18 April 2015      Ancho.     Views 7 223    
Category: Fun, Interesting / Architecture



მომავლის ქალაქი
მითები დუბაიზე
http://data3.whicdn.com/images/164811493/large.jpg

გიდი მსოფლიოს ყველაზე პროგრესიულ მეგაპოლისში
მითები ➨ ნამდვილი რეალობა


დუბაი-ეს უბრალოდ ქალაქი არ არის, დუბაი ეს არის ბრენდი, ოცნება, ლეგენდა, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მეგაპოლისი დედამიწაზე. ემირატების ცენტრი დუბაი არაფრისგან წარმოიშვა 20 წლის წინათ. "რეკორდების ქალაქი" წარმოდგენას ამართლებს: აქ არის აშენებული მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობები, ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროები, ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო წყალქვეშა ნომრებით, გრძელი გვირაბები, დიდი ხელოვნური კუნძულები და აშ. სწორედ დუბაი გახდა ყველაზე პროგრესიულის სიმბოლო-ემირატების მუსულმანური ქვეყნებიდან, ის არის ყველაზე კომფორტული და სასურველი საცხოვრებლად.




დუბაის არ გააჩნია მდიდრული ისტორიული წარსული, თუ არ ჩავთლით ნაციონალურ მუზეუმს, სადაც დემონსტრირებულია ქალაქის ცხოვრება ნავთობის არსებობამდე. იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქს არ სდევს ისტორიული ელფერი, ბევრი აკრიტიკებს და აბრალებს მას განსაკუთრებული ატმოსფეროს არქონას. მაგრამ, დუბაის მოყვარულები ამჩნევენ მის გამორჩეულ აურას. ქალაქი რომელიც ამოზიდულია სიცარიელეში თავისი ცათამბჯენებით, ბაღებით, ხელოვნური არხებით-სწორედაც რომ განსაკუთრებული ენერგიის და ხასიათის მატარებელია. აქ ცხოვრება კომფორტული და მოსახერხებელია, რადგანაც ურბანისტულ სამოთხეს წარმოადგენს. წარმოგიდგენთ დუბაიზე შექმნილ სტერეოტიპებს და რეალურ სურათს.





მითი № 1:
დუბაიში აკრძალულია სასმელი


ეს საერთოდ არ არის ასე. ალკოჰოლი სრულად იკრძალება მხოლოდ შარდჟის ემირატში, დუბაიში კი უპრობლემოდ შეგიძლიათ ალკოჰოლის შეკვეთა ბარში, კლუბში ან თქვენს სასტუმროში. მაგრამ არის ერთი ნიუანსი. ალკოჰოლი არ იყიდება იმ სუპერმარკეტებსა და კაფეებში, რომლებიც არ მდებარეობს სასტუმროებთან. საქმე იმაშია, რომ ალკოჰოლის ლიცენზია მხოლოდ სასტუმროებს აქვთ, ამიტომაც ყველა მთავარი რესტორანი, ბარი, ლაუნჯი და ღამის კლუბი სასტუმროებთან მდებარეობს. ეს მოსახერხებელია-იმის მაგივრად, რომ ტაქსისტს დაუსახელოთ რაიმე რესტორანის სახელი, თქვენ უბრალოდ თხოვთ მიგიყვანოთ რომელიმე სასტუმროსთან. აი დუბაის მაცხოვრებლებს კი საქმე უფრო მოუხერხებლად აქვთ ვიდრე ტურისტებს, მათ ჭირდებათ ლიცენზიის ბარათი, დუბაიში იკრძალება სახლში ალკოჰოლის შენახვა და მოხმარება თუ არ ფლობენ ლიცენზიას.



მითი № 2:
დუბაიში სასტიკად ცხელა


მართალია, რომ მაისიდან სექტემბრამდე თერმომეტრი იშვიათად ჩამოდის 45-ს დაბლა, როგორც ეგვიპტეში, ისრაელსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში. ამ პერიოდში აქ ტურისტები იშვიათობაა, ადგილობრივი მცხოვრებლები კი იღებენ არდადეგებს და მიემგზავრებიან ქალაქიდან. დუბაიში არ არსებობს ადგილი სადაც კონდიციონერი არ არის დამონტაჟებული. ტაქსში, მეტროში და ქუჩის გაჩერებებზეც კი დგას კონდიციონერი. დუბაის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის გადასახადი არც ისე ცოტა მისდით, მაგრამ დისკომფორტს მხოლოდ დიდი ხნით ქუჩაში გატარებისას გრძნობენ. სხვა მხრივ, ქალაქის ინსფრასტრუქტურა მაქსიმალურად კომფორტულადაა შექმნილი. ამასთან, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ რამდენიმე თვეზე, დანარჩენ დროს, დუბაიში ძალიან კომფორტული ამინდია, ზამთარში იმის შანსიც კი არსებობს, რომ საღამოს შეგცივდეთ, ამიტომაც იანვარში აქ ჟაკეტი საჭიროა.




