;

12 April 2015      Ancho.     Views 4090    
Category: Fun, Interesting, Films, Movies

http://data1.whicdn.com/images/173242357/large.gif


კოსმიური ადგილები დედამიწაზე
სამყაროს არარეალური 7 წერტილი, რომელთა არსებობაც დაუჯერებელია

მოგზაურობა კოსმოსში
საუკეთესო ფილმები


12 აპრილი - ავიაციისა და კოსმონავტიკის დღეა. 1961 წელს, სწორედ ამ დღეს განახორციელა პირველი გაფრენა კოსმოსში იური გაგარინმა. ეს იყო ნამდვილი გადატრიალება მეცნიერებასა და ისტორიაში. ყველა ბიჭის ოცნება იყო გამხდარიყო კოსმონავტი, იმისათვის რომ შეეხედათ პლანეტისთვის სხვა მხრიდან და ეგრძნოთ თავი ნამდვილ გმირებად. თუმცა, დედამიწაზეც არსებობს ისეთი ადგილები, რომლებიც სავსებით არ არიან ამქვეყნიურნი. გაგაცნობთ ადგილებს, რომლებიც პასუხობენ შეკითხვას: "არსებობს თუ არა კოსმიური ადგილები დედამიწაზე?" და გაგახსენებთ ფილმებს, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას ვიმოგზაუროთ იქ.









არიზონული ტალღა
აშშ, შტატი არიზონა


არიზონული ტალღა ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, რომელიც მთლიანად ქვიშაქვისგანაა ფორმირებული. ის მდებარეობს ორ ამერიკულ შტატს შორის: არიზონასა და იუტას შორის. 190 მილიონი წლის წინათ, აქ უბრალო დიუნები იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ჩამოყალიბდნენ კლდეებად. ქარმა და წვიმამ თავისი საქმე გააკეთეს და შეუქმნეს მას არაორდინალური ფორმები. ერთი შეხედვით რჩება შთაბეჭდილება, რომ ტალღები საკმაოდ მყარია, მაგრამ მათზე გავლა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. ქვიშა საგრძნობლად სუსტია.






იელოუსტოუნის ნაციონალური პარკი
აშშ


ნაციონალური პარკი იელოუსტოუნში ცნობილი თავისი მრავალი გეიზერით, გამოქვაბულით, კანიონითა და გასაოცრად ლამაზი ლანდშაფტით. აქ შესაძლებელია ნახოთ მსოფლიოში მოქმედ 5 გეიზერს შორის ერთ-ერთი, ყველაზე დიდი ვულკანი კონტინენტზე და სხვადასხვა ფერის მაღალმთიანი დიდი ზომის ტბა.







რიო-ტინტოს მდინარე
ესპანეთი


რიო-ტინტოს მდინარემ მოწითალო ფერი შეიძინა წყლის მოქმედებებისა და მძიმე მეტალის შედეგად (რკინა, სპილენძი, ვერცხლი, ოქრო), რომლებიც განლაგებულია მის ნაპირებზე. მეცნიერების აზრით, ასეთი სახის "მჟავე" მდინარე მზის სისტემის სხვა პლანეტებზეც იარსებებს.





კლილუკის "ხალებიანი" ტბა
კანადა


არაორდინალურ ტბაში წყალი გაჯერებულია სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც შეიცავს სამკურნალო საშუალებებს. ზაფხულში, სიცხის დროს, წყალი შრება და მასზე მრავალფეროვანი ლაქები წარმოიქმნება.





დრაკონური ხეები
სოკოტრას არქიპელაგი, იემენი


სომალის კუნძულზე უნიკალური ხეები იზრდება-უძველესი ფლორის გადმონაშთი, რომელიც გაქრა მილიონი წლის წინათ. სწორედ აქ შეგიძლიათ ნახოთ დრაკონური ხეები, რომლებიც ვიზუალურად ბაობაბებს მოგაგონებთ "პატარა უფლისწულიდან". ამ ხეებზე არსებული წითელი ფერის ფისი ფართოდ გამოიყენება სამედიცინო და კოსმეტოლოგიურ საშუალებებში. ლეგენდის თანახმად ეს არის დრაკონის სისხლი, რომელსაც მაგიური და სამედიცინო ძალა აქვს.








ხედი ვულკანიდან კამჩატკაზე
რუსეთი


მოქმედი ვულკანი "დამწვარი" კამჩატკის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. ასეთი სახელწოდება მან მიიღო თავისი ფორმიდან გამომდინარე. რითიც ის სხვა კონუსისებური ვულკანებისგან გამოირჩევა. მასზე განლაგებულია 11 კრატერი, რომელთა ნაწილი ამოვსებულია ზურმუხტოვანი ტბით. შემოდგომაზე ვულკანი წითელ/ყვითელ ფერებს იღებს და ფანტასტიკურად ლამაზი ხდება.




