;

5 April 2015      Ancho.     Views 11876    
Category: Fun, Interesting, Stars

http://41.media.tumblr.com/847d7580f8ce780a81f4c56a3f1e0fb3/tumblr_nhb56xvX2M1qbyoq9o2_500.jpg


მამაკაცი, რომელმაც მიაღწია წარმატებას ქალებსა და კინოში
მარლონ ბრანდო


მარლონ ბრანდო ამტკიცებდა, რომ მსახიობობა ფუჭი და უსარგებლო პროფესიაა. თუმცა მისი იდეოლოგია არ უშლის ხელს მე-20 საუკუნის ბრწყინვალე მსახიობთა რიგებში მოხვდეს. მის საზიზღარ ხასიათზე, სექსუალურ გაუმაძღრობასა და საშინელ მანერებზე ათობით წიგნი და მოგონებანია დაწერილი. თითქმის ყველას ასერთიანებს საერთო შეგრძნება-ავტორები ბრანდოს ველური ქმედებების აღწერასთან ერთად ამატებენ, რომ დარჩათ შთაბეჭდილება, თითქოს ღმერთს გაესაუბრნენ.

https://33.media.tumblr.com/84c6af0bf8c9d06fcf7a577724da4c0b/tumblr_nhu2n628eS1rwlldqo1_500.gif

http://33.media.tumblr.com/ca89a9833ec0e58db5c486f62fb69b81/tumblr_n34gxvL2jf1rv8zdao5_r1_250.gifhttp://38.media.tumblr.com/8c071d69e85117b0cb4727d088459a2f/tumblr_n34gxvL2jf1rv8zdao9_r2_250.gif

როგორ დაიწყო ყველაფერი?

ერთხელ, 1947 წლის ზაფხულში, გამოჩენილ ამერიკელ რეჟისორს ელი კაზანს საპირფარეშო დაუნაგვიანდა. უსიამოვნო სურნელმა მთელი სახლი მოიცვა. როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა, რეჟისორი მზად იყო დაეყვირა ზანტი ზეინკალისათვის. უბრალოდ, კართან არა სანტექნიკი, არამედ ყველასათვის უცნობი მიუზიკლის მსახიობი იდგა-ერთ-ერთი იმ მრავალ პრეტენდენტთაგანი, რომელთაც ბროდვეის სპექტაკლში "სურვილების ტრამვაი" მონაწილეობა სურდათ. "ყალბ ზეინკალს" უბრალო ჯინსები და გაცვეთილი თეთრი მაისური ეცვა. ამიტომ მას, სახელოების აწევაც არ დასჭირვებია იმისათვის, რომ აუღელვებელი იერით ჩაეყო ხელი განავალში და აღმოეფხვრა დაზიანება.

მეორე დღეს, მარლონ ბრანდო-რეჟისორის პრობლემის გადამწყვეტი-დაამტკიცეს როლზე პიესაში "სურვილების ტრამვაი". რამდენიმე წლის შემდეგ, იმავე სახელწოდების ფილმმა რამდენიმე ოსკარი მიიღო და ბრანდოც ამერიკის სექს-სიმბოლოდ იქცა.






ბრანდოს მოკლე, საინტერესო ამბავი დიდი პოპულარობით სარგებლობდა 50-იანების ჰოლივუდში. ბრანდოს ბიოგრაფია კი, ჰოლივუდის ბომონდს, არ შთააგონებდა ნდობის ფაქტორს. ირლანდელისა და ალკოჰოლიკის ვაჟიშვილი ნებრასკადან, გამოგდებული ორი სკოლიდან და სამხედრო სასწავლებლიდან, ატარებდა სატვირთოებს და ყიდდა ლიმონათებს და არც ფიქრობდა ნიუ-იორკის თეთრალურ სკოლაში სისტემის შესწავლას. გლამურის სამშობლოში მოხვედრისას, ყოფილი სატვირთო მანქანის მძღოლმა ნაძირალას რეპუტაცია შეიძინა. მკაცრი დრესკოდის წვეულებებზე, მთვრალი სექს-სიმბოლო დახეული მაისურებითა და ბაიკერული ფეხსაცმლით ჩნდებოდა, უხეშობდა, იტყუებოდა, მომენტალურად ქრებოდა ლამაზი ქალბატონების გაემოცვიდან.







ჰოლივუდი ყოველთვის თანაუგრძნობდა ახალგაზრდებსა და თავხედებს. "ვინც არ არღვევს კანონებს, ის ვერაფერს მიაღწევს". გლამურული სამყარო პატიობდა ასეთ რიგით ახლადშექმნილებს: მაისურს სმოკინგის ნაცვლად, მოტოციკლს როლს-როისის ნაცვლად და საშინელ მანერებსაც. ერთადერთი, რასაც ჰოლივუდი ვერ პატიობდა, ეს იყო თავისი ქალები. ჰიპნოზური მოქმედებების შესახებ, რომელსაც ბრანდო ყველასთან იყენებდა, რაც კი მოძრაობდა, ლეგენდებს ყვებოდნენ. მის საწოლში ხვდებოდნენ ეპოქის საუკეთესო ქალები, მერლინ მონროსა და ჯეკი კენედის ჩათვლით. თავად ბრანდო, ხშირად ამბობდა, რომ ვერ იტანდა განებივრებულ თეთრ "ძუკნებს" და დემონსტრაციულად ანიჭებდა უპირატესობას ჩუმ არსებებს: ინდოელებს, ტაივანელებს ინდონეზიის მცხოვრებლებს. კითხვაზე თუ რა გავლენა აქვს მას ქალებზე, ბრანდო სერიოზულად პასუხობდა: "მე მათ ვაჰიპნოზებ".









