8 June 2015      TataNakani     Views 11 595    
Category: Fun, Interesting / Georgians / for ANGEL.ge



"დღიურის" შემდეგი სტუმარი ნინი ბადურაშვილია

"დღიურში" ნინი ბადურაშვილის განსხვავებულ ინტერვიუს იხილავთ. მომღერლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციას საზოგადოება მაშინვე იგებს, თუმცა პიროვნების ყოველდღიური ცხოვრების მიღმა დარჩენილ დეტალებს მხოლოდ "დღიურში" წაიკითხავთ. დამაფიქრებელი კითხვები და გულწრფელი პასუხები მკითხველს
ნინი ბადურაშვილის განსხვავებულ მხარეს აჩვენებს.



დღიურის სპონსორია - SANIMA
instagram: @Sanima_group
facebook: www.facebook.com/SanimaRobes
[email protected]
CALL/VIBER/WHATSAPP: (+995) 555 10 45 78

Sanima-ს ხალათში გამოწყობილმა ნინიმ სახლში გვიმასპინძლა. დღიურის შევსების პროცესი რამდენიმე კითხვაზე პასუხის მოფიქრებამ გაახანგრძლივა. ნინის დღიური საინტერესო, გულწრფელი და რეალურია. ფოტოგრაფის წინ Sanima-ს ხალათში გამოწყობილმა იპოზიორა, შედეგად კი ქალური, ნაზი და დახვეწილი ფოტოები მივიღეთ.
ნინი ბადურაშვილის დღიური შედგა!
მკითხველს წინ ნინის განსხვავებული ინტერვიუ ელოდება:

ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია
www.angel.ge -სთვის



- რომ არა ნინი, ჩემი სახელი იქნებოდა...
- ანასტასია.
- კითხვა, რომელიც არ მიყვარს...
- გაიხსენე რამე კურიოზი ან როგორი ურთიერთობა გაქვს დედასთან?


- პირველი დაუვიწყარი გრძნობა...
- როდესაც გავაანალიზე რომ ვარ დედა.
- ქალბატონების ძლიერი მხარეა...
- საერთოდ ვფიქრობ, რომ ქალი მორალურად უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცი.
- ქალბატონების სუსტი მხარეა...
- ასე მგონია, რომ შეყვარებული ქალი ხშირ შემთხვევაში სუსტია.
- პირველი რადიკალური გადაწყვეტილება...
- ჩემი უეცარი გათხოვება და შემდეგ გაშორება ორსულ მდგომარეობაში.


- მომღერლის ცხოვრება წარმოუდგენელია ამის გარეშე...
- ხმის, სიმღერისა და შრომის გარეშე.
- სიყვარულის, სიმღერისა და ეიფორიის ფერებია...
- ვარდისფერი, იასამნისფერი, ცოტა თეთრიც, ღია ცისფერი.


- ქალბატონის მთავარი გამოწვევაა...
- მოვლილი, ლამაზი და წარმატებული ქალის გაცნობა, დანახვა.
- მღერა არის პროცესი, როდესაც...
- გადიხარ სხვა სამყაროში.


- არ მინდა არცერთი დღე...
- შვილის გარეშე, მუსიკის გარეშე, ოჯახის გარეშე.
- სიზმრები ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის...
- არის კოშმარული.
- სუპერ ძალა რომ მქონდეს ასარჩევად...
- ჯადოქრულ ძალას ავირჩევდი.


- ნინი ბადურაშვილის ბიოგრაფიული წიგნის ბოლო ფრაზა იქნებოდა...
- ცხოვრებაში არაფერია დაუძლეველი.


დღიურის სპონსორია პერსონალიზირებული ხალათები: SANIMA
instagram: @Sanima_group
facebook: www.facebook.com/SanimaRobes
პერსონალური შეკვეთისთვის მიმართეთ: CALL/VIBER/WHATSAPP: (+995) 555 10 45 78
[email protected]

პირადი დღიური ენჯელზე!
ჟურნალისტი - ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი - ელენე გოგელია
www.angel.ge -სთვის


Category: Fun, Interesting / Georgians / for ANGEL.ge
Tags:

Share it
Comments
Back to Top