მთვარიანი ველი
ბრაზილია


მთვარის ტრამალი სან-პედროდან 30 კილომეტრში მდებარეობს - მსოფლიოში ყველაზე მშრალ უდაბნოში აკატამაში, რომლის 90%იც შედგება მარილისა და კარობონატებისგან. ქვიშიანი დიუნები, ქვის კლდეები და მშრალი მარილიანი ტბა. პეიზაჟი ძალიან მოგვაგნებს მთვარის ზედაპირს.






მოგზაურობა კოსმოსში
საუკეთესო ფილმები


კოსმონავტიკის დღესთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ მსოფლიო კინემატოგრაფის ეპოქალურ კოსმიურ ოდისეებს.




მოგზაურობა მთვარეზე
(Le Voyage dans la lune), 1902


ჟიულ ვერნის რომანებით შთაგონებულმა გერმანელმა რეჟისორმა ჟორჟ მელიესმა-ჩვენამდე მოღწეული პირველი ფანტასტიკური ფილმი შექმნა. კადრი, რომელშიც კოსმიური ხომალდი მთვარეზე ჯდება, კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე საკულტო კადრია.



2001: კოსმიური ოდეისეა
(2001: A Space Odyssey), 1968


უდავოა, რომ ამ სიის სათაურის მიხედვით, ყველაზე მეტად მოსახსენიებელი ფილმი- სტენლი კუბრიკის შედევრია. პრემიერიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო თავისი დროის რევოლუცია ვიზუალურ ეფექტებში, გამოირჩევა ღრმა რეჟისორული ჩანაფიქრი და მისი ამბიციების მასშტაბურობით. ფილმი აღიარებულია ყველაზე ჭკვიანურ და ლამაზ ფილმად კოსმოსზე.





სოლარისი
Solaris, 1972


კანის გრანტის მფლობელი და ჰოლივუდური რიმეიქის შექმნის შთაგონება, ანდრეი ტარკოვსკის "სოლარისი"-ფილმმა დაუფიქრებლად გაცვალა მთელი კოსმოსი ფსიქოლოგიურ დრამაზე. ეკრანიზაციამ მართალია, გააბრაზა ლიტერალურული ნაწარმოების ავტორი სტანისლავ ლემი, მაგრამ ის მაინც არაჩვეულებრივი გამოდგა.





ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 4 -- ახალი იმედი
(Star Wars), 1977


ამ წლის დკემბერში დაანონსებული ვარსკვლავური ომების მეშვიდე ნაწილი შესაძლოა გახდეს პირველი ფილმი, რომლის ჯამური შემოსავალი გადააჭარბებს 3 მილიარდ დოლარს, ყველაფერი კი ზუსტად მეოთხე ნაწილიდან დაიწყო, რომელმაც მოიცვა რამდენიმე ეპიკური ჟანრი და მოახდინა რევოლუცია კოსმიური ოპერის ჰოლივუდურ სპეცეფექტებში.






აპოლო 13
(Apollo 13), 1995


გონივრული დრამა ტიტულოვან კოსმოსურ მისიაზე, რომელიც პარადოქსალურად გახდა ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული და ჰეროიკული ეპიზოდი კოსმოსურ ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ახალი არაფერი თქმულა, იმდენად კარგად იქნა ნათამაშები, რომ ღირსეულად მოგვევლინა კლასიკად. "ჰიუსტონ პრობლემა გვაქვს!"





არმაგედონი
(Armageddon), 1998


ფილმის გულშემატკივრები მზად არიან დაიცვან ფილმი პულსის დაკარგვამდე: გმირი ბენ აფლეკი, გულაჩუყებული ლივ ტაილერი და რა თქმა უნდა, პლანეტის გადამრჩენელი ბრიუს უილისი-ასეთი ჯგუფის წინააღმდეგ ვერცერთ ასტეროიდს ვერ ექნებოდა შანსი.






გრავიტაცია
(Gravity), 2013


7 ოსკარით ღირსეულად დაჯილდოვებულმა ფილმმა გაქირავებაში გადაჯაბნა თორი და სუპერმენი. ალფონსო კუარონი და ტექნიკური საოცრება, სამსახიობო ბენეფისი სანდრა ბალოკისა და ჯორჯ კლუნისგან.






ინტერსტელარი
(Interstellar), 2014


კრისტოფერ ნოლანი მნიშვნელოვნად არის დავალებული კუბრიკისა და ტარკოვსკისგან. ფილმი, რომელმაც სამართლიანად გაიარა კრიტიკის ქარცეცხლში, მაგრამ დაიმსახურა უამრავი მაყურებელი.









Category: Fun, Interesting, Films, Movies
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top