24 March 2015      TataNakani     Views 5 058    
Category: Fun, Interesting / Take Care

ყოველი დილა ქაოსით იწყება?

გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება გახადოთ თქვენი დილა მშვიდი და ხალისიანი. იყოთ პუნქტუალურები და მოწესრიგებულები. დააწესეთ წესები თქვენი დილისათვის, რომელიც თქვენი პოზიტიური დღის წინაპირობაა. რჩევების გათვალისწინებით ყველაფერს მოასწრებთ და თქვენი ყოველდღიური რუტინის ცვლილებას მალე იგრძნობთ.

დაიწყეთ დღე ენერგიულად. დრო უაზროდ არ დაკარგოთ. გამოიყენეთ წინა ღამის რამდენიმე წუთი თქვენი დილისათვის.

გაითვალისწინეთ რჩევები და შეცვალეთ თქვენი ქაოსური დილა


შეცვალეთ თქვენი ქაოსური დილა


#1 შეამოწმეთ თქვენი სოციალური ქსელის შეტყობინებები მოგვიანებით. გამოიყენეთ ეს დრო ყავის მოსადუღებლად.

შეცვალეთ თქვენი ქაოსური დილა


#2 წინა ღამით მოამზადეთ საკვები, რომელიც საუზმისთვის გამოგადგებათ. მაგალითად, მაფინები. საუზმის გაკეთებაში ბევრი დრო არ დაგეკარგებათ.

შეცვალეთ თქვენი ქაოსური დილა


#3 გაიმზადეთ სამოსი წინა ღამით. გარდერობის წინ რამდენიმე წუთის დასაკარგი დრო არ არის, ამ დროს მაკიაჟის გაკეთებასაც მოასწრებთ.

შეცვალეთ თქვენი ქაოსური დილა


#4 ღამის 2 საათზეც გღვიძავთ? დაძინებამდე ერთი საათით ადრე მოერიდეთ სოციალურ ქსელებსა და ტელევიზორს. მიეცით თქვენს სხეულსა და გონებას დასვენების საშუალება. დროულად ძილის შემთხვევაში დილას ენერგიულად დაიწყებთ და ყველაფერს მოასწრებთ.

შეცვალეთ თქვენი ქაოსური დილა


#5 დააწესეთ წესები თქვენი მშვიდობიანი და ხალისიანი დილისათვის.

მიიღეთ შხაპი;
ჩაიცვით წინა ღამით გამზადებული სამოსი;
გაიკეთეთ მაკიაჟი და ვარცხნილობა;
წვენი/ყავა/ჩაისთან ერთად მიირთვით საუზმე.

დაიწყეთ დღე ენეგიულად. დრო უაზროდ არ დაკარგოთ. გამოიყენეთ წინა ღამის რამდენიმე წუთი თქვენი დილისათვის.

გაითვალისწინეთ რჩევები, იყავით პუნქტუალურები და მოწესრიგებულები ყოველდღე.

შეცვალეთ თქვენი ქაოსური დილა


ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fun, Interesting / Take Care
Tags:

Share it
Comments
Back to Top