20 March 2015      Ancho.     Views 3 089    
Category: Fun, Interesting / Stars

http://31.media.tumblr.com/a49a7623c0cf8896536b7fec0261397a/tumblr_njxqiviEjj1ro1dyeo1_500.gif


კარლ ლაგერფილდის საინტერესო განცხადებები
THE NEW YORK TIMES Interview

იტალიურმა მოდის სახლმა FENDI-მ ზაფხულის პარიზის მოდის კვირეულისათვის პირველი ბეწვის ნაწარმის ჩვენება დააანონსა. მოვლენა კარლ ლაგერფილდის 50 წლიან იუბილეს ემთხვევა ბრენდის კრეატიული დირექტორის რანგში. ჟურნალის ინტერვიუერი კარლს ეწვია და გამოკითხა. დიზაინერმა, რომელიც ცნობილია გესლიანი ფრაზებით, რაც კარლიზმის სახელწოდებითაც დამკვიდრდა, ურთიერთობებზე, ბეწვზე, საკუთარ თავზე და კოლეგებზე მოკლედ და ლაკონურად უპასუხა.

http://36.media.tumblr.com/5f82b478cb3959629120d578d7e7c3a3/tumblr_nislq7xCCf1qgngcgo1_540.jpg


სხვისი აზრი. "არც ისე ბევრი ადამიანი არსებობს, ვისი აზრიც მაინტერესებს. მამაკაცების აზრთან კი საერთოდ არანაირი საქმე არ მაქვს."

სტრესი. "მე არ მჯერა სტრესის. ეს სამსახურია და არა ისტერიკის ადგილი."

http://33.media.tumblr.com/cce55478ae21f1c54301beb83c7155c7/tumblr_nj1hhsWMmu1rw38pjo1_500.gif


თავისი კარიერის ისტორიაზე. "არანაირი ისტორია არ არსებობს. მე არქივიც არ მაქვს. არაფერს არ ვინახავ. მე მომწონს რასაც ვაკეთებ და არა ის რაც გავაკეთე. როდესაც ადამიანები დაიწყებენ ფიქრს, რომ წარსულში უკეთ გამოსდიოდათ, ვიდრე აწმყოში, კეთებას შეწყვეტენ. ბევრი ჩემი კოლეგა ქმნის არქივებს და უყურებენ თავიანთ შემოქმედებას, თითქოს რემბრანტებია. არ არის საჭირო."

თავის კატაზე. "ვიმედოვნებ როდესმე შუპეტი ჩემზე ცნობილი გახდება და მე უბრალოდ მის ჩრდილში ვიარსებებ."



ნოსტალგია. "დღევანდელობის ერთ-ერთი ავადმყოფობაა - გამუდმებით უკან ყურება. ამოიგდეთ თავიდან. მოდა ეს არის ახლა და ხვალ. საერთოდ ვის ანაღვლებს წარსული?"

შთაგონება. "მე არ ველოდები შთაგონებას. ფრანგები ამბობენ - იდეები იბადება მუშაობისას. ჩემს მაგიდასთან დიდი ნაგვის ურნა დგას და იდეების 95 % იქ იგზავნება."


http://36.media.tumblr.com/3d957864cee244f69835b64ae0b0c6e9/tumblr_mugxbrbQSV1qhtdsto1_500.jpg


ბეწვის მოწინააღმდეგებზე. "მე არ მესმის პროტესტის აზრი იქამდე სანამ ადამიანები არ წყვეტენ ხორცის ჭამას და ტყავის ჩაცმას. ჩემთვის საშინელებაა ცხოველების მკვლელობის იდეა, მაგრამ ვფიქრობ ეს ტექნოლოგია ჩვენ დროში უფრო სრულყოფილი გახდა. მემგონი, ხორცის მაღაზია გაცილებით უარესია. ეს დანაშაულის ადგილის სტუმრობას ჰგავს. საშინელებაა, ასე არ არის? ამიტომაც ვამჯობინებ ამაზე არ ვიფიქრო."



სხვა დიზაინერებზე. "ბევრი მათგანი საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად იღებს. თავს უწოდებენ "მხატვრებს". მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ოსტატები ვართ. მოდა თანდართული ხელოვნებაა და ამასში ცუდი არაფერი არაა. მაგრამ, თუ გინდათ მხატვრები იყოთ, გამოეფინეთ გალერეებში."

თავის საქმეზე. "მე არ ვიღებ იდეებს წარსულიდან. ხანდახან ვხედავ რაღაცას და ვფიქრობ: აი ეს, არ არის ცუდი. შემდეგ მე მეუბნებიან: ეს ხომ უკვე გააკეთეთ 20 თუ 30 წლის წინ. შეიძლება, მე უბრალოდ არ მახსოვს. სანამ შენ ამ ბიზნესში ხარ, შენ შენს სამსახურზე არ უნდა იფიქრო. გერმანიაში იხსნება გამოფენები, რომლებიც ჩემს ნამუშევრებს ეძღვნება ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა Fendi, Chanel, Karl Lagerfeld, Chloé... მე მათ არც ვნახულობ, რადგან ჩემთვის სულ ერთია."

http://40.media.tumblr.com/854a1e680c44bf727b46f606d54b9311/tumblr_niw734T7jg1r0ldx9o1_500.jpg
http://36.media.tumblr.com/6582ffbd965cb625b2243fd66f209e62/tumblr_niw734T7jg1r0ldx9o5_500.jpg


პენსია. "მე არასდროს არ გავალ პენსიაზე, რადგან ეგრევე მოვკვდები. შანელი გარდაიცვალა კოლექციის შექმნის პროცესში, როდესაც 87 წლის იყო, მე ჯერ კიდევ მაქვს დრო."


Interesting statements from famous designer
Interesting statements from famous designer
Interesting statements from famous designer
Interesting statements from famous designer




Category: Fun, Interesting / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top