23 May 2015      TataNakani     Views 8 696    
Category: Fun, Interesting / Georgians / for ANGEL.ge / Stars


La Belle Medical
"აქ სილამაზე მსხვერპლს არ მოითხოვს"
www.labellemedical.com

Angel.ge-ს დღიურების პროექტი გრძელდება!

ამჯერად მკითხველი მანიკა ასათიანის დღიურს წაიკითხავს. დღიურის საინტერესო კითხვარის ფორმატი უცვლელია. ინტერვიუ ცნობილი ადამიანების განსხვავებულ მხარეს გვაჩვენებს. გაიგებთ მანიკას შესახებ საინტერესო ინფორმაციას, რომლებსაც ჩვეულებრივ ინტერვიუებში ვერ შეხვდებით. ჟურნალისტის მიერ დაწერილი ფრაზები, მანიკამ თავისუფლად და უწყვეტად შეავსო, წერის პროცესი კი ფოტოგრაფმა დააფიქსირა. "დღიურის" მასპინძელია La Belle Medical.

მანიკა ასათიანის დღიური Angel.ge-ს მკითხველისთვის.




ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია
Angel.ge-სთვის

La Belle Medical-ის სათაო ოფისი იდეალური აღმოჩნდა მშვიდი და ლამაზი გარემოს შესაქმნელად. დღიურის რესპონდენტმა თავისი პროფესიის მიღმა დასმულ კითხვებს საინტერესო პასუხები გასცა. ჩვენი მკითხველის წინაშე კიდევ ერთი საინტერესო დღიურია, რომლის ავტორიც ახალგაზრდა მოდელი და ჟურნალისტი- მანიკა ასათიანია.

- ჩემთვის სილამაზის დეფინიცაა..
- მაკა ასათიანია თავად დეფინიცია.
- რომ არა მანიკა, ჩემი სახელი იქნებოდა...
- არც კი ვიცი რა შეიძლება იყოს სხვა სახელი, იმდენად მომწონს მანიკა.


- პირველი რადიკალური გადაწყვეტილება...
- გათხოვება (17 წლის ასაკში).
- 20 წლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში შეიცვალა...
- 20 წლის ვხდებოდი, როცა დედა გავხდი და ყველაფერი შეიცვალა.


- კამერის წინ, თავს ვგრძნობ...
- ყველაზე ლაღად და თავისუფლად.
- სამოსი, რომელიც ვიქნებოდი...
- თეთრი შიფონის ჰაეროვანი სარაფანი.
-მოდის სახლის სახე, რომელიც ვიქნებოდი...
- Dior-ის.


- რომ არა დღევანდელი საქმიანობა, ვინ ვიქნებოდი დღეს...
- აუცილებლად კამერასთან ახლოს რა პროფესიაც არის ის. ალბათ, მსახიობი.
- ყოველი დღე იწყება...
- გიოსთან (შვილთან) ერთად თამაშით.
- სუპერ ძალა რომ მქონდეს ასარჩევად...
- ალბათ, ვიფრენდი.


- ასაკი, როდესაც აღმოვაჩინე ჩემი სტილი...
- 13-14 წლის ასაკში დავიწყე ჩაცმაზე ფიქრი და ალბათ, ამ ასაკში.
- ჩემი საყვარელი რომანტიკული ფილმია...
- Pretty Woman.
- თბილისში ჩემი საყვარელი ადგილია...
- ვაკის პარკი.



ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია
Angel.ge-სთვის

La Belle Medical
"აქ სილამაზე მსხვერპლს არ მოითხოვს"
www.labellemedical.com

ჩვენ გვაინტერესებს "დღიურის"ერთგული მკითხველის აზრი.
ვისი დღიურის ხილვა გსურთ?

Category: Fun, Interesting / Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top