;

29 March 2015      liliana     Views 3665    
Category: Fun, Interesting, Films, Movies

საინტერესო ფაქტები Interstellar-ის შესახებ

Interstellar -ის გადაღებების დროს ნოლანმა არ გამოიყენა“ მწვანე ეკრანი“ და შექმნა „სპეციალური ეფექტების კომპანია“, რომელიც ქმნიდა ვიზუალურ ეფექტებს ფილმისათვის. მსახიობები რეაქტირებდნენ ეკრანზე გამოსახულ ეფექტებზე და არ უწევდათ მწვანე ეკრანის წინ თამაში.

ფილმის რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა მეთიუ მაკკონაჰი მთავარ როლზე მას შემდეგ დაამტკიცა რაც ფილმ
Mud (2012 film) უყურა 2012 წელს მეთიუს მონაწილეობით.

ფილმი ყველაზე ხანგრძლივია მათ შორის რაც კი ოდესმე გადაუღიათ 15/70mm IMAX კამერის საშუალებით.

საინტერესო ფაქტები Interstellar-ის შესახებ

Interstellar -ის გადაღება ჯერ კიდევ 2006 წელს სურდა სტივენ სპილბერგს. სტივენმა სცენარისტად ჯონათან ნოლანი, კრისტოფერის ძმა დაიქირავა ,ხოლო სპილბერგის წასვლის შემდეგ ჯონათანმა ფილმის გადაღება მის ძმას შესთავაზა და თავადვე წარუდგინა სტუდიას.

„მერფის წიგნების თაროზე „ განლაგებულ წიგნებს შორის, რომელიც გრავიტაციის ძალით ცვივა ძირს ერთ-ერთი სტეფენ კინგის "The Stand" გახლავთ ,რომელიც მოგვითხროსბ ისტორიას თუ როგორ უმკლავდებიან ადამიანები აპოკალიფსს.

კოსმოსში მოგზაურობის ისტორია ეყრდნობა კიპ ტომის თეორიული ფიზიკის ნამუშევრებს, რომლებიც ასევე გამოყენებული იქნა კარლ საგანის ფილმის "Contact" -ის სცენარისთვის,რომელშიც აგრეთვე მეთიუ მაკკონაჰი მონაწილეობს.

ფილმი გადაღებულია გამოგონილი საპროდუქციო სახელით "Flora's Letter". ფლორა კრისტოფერის ქალიშვილს ჰქვია.

როდესაც ფილმის გადაღებას სტივენ სპილბერგი აპირებდა ფილმის ბანერი Paramount -ს ეკუთვნოდა ,თუმცა როცა ნოლანი დაიქირავეს პროდუქციის ნაწილზე პრეტენზია, Warner Brothers-მა განაცხადა (სტუდია ,რომელშიც ნოლანის ცნობილი ფილმების The Dark Night-ის ტრილოგიის და Inception-ის გადაღებები მიმდინარეობდა )




Interstellar კრისტოფერ ნოლანის და მაიკლ კეინის მეშვიდე კოლაბორაციის შედეგია. რეჟისორებმა ისეთ ფილმებზე იმუშავეს როგორიცაა: Batman Begins, The Prestige, The Dark Knight, The Dark Knight Rises, Inception.
ფილმის ცნობილი რობოტი . TARS
ბილი ირვინის მიერ იმართებოდა, რომელიც ფიფრული კამერის საშუელბით გადაიღეს და ბილის სცენები ამოჭრეს.

ფილმში Academy Award-ის ნომინანტი 8 მსახიობი( აქედან 5 აღებული აქვს ოსკარი) მონაწილეობს: Matthew McConaughey Michael Caine Ellen Burstyn ,Anne Hathway and Matt Damon), Jessica Chastain ,Casey Affleck , John Lithgow.

ფილმში რობოტს რომელსაც ყინულის პლანეტაზე წაიყვანენ ჰქვია KIPP, მეცნიერ კიპ ტორნის საპატივცემულოდ.

ფილმში გამოყენებული კოსმოსური ხომალდები : Ranger, Endurance და Lander რეალურად მინიატურული მოდელებია.

ფილმის მთლიანი მონაცემები 800 ტერაბაიტს იტევს სპეციალური ეფექტების ჩათვლით.

