;

23 May 2015      Ancho.     Views 4230    
Category: Fun, Interesting



ევროვიზია -- ისტორია, ფაქტები, რეკორდები, სკანდალები...

საიუბილეო მე-60 ევროვიზიის ფინალის წინ, წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ერთ-ერთი ცნობილი მუსიკალური კონკურსის შესახებ.










ისტორია

"ევროვიზიის" ორგანიზატორებს მნიშვნელოვანი მიზანი ჰქონდათ: მათ სურდათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ქვეყნები ერთ მუსიკალურ ორომტრიალში გააერთიანებინათ. 1956 წელს შედგა პირველი კონკურსი და ადგილიც საუკეთესოდ იყო შერჩეული-მოქმედება მიმდინარეობდა ჩრდილოეთ შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში, რომელიც გამოირჩეოდა თავისი დიპლომატიურობით. გამარჯვება ამ ქვეყნის წარმომადგენელმა მოიპოვა, და მას შემდეგ შოუ არც ერთ წელს არ ჩაშლილა.



წესები

მონაწილეებისგან მოითხოვენ ცოცხალ ხმას (ჩანაწერი შეიძლება იყოს მხოლოდ აკომპანიმენტი), ორიგინალურ სამწუთიან კომპოზიციას და მაქსიმუმ 6 ადამიანის ყოფნას სცენაზე. სიმღერა ნებადართულია ნებისმიერ ენაზე. მონაწილეები ირჩევიან 16 წლიდან. უფრო პატარა ასაკის შემსრულებლებისთვის 2003 წლიდან არსებობს საბავშვო "ევროვიზია".



შოუს ტრანსლაცია მიმდინარეობს პირდაპირ ეთერში, რის შემდეგაც იწყება სმს-ხმის მიცემა. ხმების სტატისტიკის მიხედვით, მონაწილეები თითოეული ქვეყნიდან იღებენ ქულას 1-დან 12-მდე, თუმცა შესაძლოა საერთოდ ვერ მიიღონ ვერცერთი, თუ მას იმ კონკრეტულ ქვეყანაში არ დაუმესიჯეს. 6 წლის წინ კი მაყურებელს მუსიკალური ექსპერტებიც ემატებოდნენ: 5 პროფესიონალი ყველა ქვეყნიდან ასევე აძლევდა ხმას მათ მოსაწონ სიმღერას.

ხანდახან, ქვეყნები ერთნაირ ქულებს იღებენ - ამ შემთხვევაში ითვლება 10 და 12 ქულის რაოდენობა. მაგრამ, სანამ ამ წესს შემოიღებდნენ, 1969 წელს, გამარჯვებულები გახდნენ ერთდროულად 4 ქვეყანა: საფრანგეთი, ესპანეთი, ჰოლანდია და დიდი ბრიტანეთი. ეს დიდად არ მოეწონათ დანარჩენ მონაწილეებს, ამიტომ ახლა ჟიური ყურადღებით ირჩევს ფავორიტს.






"ევროვიზიის" ქვეყნები

"ევროვიზიაში" მონაწილეობის მიღება მხოლოდ ევროპის მაუწყებლობის კავშირის წევრებს შეუძლიათ. მნიშვნელოვანია არა გეოგრაფია, არამედ არხი, რომელიც შოუს პირდაპირ ტრანსლაციას ახდენს. ბევრი მსურველისათვის ეს რეგლამენტი სერიოზული დაბრკოლება ხდება: მაგალითად, ყაზახეთი, რომელმაც განაცხადი გააკეთა ЕВС-ზე, ორგანიზატორების მიმართ არ დაკმაყოფილდა.




"ევროვიზიის" ორგანიზატორებს დიდად არ უხარიათ ახალი მონაწილეები, მაგრამ ეს არ უცხრობს ჟინს ბევრ ქვეყანას, რომლებიც ოცნებობენ კონკურსში მონაწილეობაზე. 1956 წლიდან შემსრულებელთა რიცხვი 9-ჯერ გაიზარდა: 7 ქვეყნის ნაცვლად, ეხლა 39 ქვეყანა ეჯიბრება. ამ წელს სცენაზე ავსტრალიაც მოხვდა. მწვანე კონტინენტმა ისტორიაში პირველად წარადგინა მომღერალი გაი სებასტიანი. მაგრამ, გამარჯვების შემთხვევაშიც, ვერ შეძლებდა ავსტრალია კონკურსისთვის ემასპინძლა.

მაგრამ, არსებობენ ისეთები, რომლებსაც მონაწილეობაზე არასოდეს ეუბნებიან უარს. ეს ქვეყნები "დიდი ხუთეულის" ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი. ეს სახელმწიფოები ძირითადად ავტომატურად ხვდებიან ფინალში.