მითი № 3:
დუბაიში თითქმის არ არის სასეირნო ზონები


ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. სხვადასხვა რაიონშია მოწყობილი ლამაზი სასეირნო ზონები, კვარტალები პალმაზე (ხელოვნურ კუნძულზე, დუბაის ელიტარულ უბანში), უზარმაზარი სკვერები- აქ ნამდვილად არის ულამაზესი ადგილები სასეირნოდ. რადგანაც ზაფხულის თვეებში ძალიან ცხელა, ამ დროს სეირნობა რეკომენდირებული არ არის. მართალია დუბაი რეკრეაციული ზონების რაოდენობით მსოფლიოს სხვა ქალაქებს ვერ დაჯაბნის, მაგრამ გასათვალიწინებელია, რომ ეს არის ქალაქი უდაბნოში, აშენებული ცხელ კლიმატურ ზონაში. თავისი სტრუქტურით დუბაი მაიამის მოგვაგონებს, აქაც აუცილებელია ტაქსი, რომელიც ყველა ტურისტისთვისაა ხელმისაწვდომი, იაფი და რაც მთავარია უსაფრთხო, აქ ყველა ტაქსისტს აქვს ლიცენზია, ბრწყინვალედ იცის ქალაქი, მუშაობენ პასუხისმგებლობით მრიცხველზე და არასოდეს მოგატარებენ გრძელ გზებს (როგორც სტამბულში), რომ გადასახადი მეტი დაგიგროვდეთ.





მითი № 4:
დუბაის აყვავება მხოლოდ ნავთობის ქონას ეყრდნობა


ისტორია ამ რეგიონში ნავთობის აღმოჩენის შესახებ უკვე 80 წელს ითვლის. შეიხებმა ქალაქის განვითარებისთვის ე.წ. "petrodollars" გადაიხადეს, რის შედეგადაც გაჩნდა გიგანტი ცათამბჯენები, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტი, ათას კილომეტრიანი თანამედროვე გზაჯვარედინები და ყველანაირი სიმდიდრე და სილამაზე. მაგრამ, ამ დროისათვის ნავთობი აფინანსებს ნაციონალური პროდუქტის მხოლოდ 20 %-ს. ეკონომიკაში მთავარ როლს თამაშობენ ვაჭრობა და წარმოება, ტურიზმი და მომსახურეობის სფერო.





მითი № 5:
დუბაიში მოქმედებს მკაცრი წესები: არ შეიძლება მხრების მოშიშვლება, პუბლიკაში ჩახუტება და აშ.


ეს ასეც არის და არც არის ასე. ერთის მხრივ, შეიძლება გაგახსენდეთ სამანტა ფილმიდან "სექსი დიდ ქალაქში", რომელიც ქვეყნიდან გააგდეს "გარყვნილების" გამო. უბრალოდ ამ გარყვნილებას სჭირდება გონივრული მიდგომა საჯარო ადგილებში. სანაპიროზე, სასტუმროში, ღამის კლუბში თქვენ შეგიძლიათ მოიქცეთ თავისუფლად, მაგრამ თუ დღისით Dubai Mall-სკენ გასწევთ, სჯობს შეიზღუდოთ გარკვეულწილად და საყვარელი ადამიანის კოცნა მოგვიანებით გადადოთ.

https://36.media.tumblr.com/bf16acd2dcb5ef8aa3c6945f88dbf758/tumblr_mjsissZKNv1s0cta5o6_250.pnghttps://40.media.tumblr.com/025a443e5baa4ebcc35191a67cea3a17/tumblr_mjsissZKNv1s0cta5o3_250.png
https://41.media.tumblr.com/0c495f31cd826776e2654527bee63578/tumblr_mjsissZKNv1s0cta5o1_250.pnghttps://41.media.tumblr.com/02083996e185d8a8dc60b6e934e339c4/tumblr_mjsissZKNv1s0cta5o4_250.png

