18 May 2015      ANGEL     Views 3 595    
Category: Fun, Interesting / Music / Stars



ტეილორ სვიფტის ახალი მუსიკალური კლიპი სიმღერაზე Bad Blood გუშინ ღამე გავრცელდა ინტერნეტში, რომელსაც მრავალი ჩვენთაგანი ელოდა - კლიპს გახმაურებული პიარი ჩაუტარდა, მასში მონაწილეობენ ტეილორის მეგობრები: სელენა გომეზი, ჰეილი სტენფილდი, ჯიჯი ჰადიდი, კარლი კლოსი, ლენა დუნჰამი, ელი გულდინგი, ზენდაია, კარა დელავინი, ლილი ოლდრიჯი, მარტა ჰანტი, ჯესიკა ალბა, ჰეილი უილიამსი, სერაია და ტეილორის საყვარელი icon პიროვნებები: სინდი კროუფორდი, მარისკა ჰარჯიტი და ელენ პომპეო - მსახიობები, რომელთა პერსონაჟების საპატივცემულოდაც ქვიათ ტეილორის კატებს სახელები: ოლივია და მერედიტი.




სიმღერას ტეილორი კენდრიკ ლამართან ერთად ასრულებს და როგორც ამბობენ ის ტეილორის და კეიტი პერის დაპირისპირებას ეხება. შეგახსენებთ კეიტი პერისა და ტეილორ სფიტს შორის განხეთქილება საკონცერტო ტურის დროს მოცეკვავეების გადაბირების ამბავს მოყვა, რამაც მომღერლებს შორის დიდი დაპირისპირება გამოიწვია და მათი 'მეგობრობა' დაასრულდა. ამგვარად, ჩანს რომ ტეილორის ახალი მუზა არა მისი ყოფილი-შეყვარებული არამედ ყოფილი-მეგობარი გახდა.



ტეილორი ამ ინფორმაციას გარკვეულწილად ადასტურებს, ჩვენ კი გვახსენდება მისი ინტერვიუ, სადაც მომღერალი იხსენებდა:

“წლების განმავლობაში ვფიქრობდი და არასდროს ვიყავი დარწმუნებული იყო თუ არა ის
(გულისხმობს კეიტი პერის) ჩემი მეგობარი. ის მოდიოდა ხოლმე შოუების და დაჯილდოებების შემდეგ ჩემთან კულისებში და ისე უშუალოდ მილოცავდა წარმატებულ გამოსვლას, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ ვფიქრობდი ნამდვილად მეგობრულად მომილოცა თუ ეს დამამცირებელი ირონია იყო. შემდეგ კი (გასულ წელს) მან რაღაც საშინელება ჩაიდინა და მივხვდი, რომ ის ჩემ დიდ კონკურენტ და მოძულე მტერს წარმოადგენდა. და ეს ყველაფერი არც კი ეხებოდა ბიჭს! ახლა ვცდილობ თავი ავარიდო მას, ეს ისეთი უხერხულია და ძალიან არ მომწონს.”




მუსიკალური კლიპი ექშნ-ფენტეზის ჟანრშია გადაღებული, სადაც გოგონები მებრძოლებს განასახიერებენ. თითოეულ მსახიობს ჩამოყალიბებული პერსონაჟი ყავს, მათი სახელები კი როგორც ამბობენ ტეილორის მეგობრებმა თავად შეარჩიეს. კლიპში ტეილორის პერსონაჟის Catastrophe-ს მთავარ მეტოქეს სელენა გომეზი Arsyn-ის სახელით წარმოადგენს. კლიპში ერთადერთ მამაკაცს წარმოადგენს მოღერალი კენდრიკ ლამარი, დანარჩენი პერსონაჟები კი მხოლოდ გოგონები არიან, ეს ხომ ქალთა დაპირისპირებითაა შთაგონებული!