უარი "ევროვიზიას"

"ევროვიზია" -- ძვირი სიამოვნებაა, ამიტომაც უარის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა. მეორე ადგილზეა პოლიტიკა. მაგალითად, სომხეთმა 2012 წელს უარი თქვა თავისი მუსიკოსების გაგზავნაზე ბაქოში აზერბაიჯანთან თავისი დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე. მაროკო დიდი ხნის განმავლობაში არ ჩნდებოდა შოუში ისრაელთან კონფლიქტის გამო.




არსებობენ ისინიც, ვისაც არ სურს შოუში მონაწილეობა და "ევროვიზიას" მიკერძოებაში ადანაშაულებს. ყველაზე უკმაყოფილო ქვეყანა იყო ჩეხეთი: 2009 წლიდან ის სპეციალურად გაურბოდა "ევროვიზიას" (სამწლიანი მონაწილეობის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ 10 ქულას აგროვებდა ჯამურ შედეგებში), წელს კი კვლავ გადაწყვიტა თავისი ძალების მოსინჯვა.

წელს, "არა" თქვა თურქეთმა. მუსულმანები უკმაყოფილონი არიან წინა წელს წვერიანი კონჩიტას გამარჯვებით და ლესბოსური კოცნით მონაწილეებს შორის, რომელიც კამერების მიერ იქნა აღბეჭდილი 2013 წლის ნახევარფინალში.



"ევროვიზიის" ცნობილი მონაწილეები

ბევრ შემსრულებელს სჯერა, რომ "ევროვიზია" ეს არის ნაბიჯი საყოველთაო პოპულარობამდე. სინამდვილეში, კონკურსი კი აძლევს მონაწილეს რამდენიმე წუთიან დიდებას, მაგრამ ცოტას თუ ჩუქნის შანს გახდეს ნამდვილად ცნობილი. არსებობს სასიამოვნო გამონაკლისები. მაგალითად, 1974 წელს შვედურმა ჯგუფმა "Abba"მ, რომელიც იმ მომენტისათვის ნაკლებად ცნობილი იყო თავისი ქვეყნის ფარგლებშიც კი, მოიპოვა პირველი ადგილი სიმღერით Waterloo. ამ გამარჯვებამ მთელ კოლექტივს მართლაც მსოფლიო წარმატება მოუტანა: ჯგუფის 8 სიმღერა მომენტალურად გახდა ბრიტანული ჩარტების ლიდერი, აშშ-ში კი კვარტეტის 3 ალბომი ოქროსი გახდა, 1-პლატინის. 2005 წელს ჰიტი Waterloo 31 ქვეყნის მაყურებლის გამოკითხვის მიხედვით "ევროვიზიის" ისტორიის საუკეთესო კომპოზიციად დასახელდა.



სელენ დიონი მონაწილეობის დროს, უკვე იყო ვარსკვლავი კანადასა და საფრანგეთში. 1988 წელს გამარჯვებამ გააფართოვა მისი გეოგრაფიული პოპულარობა სიმღერით Ne partez pas sans moi (მომღერალი წარმოადგენდა შვეიცარიას) . დიონის ჩანაწერებს ყიდულობდნენ აზიაში, ავსტრალიაში და ევროპის უმრავლეს ქვეყანაში, რამაც დააფიქრა ჩაეწერა სიმღერები ინგლისურ ენაზე. თითქმის ასეთივე ისტორია გადახდა ხულიო იგლესიას, რომელმაც 1994 წელს მე-4 ადგილი დაიკავა სიმღერით Gwendolyne, რის შემდეგადაც ისწავლა პორტუგალიური, ფრანგული და იტალიური და მოხიბლა ევროპა.



ჯგუფმა Brainstorm-მა, 2000 წელს მესამე ადგილი დაიკავა (ისინი იყვნენ პირველი მონაწილეები ლატვიიდან) და მართალია "ევროვიზიამ" მათ მთელი პლანეტა არ გაუხსნა, მაგრამ დაეხმარა წარმატებული გასტროლები ჩაეტარებინათ სკანდინავიაში და მიეღწიათ წარმატებას აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთში და რუსეთში.



დებოდა პირიქითაც: როდესაც მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობდნენ ცნობილი შემსრულებლები, მაგრამ კონურსში ლიდერობას ვერ აღწევდნენ. "ტატუ"-მ მიუხედავად დარწმუნებული პროგნოზებისა, მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, ბრიტანული Blue მეთერთმეტე გახდა, ხოლო პატრიცია კაასი მერვე.





"ევროვიზიის" სკანდალები

უყვართ "ევროვიზიის" გაკრიტიკება: "პირველი ადგილი ალბათ მოსყიდულია", "სიმღერების ტექსტი ორიგინალური არ არის", "ქვეყნები ხმას აძლევენ არა კომპოზიციას, არამედ მეზობლებს"... კონფლიქტის მიზეზი ხდება ტექსტებიც, კონკურსის მონაწილეთა ქმედებაც და გარეგნობაც.