დედამიწის სცენების გადაღება სტუდიაში 500 აკრზე მიმდინარეობდა.

საინტერესო ფაქტები Interstellar-ის შესახებ
საინტერესო ფაქტები Interstellar-ის შესახებ

ნოლანს სურდა ფილმისათვის მუსიკა ჰანს ზიმერს( მათ ადრე The Dark Knight-ის ტრილოგიასა და Inception-ზე უკვე ითანამშრომლეს) შეექმნა , თუმცა ბოლოს კომპოზიტორს კრისტოფერმა სცენარის ერთი ფურცელი გაუგზავნა რომელშიც აქცენტი მამა შვილის ასპექტებზე კეთდება. ნოლანმა მას სენტიმენტაური მუსიკის შექმნა სთხოვა.

კრისტოფერ ნოლანმა უარყო ის ფაქტი თითქოს ფილმი Gravity გახდა Interstellar-ის გადაღების ინსპირაცია.

ფილმის სცენარი რომლებიც მსახიობებს გადაეცათ დაწერილი იყო ნათელ თეთრ ფურცლებზე, რათა არავის შესძლებოდა მისი ფოტოკოპიების გავრცელება.

როდესაც პირველად მეთიუმ სცენარი წაიკითხა მან ყველა შენიშვნა ჩამოწერა და უკან გადაუგზავნა სცენარისტებს.

ფილმში გამოყენებულ მისივე სამეცნიერო საფუძვლებზე ტორნმა განაცხადა : „ნაწილი სამეცნიერო საზოგადოებისათვის ცნობილია, ნაწილი განათლების შედეგია, ნაწილი კი სპეკულაციის.“

საინტერესო ფაქტები Interstellar-ის შესახებ

ფილმის ყურების შემდეგ მაყურებლებს გაუჩნდათ კითხვა სწორია თუ არა თეორია რომ კოსმოსში დრო მრუდდება? თუ მეცნიერებს დავუჯრებეთ თეორია აბსოლიტურ სიმართლეს წარმოადგენს. ფილმის მსახიობები კოსმოსში 26 წლის ასაკში მიდიან , ფილმის ბოლოს კი 126 აღემატებიან. 1912 წელს აინშტაინმა გრავიტაციას უწოდა პროდუქტი ,რომელიც უდიდესი სხეულების, როგორიც მაგალითად დედამიწაა დროის „გამრუდების“ შედეგია.დედამიწაზე გრავიტაციის შედეგები ყველაზე ნაკლებად იმიტომ აისახება რომ სხვა ციურ სხეულებთან შედარებით დედამიწა მინიმალური ზომისაა.სხეულებზე რომლებიც გრანდიოზული ზომისაა მაგალითად, ნეუტრონის ვარსკვლავები, ისინი ისე მჭიდროა რომ ისინი დროს ამცირებენ, ხოლო შავი ხვრელის ზედაპირზე დრო პრაქტიკულად შეჩერებულია, ამიტომაც ვერ გრძნობდნენ ფილმის გმირები დროის ცვლილებებს.უფრო მეტიც კოსმოსი სხვადასხვა სივრცით ნაწილებად იყოფა,რომლებიც არ წარმოადგენენ სამყაროს ნაწილს და რომლებიც ასტროფიზიკოსებისათვის ცნობილია როგორც ‘the bulk.მილერის პლანეტა იმდენად ახლოს მდებარეობს შავ ხვრელთან გარგანტუასთან რომ გეგონებათ შეიწოვსო. შავ ხვრელს დაახლოებით 100 მილიონი მზის ზონა აქვს და მისი მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობს.თუ მას რაიმე ეფექტი ექნება ბუნებაზე ეს აისახება სწრაფ დაბერებაში როგორც რომილი დაბერდა უცაბედად ფილმში.


