17 May 2015      Ancho.     Views 8 390    
Category: Fun, Interesting / Stars



ყველაზე ხმამაღალი სკანდალები კანის კინოფესტივალის ისტორიაში
პრემიერები, ინტრიგები, გამოძიება —
მთავარი ევროპული კინოფორუმის სკანდალური ქრონიკა


რიგით 68-ე კინოფესტივალის გახსნამ უცნაური მოვლენებისა და ექსცენტრიკული ჩაცმულობების გარეშე ჩაიარა, თუმცა უკვე მეორე დღეს, მოვლენები თავიან ჩვეულ კურსს დაუბრუნდა, რაც ღონისძიების კურიოზულობაში ვლინდება.



ყვირილი და წივილი, რაც MAD MAX: FURY ROAD-ს ახლდა, მხოლოდ სტადიონსა და ცირკში თუ გაიგონებთ. კანის სტუმრებმა და ჟურნალისტებმა როკ-კონცერტზე დამსწრე მაყურებლის მსგავსი აღტაცება გამოავლინეს. ისინი აპლოდისმენტებით შეხვდნენ ჩხუბებსა და თითოეულ "ტრიუკს", რომელიც ქორეოგრაფიული სიზუსტით იყო დადგმული ფანტასტიკური ავტომობილების სრულ სიჩქარეზე.


ბლოკბასტერ MAD MAX: FURY ROAD-ის გმირები

შესაძლოა მაყურებლის ემოციებმა შთააგონა ლენა ლენინა, წითელ ხალიჩაზე გამოესეირნა მოშიშვლებული კრუჟაოს კაბითა და ვარცხნილობით სახელწოდებით "ბაბილონის გოდოლი" .



მსახიობმა სოფი მარსომ, ცეცხლი შემატა ფესტივალს. 47 წლის ფრანგი პრემიერაზე კაბა-ხალათით მოგვევლინა და უცებ, სულ შემთხვევით, "შემოიძარცვა", აჩვენა რა მთელ მსოფლიოს მისი თეთრეული. სხვათა შორის, მსახიობს ბიუსჰალტერი საერთოდ არ ეცვა, ყველა მსურველს შეეძლო დეტალურად დაეთვალიერებინა მარსოს მკერდი, რომელიც იმ წელს ჟიურის წევრი იყო. 2005 წელს, სოფის დეფილე ჰქონდა ფესტივალის ეზოში და აბრეშუმის კაბაზე ბრეტელი ისე ჩამოუვარდა, რომ მკერდი მთლიანად მოუშიშვლდა.


სოფი 58-ე კინოფესტივალზე და წელს

მოკლედ, ვინმე ყოველთვის აოცებს მაყურებელს წითელ ხალიჩაზე მოშიშვლებული სამოსით. მაგალითად, 2011 წელს, უმა თურმანი ფესტივალის გახსნაზე ციტირებას აკეთებდა ფილმიდან "Basic Instincts" და თეთრეული საერთოდ არ ეცვა. მაგრამ, კანს ძნელად გააოცებ და თან გახსნილობა ლამაზია-თუ თემაშია.



ზოგადად, ფესტივალის ისტორია ეს ერთი დიდი ხელოვნების ისტორიაა. სკანდალების მოწყურებულ პუბლიკას ელის გასპარ ნოეს "Love", რომლის პოსტერიც უკვე მიიჩნიეს პორნოგრაფიულად, ტაბლოიდები იცხადებენ ხუთ წუთიან სასიყვარულო სცენებს. თუმცა, ფესტივალის დირექტორის ტერი ფრემოს განცხადებით, უფრო მეტად გამაოცებელი ლასლო ნემეცის მიერ ჰოლოკოსტზე გადაღებული ფილმი "Son of Saul" გახდება.




თითოეული სტუმარი და ჟურნალისტი კანში სკანდალს ეძებს. არ აქვს მნიშვნელობა პირადი თუ პროფესიული კუთხით. კინომოყვარულები ყოველთვის მწვავედ განიხილავენ შერჩეულ ჟიურის. ფესტივალის მოვლენების გახსენებისას, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ერთ-ერთი პირველი საკურორტო ქალაქი და მისი ბოჰემურ-ბურჟუაზიული პუბლიკა სიურეალიზმის მიმდევარმა ლუის ბუნიუელმა გააოცა. 1961 წელს მისმა სურათმა "Viridiana" ესპანეთი შეაშფოთა, სადაც კანში გამართული პრემიერის შემდეგ, ფილმი 16 წელი იკრძალებოდა. რელიგიური მოძრაობების მარცხმა მიზანსცენაში "საიდუმლო სერობა" ვატიკანი განარისხა.