რაც შეეხება ჩაცმულობის მანერებს, დღისით, სანაპიროზე, ყველაფერი მიღებულია, თუ რა თქმა უნდა არ გაქვთ ჩვევა მიიღოთ რუჯი მოშიშვლებულ მკერდზე. საღამოს დრესკოდიც თავისუფალია-კლუბში, კაფეში, რესტორანში უამრავი გოგონაა მინითა და დეკოლტით. აქ უკვე მთავარია იცოდე ზომები-იმისათვის, რომ არ მიგიღონ მეძავად, რომელიც დუბაიში მრავლადაა თუ გავიხსენებთ აქ მყოფ მდიდარი ადგილობრივი კავალერების არსებობას. მართალია ქვეყანა ყველაზე დემოკრატიული მუსულმანური ქვეყანაა, მაგრამ აქაც არის თავისი წესები, რომელთა შესრულებაც ძალიან ადვილია, თუ პუბლიკაში ეპატაჟურობას არ ესწრაფვით. ოფიციალურად დუბაი მკაცრი წესების ქალაქია, მაგრამ რა თქმა უნდა აქაც არსებობს პროსტიტუცია, რომელიც შეფუთულია. ერთ-ერთი მაგალითი სალონებში მყოფი აზიატი მასაჟისტები არიან.




მითი № 6:
დუბაიში ძვირია


გააჩნია რას შევადარებთ. დუბაური ტაქსი საგრძნობლად იაფია ევროპასთან შედარებით. კარგ რესტორანში შესვლა იგივე დაგიჯდებათ რაც ევროპაში. ერთადერთი რაც ტურისტებს შეაფერხებთ, ჰოსტელების არ არსებობაა, მაგრამ აქ შეხვდებით 3 ვარსკვლავიან სასტუმროებს. ქალაქი ძირითადად გამიზნულია 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროებზე და თითოეულის ფასი იდენტურია ევროპასთან მიმართებაში.






დუბაი ცნობილია თავისი წარმოუდგენლად მდიდრული სასტუმროებით-აქ არის მაგალლითი როგორც მინიმალიზმის, ასევე არ არსებული კატეგორიის, 7 ვარსკვლავის არსებული ვარიანტი. ნამდვილი სასახლე Atlantis The Palm, რომელიც ერთადერთი გასართობი კურორტია ემირატებში და აქ, პალმის კუნძულზე მდებარეობს.



ქალაქში უამრავი სავაჭრო ცენტრია, მაგრამ მისი სიმბოლო დუბაი მოლია. ის მდებარეობს მთავარ ღირშესნიშნაობასთან Burj Khalifa-სთან-მსოფლიოს უმაღლეს შენობასთან. ის არამხოლოდ დუბაიშია უდიდესი სავაჭრო ცენტრი, არამე ერთ-ერთია მსოფლიოს სავაჭრო ცენტრებს შორის. აქ ყველაფერია შოპინგისთვის. დაიმახსოვრეთ, რომ მთავარი შოპინგი ქალაქში-აქ არის.



გურმანებისთვის მნიშვნელოვანი ადგილია Waitrose, სადაც წარმოდგენილია ყველაზე ხარისხიანი პროდუქტები, გამზადებული საკვები, ორგანული, ასევე დელიკატესის, ხამანწკების რჩეული ასორტიმენტი. აქ ასევე წარმოდგენილია ღორისგან დამზადებული კერძების ფართო არჩევანი, რომელთაც სხვაგან ვერ ნახავთ მუსულმანების აკრძალვიდან გამომდინარე. ის ვინც ეკონომიას აკეთებს საკვებზე, აქ არის სუპერმარკეტი Geant, რომელსაც ემიგრანტები სტუმრობენ.



დუბაიში აქტუალურია კაფეები ხედით და რესტორნები ცნობილი შეფ-პოვრებით. აქ არის მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე რესტორანი-Burj Khalifa-ს კოშკში 122-ე სართულზე. თუ დუბაის ეწვევით აუცილებლად, უნდა ახვიდეთ ამ კოშკში და თუ მოგესურვებათ დააყოლოთ ვახშამიც ამ რჩეულ რესტორანში.






Category: Fun, Interesting / Architecture
Tags:

Share it
Comments
Back to Top