10 April 2015      TataNakani     Views 2 614    
Category: Fun, Interesting

ჟურნალ Glamour-ის გარეკანზე ეს სამი ქალბატონი უბრალო მიზეზით არ მოხვედრილა. მიშელ ობამა, სარა ჯესიკა პარკერი და კერი ვაშინგტონი, ამერიკელი ჯარისკაცების ცოლების და მოსამსახურე ქალბატონების დასახმარებლად შეიკრიბნენ.
Joining Forces მეოთხე წელია ზრუნავს სერვისის წევრებზე, კერძო სექტორებზე, რომელთა სიაშიც მოსამსახურე ქალები, ვეტერანები და მათი ოჯახები არიან.

Joining Forces მაისის თვის Glamour-ის მთავარი თემაა.



გადასაღები მოედნებისა და სამხედრო ბაზების სამყაროებს შორის დიდი განსხვავებაა, თუმცა მსახიობთათვის ომში მონაწილე ქალები და მამაკაცები შთაგონების წყაროები გახდნენ.
რატომ გადაწყვიტა სამმა გავლენიანმა ქალბატონმა ამ საკითხზე ემუშავა?
საუკუნის წინათ სამხედრო ოჯახები გაზეთებისა და სარეკლამო ფურცლების ყდებზე იყვნენ აღბეჭდილნი. ახლა, კი მათ ყურადღებას არავინ აქცევს. მათ სჭირდებათ დახმარება, უსახლკარობისა და უმუშევრობის პრობლემების აღმოფხვრა. ფსიქოლოგიური ტრავმების მოშუშება.

"პირველი ჩემი კამპანია მთელი ქვეყნის გარშემო ქალების მოსმენა იყო. შეიქმნა სადისკუსიო ჯგუფები, რომელთა ხმებიც უცნობი იყო ჩემთვის. მათი ისტორიების მოსმენით გაოცებული ვიყავი. მათი გამოწვევებისა და არსებობის შესახებ ბევრმა არ იცის. ქვეყნის 1%-ი იცავს 99%-ის უფლებებსა და თავისუფლებას. გადავწყვიტე, რომ აუცილებლად გავხდებოდი მათი "ხმა" და ბევრ პრობლემას ერთად მოვაგვარებდით.- მიშელ ობამა.


Michelle Obama, Sarah Jessica Parker and Kerry Washington


ჟურნალ Glamour-ისთვის ფოტოსესია თეთრ სახლში შედგა. მიშელ ობამასა და კერი ვაშინგტონს Narciso Rodriguez-ის კაბები ემოსათ, ხოლო სარა ჯესიკა პარკერს Oscar de la Renta-ს კაბა და SJP-ის ფეხსაცმელები.

Michelle Obama, Sarah Jessica Parker and Kerry Washington



"რაც უფრო მეტი ადამიანი გაერთიანება, მით უფრო მეტს დავეხმარებით."- კერი ვაშინგტონი.

"ჩვენ უნდა შთავაგონოთ ადამიანები, რომ დახმარების თხოვნა არ არის სისუსტის მაჩვენებელი. ეს აუცილებელია. ეს საჭიროებაა. ჩვენ სამივეს გვჭირდება რაღაცაში დახმარება. ჩვენ, სამივენი დედები ვართ. ღამის ფიქრები ყოველთვის ბავშვებს უკავშირებათ. არიან ისეთი დედები, რომელთაც როცა პატარა ავად გაუხდებათ, არავინ ჰყავთ დასახმარებლად და სამუშაოს გაცდენა უწევთ. ძალიან ბევრს არ აქვს დიდი ოჯახი და მათ განსაკუთრებით სჭირდებათ დახმარება."- მიშელ ობამა.

სრულ ინტერვიუს Glamour-ს მკითხველი მაისში იხილავს.

Michelle Obama, Sarah Jessica Parker and Kerry Washington


ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top