collection with her experience, classic face and authentic soul'







Daphne Selfe
რამდენადმე ეპატაჟურ ფოტოსესიებსაც თანხმდება,
მოდელი გრძელი ჭაღარა თმის მრავალი ფოტოგრაფის მუზაა.














Carmen Dell'Orifice ერთერთი ყველაზე წარმატებული მოდელია,
ქალბატონი პოდიუმს მიღმაც დახვეწილი გემოვნებით, ბრენდული და ძვირადღირებული სამოსით წარსდგება ხოლმე. მას არისტოკრატული მანერები გამოარჩევს. კარმენის სტილი და მაკიაჟი მუდამ იქცევს ყურადღებას და ნამდვილად სილამაზის ეტალონია. ის აზალგაზრდობაშიც წარმატებული მოდელი გახლდათ და ვოგის ყდაც დაუმშვენებია.





?













Jacky O'Shaughnessy
მოდელი არ გახლავთ, თუმცა ბრენდ American Apparel-ის
თხოვნით ის თეთრეულის კოლექციას წარმოადგენდა 62 წლის ასაკში.






Cindy Joseph - ვიზაჟისტი გახლავთ, რომელიც ცნობილ მოდელებთან და დიზაინერებთან მუშაობდა წლების განმავლობაში, ასაკში შესვლასთან ერთად კი ისიც შენიშნეს და ბექსთეიჯიდან ფოტოსესიებზე თავად გადაინაცვლა.










Category: Fun, Interesting, Stars
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top