;

26 June 2015      TataNakani     Views 17648    
Category: Fun, Interesting, Georgians, for ANGEL.ge


ღიურის მომდევნო სტუმარი ნინა სუბლატია!
ჩვენი ერთგული მკითხველი ნინას ინტერვიუს სულმოუთქმენლად ელოდა. საინტერესო, განსხვავებული, წარმატებული ახალგაზრდა მომღერალი ევროვიზიისა და ყოველდღიურობის მიღმა დარჩენილი დეტალების შესახებ დღიურის კითხვარში გულწრფელი იყო. ხელწერა და სუბიექტური ხედვები რესპონდენტს სხვა კუთხით წარმოაჩენს. დღიურის მიზანიც ეს არის, არაორდინარული ინტერვიუ და გულწრფელი პასუხები იმ ადამიანებისგან, რომლებიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევიან.
დღიურის პროექტის მასპინძელია- Breadbar.




ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია
საკონდიტრო Bread Bar
Our Bakery Makes People Happy 🎂
თბილისი, ყიფშიძის ქ.2 / Tel: 577430000



Breadbar დღიურის ერთგული მასპინძელია. ჩვენს საინტერესო რესპონდენტს ყველაზე დიდი კითხვარი შევურჩიეთ, ნინამ წერა თამამად დაიწყო, დაღლილობას არ იმჩნევდა. რამდენიმე წუთიანი შეუჩერებელი წერის შემდეგ, Breadbar-ის უგემრიელესი დესერტის ფონზე ფოტოსესიაც გაიმართა. შედეგი, ისეთი მივიღეთ, როგორსაც ველოდით. ინდივიდუალური ადამიანის ხედვა და ინტერესები, ყოველდღიურობის მიღმა, მკითხველისთვის მრავლისმეტყველია.
სასურველი სტუმრის ვრცელი და საინტერესო დღიური, მკითხველო, თქვენ წინაშეა!


- კითხვა, რომელსაც ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს...
- შევძლებ თუ არა ყველაფრის გაკეთებას.
- ყველაზე უცნაური კითხვა, რომელიც დაუსვამთ არის...
- "რატომ ხარ მუსიკოსი"(?!)
- ახლა, ვფიქრობ, რომ...
- ყველაფერი ბედნიერებისთვის უნდა გაკეთდეს.


- ხელოვანის სუსტი წერტილია...
- პირადი სივრცე. ამ სივრცეში სიმშვიდის შენარჩუნება.
- ჩემი სუსტი წერტილი აღმოვაჩინე, როდესაც...
- შემიყვარდა.
- ადამიანის ცხოვრება უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო...
- მმართველობა.


- სიტყვა, რომელიც ვიქნებოდი...
- ფაცი-ფუცი.
- სიმღერა, რომლის ავტორიც ვიქნებოდი...
- სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ Blue Jeans ჩემი დაწერილი უნდა ყოფილიყო.


- ჩვევა, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილია...
- ამაღელვებელ მომენტებში მშვიდად ყოფნა.
- ქალბატონებს ვურჩევდი...
- დაივიწყონ "სუსტი სქესის" არსებობა. ყველა თანასწორია.


- მომღერლის დოპინგია...
- იდეალური პარტნიორი.
- მღერა, ეს არის პროცესი, როდესაც...
- ღრმად ჩამარხულ გრძნობებსაც კი ხმამაღლა ყვები.
- ადამიანის სტილი მეტყველებს მის...
- ფასეულობებზე.


- ადგილი, სადაც ყველაზე თავისუფალი ვარ...
- ყველგან, მაგრამ საკუთარ თავთან განსაკუთრებით;- ანუ მარტო სადაც ვრჩები იქ...
- არ მინდა არცერთი დღე ამის გარეშე...
- კონტროლის გარეშე.
- ფერი, რომელიც ჩემს განწყობაზე დადებითად მოქმედებს...
- რაც არ უნდა გასაკვირი იყოს- ვარდისფერი.
- ნინა სუბლატის დღიურის ბოლო ფრაზა იქნება...
- არივედერჩი!


ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია
მასპინძელი - საკონდიტრო Bread Bar
Our Bakery Makes People Happy 🎂
თბილისი, ყიფშიძის ქ.2 / Tel: 577430000
instagram: @BreadBaGeorgia
facebook: www.facebook.com/Breadbar2


Category: Fun, Interesting, Georgians, for ANGEL.ge
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top