1973 წელს ისრაელის წარმომადგენელზე სერიოზულად ნერვიულობდნენ გულშემატკივრები. კონკურსის წინ მომღერლის მისამართით გაისმოდა მუქარები ისლამელი რადიკალების მიერ, რომლებიც არ მალავდნენ მასზე თავდასხმისთვის მზადებას. საბოლოოდ, მომღერალი სცენაზე დამცავი ჟილეტით გამოვიდა. საბედნიეროდ, არაფერი საშიში არ მომხდარა.



2007 წელს, სკანდალი დატრიალდა უკრაინელი მონაწილის გარშემო. ვერკა სერძიუჩკას სიმღერაში ისმოდა ფრაზა "Russia, Goodbye". თვითონ მომღერალმა ახსნა, რომ ტექსტში ეწერა Lasha Tumbai, რაც მონღოლურად გასქელებულ ვანილს ნიშნავს. რაც არ უნდა იყოს, მისმა გამოსვლამ რუსეთი გააღიზიანა და სიტუაციაც გაუარესდა.



ესპანელ დანიელ დიხეს "გაუმართლა", რომ აღოჩნდა ხულიგანის, ჯიმი ჯამპის მსხვერპლი, რომელიც ხშირად შერბის საფეხბურთო მატჩებზე, იმისათვის, რომ გააცინოს პუბლიკა და მოხვდეს კადრში. 2010 წელს ჯიმი მოქმედების ადგილად "ევროვიზია" აირჩია და სცენაზე შევარდა დანიელის სიმღერის დროს. ჯიმი კამერების წინ პოზირებდა მთელი 15 წამი, სანამ შოკირებულმა დაცვამ მოქმედება არ დაიწყო. დანიელს( რომელმაც არ შეიმჩნია ჯიმის ქმედება) ნება დართეს კიდევ ერთხელ ემღერა.



ყურადღებას იქცევენ ასევე შოუს არასტანდარტული მონაწილეები. როგორებიც არიან სექსუალური უმცირესობები და ალტერნატიული მუსიკალური ჟანრის წარმომადგენლები. რამდენჯერმე, ასეთ მუსიკოსებს გამოუვიდათ მოეპოვებინათ გამარჯვება, რაც აღიზიანებდათ მაყურებლის დიდ ნაწილს. 1998 წელს ესეთი იყო ტრანსგენდერი დანა ისრაელიდან, 2006 წელს გაღიზიანება გამოიწვია მძიმე როკის შემსრულებელმა ლორდიმ, წინა წელს კი ტომასმა, რომელიც სცენაზე გამოვიდა როგორც წვერიანი ქალი სახელად კონჩიტა.







"ევროვიზიის" რეკორდები

ყველაზე წარმატებული შემსრულებლები უდაოდ, ირლანდიაში ცხოვრობენ. ეს ქვეყანა პირველ ადგილას 7-ჯერ გავიდა, ამასთან 3-ჯერ ზედიზედ (1992-1994 წლებში). ყველაზე სამწუხარო შედეგები ნორვეგიას აქვს, მისი მონაწილეები 10-ჯერ მოხვდნენ ბოლო ადგილას.

თუმცა, ყველაზე დიდი რაოდენობის ქულა გამარჯვებისათვის არა ირლანდიელმა, არამედ ბელორუსიული წარმოშობის ნორვეგიელმა - ალექსანდრ რიბაკმა მოიპოვა. 387 ქულა. შოუს ყველაე ახალგაზრდა მონაწილე სანდრა კიმი იყო ბელგიიდან. დღეს კი საგულდაგულოდ ამოწმებენ მონაწილეთა ბიოგრაფიას, მაგრამ 1986 წელს, 13 წლის გოგონამ გრიმისა და ტანისამოსის დახმარებით, შეძლო ჟიურის მოტყუება და ქვეყნისთვის გამარჯვების მოპოვება.



კონკურსი არ უკრძალავს კონკურსანტებს იმონაწილეონ რამდენჯერმე. ამ უფლებას კარგად იყენებს გერმანელი კომპოზიტორი რალფ ზიგელი, რომელმაც 17-ჯერ დაწერა კომპოზიცია კონკურსისთვის. 1979 წელს,მან სპეციალურად "ევროვიზიისთვის" დაარსა ჯგუფი "ჩინგიზ ხანი", რომელმაც სიმღერით ჩინგიზ ხანზე მეოთხე ადგილი დაიკავა. ამან კოლექტივს ექვსწლიანი წარმატებული გასტროლები აჩუქა.

მეორედ მონაწილეობის უფლება გამოიყენა დიმა ბილანმაც. 2006 წელს, მას ჰქონდა ნომერი ბალერინასთან ერთად, რომელიც როიალიდან ჩნდებოდა და ამით მხოლოდ მეორე ადგილი მოიპოვა, მაგრამ ორი წლის შემდეგ ბილანი მძიმე არტილერიით დაბრუნდა: შეასრულა სიმღერა Believe, რაშიც მევიოლინე ედვინ მარტონი და ფიგურისტი დაეხმარნენ.




Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top