კლიპის რეჟისორი გახლავთ: Joseph Kahn,
რომელიც ასევე ავტორია ტეილორის კლიპისა: “Blank Space”. ორივე სიმღერა შესულია ალბომში 1989. აღნიშნული კლიპის რამდენიმე სცენა (ტეილორი წითელი თმებით) გარკვეულწილად წააგავს ბრიტნი სპირსის კლიპს სიმღერაზე “Toxic”, რომლის რეჟისორიც ასევე ჟოზეფი გახლდათ. მივიჩნიოთ რომ ეს განზრახ ჩადებული სიმბოლიკაა, სწორედ ასე აპირებს ტეილორი პოპ-მუსიკის დაპრყობას, იქ სადაც კეიტი პერი მოღვაწეობს...

ფილმში თითოეული კადრი რომელიმე ფილმთან მსგავსებას წარმოადგენს და პარალელებს ავლებს, მაგალითად, დასაწყისში ჩხუბის სცენა და ფანჯრიდან გადავარდნის კადრი Kill Bill-ს ფილმითაა ინსპირირებული, შემდგომ წითელი შრიფტით BAD BLOOD და მანქანაზე გართხმული ტეილორი Sin City-ს კადრს მოგვაგონებს. ასევე იხილავთ კადრებს: The Matrix (კადრები ჰეილი სტენფილდთან ერთად), Daredevil (ლენა დუნჰამის კადრი), The Fifth Element (თეთრი ლენტებით შემოსილი ტეილორი ინკუბატორში), The Hunger Games (საწვრთვნელი ბანაკის კადრები), Divergent (კარლი კლოსის ბოქსის სცენა), Aeon Flux (ჯიჯი ჰადიდის სცენა), Kingsman (ზენდაია საბრძოლო დარბაზში), Quantum of Solace (გამჭვირვალე მანქანაში კენდრიკ ლამართან ერთად), Prometheus (ჰექსაგონალური განათებით აღჭურვილი ჰოლი), Tron (მოტოციკლის სცენა), Sucker Punch (ცეცხლში გახვეული ქალაქის ფონზე გოგონების არმია)...




Taylor Swift as Catastrophe
Selena Gomez as Arsyn
Kendrick Lamar as Welvin Da Great
Karlie Kloss as Knockout
Martha Hunt as HomeSlice
Cara Delevingne as Mother Chucker
Lily Aldridge as Frostbyte
Serayah as Dilemma
Lena Dunham as Lucky Fiori
Hailee Steinfeld as The Trinity
Ellie Goulding as Destructa X
GiGi Hadid as Slay-Z
Hayley Williams as The Crimson Curse
Zendaya as Cut-Throat
Jessica Alba as Domino
Ellen Pompeo as Luna
Mariska Hargitay as Justice
Cindy Crawford as Headmistress






სიმღერის ტექსტი შეგვიძლია პირდაპირ ამოვიკითხოთ
კეიტი პერისთან დაპირისპირების ტეილორის ვერსია:

'Cause baby now we got bad blood
You know it used to be mad love
So take a look at what you've done
'Cause baby now we got bad blood


Now we got problems
And I don't think we can solve them
You made a really deep cut
And baby now we got bad blood












Did you have to do this?
I was thinking that you could be trusted
Did you have to ruin what was shining now it's all rusted
Did you have to hit me where I'm weak baby I couldn't breathe
I rubbed it in so deep
Salt in the wound like you're laughing right at me
Oh, it's so sad to think about the good times
You and I











Did you think we'd be fine?
Still got scars on my back from your knife
So don't think it's in the past
These kind of wounds they last and they last
Now did you think it all through?
All these things will catch up to you
And time can heal but this won't
So if you come in my way, just don't
Oh, it's so sad to think about the good times
You and I


Band-aids don't fix bullet holes
You say sorry just for show
You live like that, you live with ghosts
Hm, if you love like that blood runs bad












კლიპის პერსონაჟების პოსტერები:




















Category: Fun, Interesting / Music / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top