სიმართლეს შეესაბამება შავი ხვრელის გარანტუას ირგვლივ მიმდინარე მოვლენებიც. შავი ხვრელის ირგვლის მდებარე მასიური ვარსკვლავების და გალაქტიკებიც,რომლებიც ადამიანის თვალს მოგვაგონებენ სიმართლეს წარმოადგენს. ვარსკვლავების სიმრუდე,რომელიც ცნობილია როგორც „გრავიტაციული ლინზა“ კომპიუტერის მოდელირებით შეიქმნა.მოდელირება იმდენად სიზუსტიდაა შექმნილი რომ ტორნმა აღმოაჩინა რომ შავი ხვრელები ერთ მხარეს ჩანექილია ,ხოლო მეორე მხარეს ამოზნექილი.ეს ფენომენი პირველად მოხდა, რასაც ტორნმა სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნა , რომელშიც დეტალურად აღწერს აღმოჩენას.შავი ხვრელის ჩაზნექილობა ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე აკურატული მოდელია რაც საშუალებას გაძლევთ ახლოს შეხედოთ მას.

საინტერესო ფაქტები Interstellar-ის შესახებ საინტერესო ფაქტები Interstellar-ის შესახებ
საინტერესო ფაქტები Interstellar-ის შესახებ საინტერესო ფაქტები Interstellar-ის შესახებ
საინტერესო ფაქტები Interstellar-ის შესახებ საინტერესო ფაქტები Interstellar-ის შესახებ

ფილმში გამოგონილია მომენტი როდესაც Interstellar-ის კოსმოსური ხომალდის წევრებს აქვთ თავის ტკივილი მილერის პლანეტასთან მიახლოვებისას, რადგან პლანეტა მთლიანად კონტროლდება შავი ხვრელის გარგანტუას მიერ.იმისათვის რომ შავმა ხვრელმა არ შეისრუტოს ხომალდი , მას უწევს უდიდესი სიჩქარით გადაადგილება , რათა გრავიტაციულ და ცენტრიფიგურულ ძალებს გაექცეს ამიტომ კუპერი დგება დილემის წინ , მას უწევს სროლა შავი ხვრელის ირგვლივ.
მეცნიერების ნაწილი ეთანხმება თეორიას დედამიწაზე მარცვლეულის ავადმყოფობის შესახებ, რაც დედამიწისკენ მომართულ საფრთხეზე მიუთითებს.ბიოლოგი ელიოზ მეიეროვითსი კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფროფესორი ვარაუდობს რომ შესაძლებელია პათოგენმა თავს დაესხას ქლოროპლასტს რაც მცენარეებს ფოტოსინთეზისათვის სჭირდებათ. თუ რაიმე პათოგენი გაჩნდა დავუშვათ ოკეანეში ის გაანადგურებს წყალქვეშა ფლორასა და ფაუნას და შემდეგ დედამიწაზეც გადმოინაცვლებს. ასე რომ სიმინდის და სხვა მარცვლეულის „სიკვდილი“ არცთუ გამორიცხული თეორიაა.

საინტერესო ფაქტები Interstellar-ის შესახებ

გაურკვეველია ფაქტი სიმართლეს შეეფერება თუ არა ფილმში ხომალდის მოგზაურობა გალაქტიკების სივრცეებს შორის ან არსებობენ თუ არა ისინი. ასტროფიზიკოსმა ჯონ ვილერმა მათ „ჭიის ხვრელები“ უწოდა ,რადგან თეორია ვაშლის მაგალითზე შექმნა.თუ ჭიანჭველა ვაშლის ხვრელში შეძვრება იგი მეორე მხარეს იოლად გადავა ცენტრის გავის საშუალებით ვიდრე ვაშლის ირგვლივ მოგზაურობით.თუ წარმოვიდგენთ რომ სამყარო სწორი ფურცელია ერთი მხარიდან მეორეში გადასვლისათვის სწორ ხაზზე უნდა ვიაროთ,ხოლო თუ ფურცელს მოვკეცავთ იგივეს ხვრელის საშუალებით მოვახერხებთ.რეალურად „ჭიის ხვრელი“ სამყაროში წარმოადგენს ადგილს სადაც დროს და კოსმოსი იღუნება. ისინი თეორიულად არსებობენ, მაგრამ არავინ იცის შესაძლებელია თუ არა მათი დანახვა .

საინტერესო ფაქტები Interstellar-ის შესახებ
საინტერესო ფაქტები Interstellar-ის შესახებ
საინტერესო ფაქტები Interstellar-ის შესახებ
საინტერესო ფაქტები Interstellar-ის შესახებ
საინტერესო ფაქტები Interstellar-ის შესახებ


Category: Fun, Interesting, Films, Movies
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top