1968 წლის დაუვიწყარი მოვლენა გახდა Cahiers du Cinema-ს კრიტიკოსების პროტესტი, რომელთა შორისაც იყვნენ გოდარი და ტრიუფო. მათ დაიკავეს ფესტივალის ეზო და დირექციას მოუწოდბდნენ ფესტივალი დაეხურათ დადგენილზე 5 დღით ადრე ბარიკადებზე დაღუპული მუშებისა და სტუდენტების სოლიდარობის ნიშნად.



1983 წელს, ფოტოგრაფებმა დემონსტრაციულად დაწიეს კამერები წითელ ხალიჩაზე იზაბელ აჯანის გამოჩენის დროს. მსახიობის მიმართ პროტესტი გამოწვეული იყო მისი პრესისადმი უცერემონიო დამოკიდებულების გამო, რასაც პარიზის ყველა გამოცემის კორესპოდენტები უჭერდნენ მხარს.





სხვა ღირებული დამპირისპირებლები იყვნენ ფესტივალის უსაფრთხოების სამსახური. ისინი გაანაწყენა მატიე კასოვიცის ფილმმა "La Haine". როდესაც გადამღები ჯგუფი გამოვიდა წითელ ხალიჩაზე, მათ დემონსტრაციულად აქციეს მათ ზურგი.




უხერხულია დავითვალოთ, რამდენჯერ "დაუსტვინეს" კანში, მაგრამ აღსანიშნავია კვენტინ ტარანტინოს ჟესტი: მან დემონსტრაციულად აუწია შუა თითი კრიტიკოსებს, რაც ღირსეულ პასუხად ჩაითვალა მათი წამოძახილების "რა სისულელეა!"-ს საპასუხოდ, როდესაც მას ოქროს პალმის რტოს გადასცემდნენ ფილმისათვის "Pulp Fiction".




ცალკე უნდა გამოვყოთ ფორუმის სექს-სკანდალი. საფრანგეთის მრეწველობის ყოფილმა მინისტრმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა დომინიკ სტროს-კანმა უჩივლა რეჟისორს აბელ ფერარს კანში გამართული პრემიერის "Welcome to New-York"-ის შემდეგ, სადაც მასთან მიმსგავსებულ პერსონაჟს თამაშობდა ჟერარ დეპარდიე. სტროს-კანის პოლიტიკური კარიერა საგრძნობლად დაეცა დადანაშაულების შემდეგ.




2014 წლის ყველაზე ნათელი მოვლენა გახდა კვენტინ ტარანტინოს ცეკვა, რომელიც გაერთო წითელ ხალიჩაზე ჩართულ მუსიკაზე უმა თურმანთან ერთად. ეს ინტრიგნული გამოსვლა მათი რომანის შესახებ ჭორების აგორების საბაბი გახდა, რომელიც არცერთმა დაადასტურა.






ტრადიციული განხილვის თემაა - ვინ ვისთან ერთად მოვიდა. აქ შეილება გავიხსენოთ ანტონიო ბანდერასი, რომლის გამოჩენამაც ახალ მეგობარ ქალთან ნიკოლ კემპელთან ერთად, გაანაწყენა მისი ყოფილი ცოლის მელანი გრიფიტის გულშემატკივრები. კარგი კინემატოგრაფისტები უსათუოდ აკეთებენ ასეთ ისტორიებზე ფილმებს და ეგრევე კანში მიარბენინებენ.



ხანდახან, კანში კურიოზულ შემთხვევებს კარგად დაგეგმილი მარკეტინგი ქმნის. მაგალითად, როდესაც დოლფ ლუნდგრენი თითქოსდა მართლა წაეჩხუბა ჟან კლოდ ვან დამს. ასე წარმოადგინა მან ფილმი UNIVERSAL SOLDIER.






წინა წლის სოფი კოპოლას ფილმის "The Bling Ring" პრემიერის წინა დღეს, სეიფიდან Chopard -ის 40 მილიონი ევროს ღირებულების სამკაული მოიპარეს. "როგორ იმიტირებს ცხოვრება ხელოვნებას"-განიხილავდნენ დამსწრე ქალბატონები.




თანამედროვეეობის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი 2011 წლის ფესტივალზე უარყოფითი პერსონა გახდა. მან პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ "რაღაცით ესმის ჰიტლერის". მას შემდეგ მისი ხმამაღალი პრემიერები სხვა ფორუმში გადის, თუმცა რეჟისორის ამბობს, რომ ეს მას არ აღელვებს.



მოკლედ, რაც არ უნდა გააოცონ პუბლიკა ცნობილებმა, მთავარ მოვლენად მაინც ოქროს პალმის რტო რჩება. რისი მიზეზითაც ყოველი წლის მაისში, კანში, ვარსკვლავების ვიზიტის დრო დგება.








Category: Fun, Interesting / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top