ბრანდოს გენიალური უნარები წარმოჩინდა ბერტოლუჩისთან, ყველაზე სექსუალურ და სევდიან ფილმში "უკანასკნელი ტანგო პარიზში". მილიონობით პორნოებმა და სატირალმა მელოდამებმა ვერ გამოიწვიეს იმდენი ცრემლი და ორგაზმი, როგორც ფილმმა ადამიანურ სიმარტოვეზე. შემოქმედებითმა ჯგუფმა აღიარა, რომ ფილმის გადაღებები არ ყოფილა ისეთივე საინტერესო, როგორიც თავად ფილმი აღმოჩნდა. ამბობდნენ, რომ ბრანდო იწვა არამხოლოდ ფილმის მთავარი როლის შემსრულებელთან მარია შნაიდერთან, რომელიც გადაღებების შემდეგ, პირდაპირ ფსიქიატრიულ კლინიკაში გაემგზავრა, არამედ თავად ბერტოლუჩისთანაც. ხმები დადიოდა მათ ორგიებზეც, და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც რეჟისორი კმაყოფილი იყო ბრანდოთი გადასაღებ მოედანზე.





ყველა, ვისაც კი ბრანდოსთან უმუშავია, ხარბად აღწერდნენ მის საშინელ და რთულ ხასიათს. "არ სწავლობს ტექსტს, არ სურს გახდომა, ითხოვს ზედმეტ ჰონორარებს და ახალ ქალებს ყოველდღე"... ეს არის რეჟისორთა პრეტენზიების მცირე სია. როდესაც ფრენსის ფორდ კოპოლამ გადაწყვიტა გადაეღო "ნათლიმამა", პროსიურები სასტიკად უარყოფდნენ იმის ცდასაც კი, რომ მარლონს დონ კარლეონე ეთამაშა. მაშინ, ბრანდომ, მჯდარმა თავის აპარტამენტში, ჩაიფინა ბამბა კისერში და გადაიღო სამოყვარულეო ვიდეო სინჯი. მაშინ კოპოლამ ვინაობის დაუსახელებლად წარადგინა დისკი და მაფიის მთავარ როლზე კანდიდატურა ერთხმად შეირჩა. უცნობი გენია კი თაღლითი ბრანდო აღმოჩნდა, რომელმაც ჩვეულებისამებრ, ზღაპრული ჰონორარი მოითხოვა. დანახარჯები კი მართლაც დარჩა გამოსყიდული- მთელი მსოფლიო ქვითინებდა იტალიური მაფიის სასტიკ ბედისწერაზე.




როლისათვის, ბრანდოს მეორე ოსკარი მინიჭეს, რომელზეც მსახიობმა უარი განაცხადა და თავის მაგივრად ცერემონიალზე ინდოელი გაგზავნა. მშვენიერი გოგონა ავიდა სცენაზე და დამსწრე საზოგადოებას მოკრძალებულად უსაყვედურა არაჰუმანური დამოკიდებულებების გამო ინდოელების მიმართ. უხერხული სიჩუმე დაარღვია შეშლილი მსახიობის საუკეთესო მეგობარმა ჯეკ ნიკოლსონმა, გახარებული შეძახილით: "მან ეს გააკეთა, ამის დედაც". საბოლოოდ, კი დადგმული ეფექტი გააფუჭა იმან, რომ ეს მშვენიერი ინდოელი არ აღმოჩნდა რეალურად ინდური ეროვნების წარმომადგენელი, ის უბრალოდ კონკურს "ამერიკის ვამპირის" გამარჯვებული გახდა.




ოსკარზე უარის თქმა ერთ-ერთი იმ მრავალჟესტთაგანი იყო, რომელსაც ბრანდო ანხორციელებდა. პუბლიკის გასულელების ოსტატობაში და თავის გარშემო უცნაური და საშინელი ჭორების არსებობაში ამერიკელ მსახიობს ბადალი არ ჰყავდა. მისი ცხოვრება დაემსგავსა ბრწყინვალე და უცნაურ ფილმის დეკორაციას. როდესაც მისმა ქალიშვილმა შეინმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც მისმა ძმამ მოკლა მისი შვილის მამა, ბრანდოს კითხეს თუ რას გრძნობდა, მან უპასუხა: "მე არ შემიძლია ეს განვსაზღვრო". ქალიშვილის მკვლელობის შემდეგ, ბრანდოს სახელი თითქმის გაქრა ტაბლოიდებიდან. ბედისწერამ ის პრაქტიკულად გაანადგურა. თავის მემკვიდრეებს მან მრავალმილიონიანი ქონება დაუტოვა.










Category: Fun, Interesting, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top