3 April 2015      ANGEL     Views 2 803    
Category: Fun, Interesting / Films, Movies / Event


ბრიჯსტოუნი და მისი ექსკლუზიური პარტნიორი თეგეტა მოტორსი წარმოგიდგენთ
9 აპრილიდან საქართველოს კინოთეატრებში “ფორსაჟი 7″

ბილეთები უკვე გაყიდვაშია!
ბილეთების წინასწას შეძენა შესაძლებელია
კინოთეატრების სალაროებსა და საიტზე: Biletebi.ge




პრემიერა საქართველოში: 9 აპრილი!
ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი კრიმინალური ტრილერი
ფორმატი: 3D
ენა: რუსულად
ქრონომეტრაჟი: 140 წთ.
[2 სთ. და 20 წთ.]

მთავარ როლებში: ვინ დიზელი, პოლ უოკერი, მიშელ როდრიგესი,
დუეინ ჯონსონი, ჯეისონ სტეტჰემი, კურტ რასელი


მათ დაიპყრეს ტოკიო, რიო, ლოს-ანჯელესი და ლონდონი. მაგრამ მსოფლიო აღარ თამაშობს მათი წესებით. დეკარდ შოუ (ჯეისონ სტეტჰემი) ემუქრება დომინიკ ტორენტოს და მის ოჯახს. მან შური უნდა იძიოს ძმის სიკვდილისთვის.


Biletebi.ge
რუსთაველი
12:30 - 8.5ლ
15:45 - 9.5ლ
19:00 - 11.5ლ
22:30 - 11.5ლ

ამირანი
12:15 - 7.5ლ
15:40 - 8.5ლ
19:15 - 11.5ლ
22:30 - 11.5ლ



Furious 7 წარმოადგენს ფილმთა სერიის Fast & Furious-ის მე-7 ნაწილს. ფილმის სცენარისტ კრის მორგანს, ერთერთი მთავარი როლის შემსრულებლის პოლ უოკერის გარდაცვალების გამო (2013 წლის 30 ნოემბერი, ავტოკატასტროფა) სცენარში ცვლილებების შეტანა მოუწია. ჩვენთვის ცნობილია, რომ პოლს სანახევროდ ქონდა დასრულებული ფილმზე მუშაობა. რეჟისორ ჯეიმ ვანის გადაწყვეტილებით ფილმზე მუშაობა განაგრძეს და პოლის პერსონაჟის ბრაიან ოკონორის კადრების გადასაღებად პოლის ძმები კალებ და კოდი უოკერები დაიხმარეს, რომელთა მსგავსება ძმასთან ოპერატორების და მონტაჟის წყალობით არ მიგვანიშნებს, რომ პოლმა ვერ მოასწრო ფილმის დასრულება. ძმებთან ერთად გარკვეულ ეპიზოდებში პოლი ჩაანაცვლა მსახიობმა John Brotherton. სამსახიობო დასის და კინო კომპანიის გადაწყვეტილებით, ბრაიან ოკონორის პერსონაჟისთვის ეს ბოლო ფილმი იქნება, შესაძლოა მას მოგვიანებით მოყვეს გაგრძელება, თუმცა პოლ უოკერის პერსონაჟი ამ ფილმში დარჩება და განაგრძობს ბედნიერ ცხოვრებას ოჯახთან ერთად...



პოლის ძმები აღნიშნავენ მსახიობების გვერდში დგომას და მათ ღრმა მწუხარებას მათი ძმის გარდაცვალების გამო. მართლაც, რომ დასის ნაწილი ერთმანეთისთვის კოლეგებმზე მეტს წარმოადგენდნენ, განსაკუთრებით კი ვინ დიზელისა და პოლის მეგობრობაა აღსანიშნი. კალებმა და კოდიმ ძალღონე არ დაიშურეს ემუშავათ ფილმზე და დახმარებოდნენ ფილმის დასრულებაში, იმის რწმენით, რომ პოლი მადლობელი იქნებოდა ამისთვის. ძმები ამბობენ, რომ ამ გამოცდილებამ ისინი კიდევ უფრო დაახლოვა.


[პოლ უოკერი ძმებთან ერთად, რომლებმაც მოგვიანებით ჩაანაცვლეს ის ფილმში]


Category: Fun, Interesting / Films, Movies / Event
Tags:

Share it
Comments
Back to Top