;

23 April 2015      chyipina     Views 1492    
Category: Fun, Interesting, Music, Georgians, Event

Getting Ready For TBILISi JAM FEST 2015

როგორც უკვე იცით, TBILISI JAM FEST 2015 ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე (ახალ იპოდრომთან) 24, 25 და 26 აპრილს ნონ-სტოპ რეჟიმში გაიმართება, ბილეთების შეძენა კი, როგორც ამ დღეებში ისე ფესტივალის განმავლობაშია შესაძლებელი. NO VIOLENCE! ამ დევიზით ორგანიზატორები უკვე მეოთხე წელია საერთაშორისო ფესტივალს ატარებენ და ამჯერად სამხრეთ კავკასიის როკ და მეტალ მუსიკის დედაქალაქი თბილისი იქნება, რაც ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო სიახლეა როგორც კულტურული ასევე ტურისტული თვალსაზრისით.

22 აპრილს შედგა პრესკონფერენცია სადაც ორგანიზატორებმა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი დააზუსტეს:

* მიუხედავად იმისა, რომ JAM FEST უფრო მეტად როკ და მეტალ ფესტივალის სტატუსს ატარებს, ის არანაკლებ საინტერესო და მიმზიდველია ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის, რადგან ორგანიზატორები ამ ჟანრშიც ძალიან საინტერესო ჯგუფებს და დიჯეებს გვთავაზობენ.

* გაირკვა ტრანსპორტის საკითხიც, ფესტივალის დღეებში დღის 15:00დან მთელი ღამის განმავლობაში სტუმრებს სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურება, რომელიც დელისის მეტროდან ძირითად ლოკაციამდე იმოძრავებს.

* სპეციალურმა შეთავაზებამ უცხოელებისთვის, რომელიც გულისხმობს პაკეტს (თავის თავში მოიცავს ბილეთს, Meet'N'Greet-ს, ტრანსპორტს და სასტუმროს ხარჯებს) საკმაო პოპულარობა მოიპოვა და დაახლოებით 50 უცხოელი სწორედ ამ პაკეტის საშუალებით დაესწრება ფესტივალს.

* W:O:A_ს გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური, რომელიც შედგება როგორც მონაწილე ბენდების წევრებისგან ასევე მოწვეული სტუმრებისგან და მისი გამარჯვებული გერმანიაში გაემგზავრება. ორგანიზატორების აზრით კი მათთვის რეალურად ყველაზე დიდ პრიზს იმ ფესტივალზე მიღებული გამოცდილება წარმოადგენს.

* ორ პრესტიჟულ და ყველასთვის ცნობილ ბენდთან რომლის ვინაობაც ჯერ კიდევ უცნობია ჩვენთვის მიმდინარეობს მოლაპარაკება ფესტივალზე მონაწილეობასთან დაკავშირებით.

* ორგანიზატორები მიწვეულები იყვნენ "იმედის დილაში" სადაც შემოგვთავაზეს აკუსტიკური პერფომანსი და დეტალურად ისაუბრეს ღონისძიებაზე.

* ასევე გაირკვა, რომ ფესტივალის შესასვლელთან ყველა სტუმარი მიიღებს სამაჯურს ბილეთის კატეგორიის მიხედვით.

* მიზეზი იმისა, თუ რატომ ტარდება ფესტივალი აპრილის ბოლოს აღმოჩნდა სრულად ადეკვატური: გამარჯვებულ ბენდს დრო სჭირდება გერმანიაში ფესტივალზე გასაგზავნად მომზადება და საბუთების მოწესრიგება. მომავალ წლებში კი თარიღი მაისის ბოლოს გადაინაცვლებს.

Getting Ready For
TBILISi JAM FEST 2015

უკვე მზადყოფნაშია:

√ JAM! Main Stage
√ Party Stage
√ Camping Zone
√ JAM! Bar
√ JAM! Village
√ Art Zone
√ Bikers Camp
√ Fan Zone
√ Entertainment Zone
√ Explore Ourdoor Camp
√ Press Zone
√ Meet'N'Greet Zone
√ Parking


Category: Fun, Interesting, Music, Georgians, Event
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top