;

19 March 2015      TataNakani     Views 21332    
Category: Fun, Interesting, Take Care

ვარჯიშის დროა


ქალბატონებო, ცივი ზამთრის შემდეგ მოდუნებული სხეულის ვარჯიშის დრო დადგა.
წინ მხურვალე სეზონი გელოდებათ, რომელსაც ღირსეულად უნდა შეეგებოთ.ვარჯიში კი თქვენი თავდაჯერებულობის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევასა და კონკრეტულ ვიდეოებს, რომელთა დახმარებით სახლში, ზედმეტი ხარჯების გარეშე შეძლებთ ვარჯიშს, ისე რომ შედეგი საუკეთესო იქნება.ვისგან უნდა მივიღოთ რჩევები ვარჯიშის შესახებ? რა თქმა უნდა, სუპერმოდელებისგან, რომელთა ცხოვრება ვარჯიშის გარეშე წარმოუდგენელია. ადრიანა ლიმას, ალესანდრა ამბროსიოს, სინდი კროუფორდისა და სხვა მოდელების რჩევები მოტივაციის ამაღლებისა და შრომის საუკეთესო წინაპირობაა.

ივარჯიშეთ, შეცვალეთ თქვენი სხეულის ფორმები და შეხვდით ზაფხულს საუკეთესო ფორმაში. გახსოვდეთ, რაც მალე დაიწყებთ ვარჯიშს, შედეგი მით უფრო კარგი გექნებათ. ვარჯიშის შედეგად უკეთ შეიცნობთ თქვენს სხეულს, იგრძნობთ ახალ ენერგიას და თავდაჯერებულობას, რაც გახსოვდეთ ქალის საუკეთესო აქსესუარია.

რჩევები თქვენი სხეულის ცვლილებისა და ახალი ენერგიის გამომუშავებისათვის.


სუპერმოდელების ვიდეოები დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი ვარჯიში მოძებნოთ. თუ გსურთ სხეულის მხოლოდ ერთი კონკრეტული ნაწილის ვარჯიშები, არჩევანი თქვენზეა. იხილეთ, Victoria's Secret-ის ანგელოზების ვარჯიშები.

Adriana Lima

ვარჯიშის დროა















Alessandra Ambrosio

ვარჯიშის დროა

















Doutzen Kroes

ვარჯიშის დროა











Lily Aldridge

ვარჯიშის დროა






სუპერმოდელის ერთი დღე



ავტორის რეკომენდაცია

ვარჯიშის დროა


სინდი კროუფორდი 90-იანი წლების სუპერმოდელია, რომელიც ყოველთვის გამორჩეული იყო მისი ხალითა და სხეულით. სინდის ვარჯიშებს გამოსვლისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ის დღემდე აქტუალურია. ძველი, თუმცა ეფექტური საშუალება თქვენთვის სწორედ სინდის ვარჯიშებია. გამონახეთ ერთი საათი საკუთარი თავისა და ჯანმრთელობისათვის. თქვენი სხეულის ცვლილებებით მალე აღფრთოვანდებით.შედეგი შრომის შედეგად აუცილებლად გექნებათ.
იხილეთ ვიდეო, რომელშიც მთელი სხეულის ვარჯიში არის გაერთიანებული. თქვენ არ დაგჭირდებათ ცალცალკე უყუროთ რომელიმე კუნთისთვის სპეციალურ სავარჯიშო ვიდეოს. აქ ყველაფერი გაერთიანებულია და ვარჯიშის დამთავრების შემდეგ ენეგიის მომატებასა და სხეულის სიჯანსაღეს იგრძნობთ.

ვარჯიშის დროა


აუცილებლად დალიეთ წყალი ვარჯიშის მიმდინარეობისას, ამას ვიდეოში სინდისგანაც ბევრჯერ გაიგებთ.
ვარჯიშისთვის დაგჭირდებათ განტელები, პლედი და საჭიროებისამებრ სკამი.
დაიმახსოვრეთ აუცილებელი არ არის პირველ ვარჯიშზევე შეასრულოთ ყველაფერი, ისე როგორც ამას სინდი აკეთებს. ტკივილის შეგრძნებისას გაჩერდით, დაისვენეთ და გადადით შემდეგ ვარჯიშზე. ნელ-ნელა თქვენი ვარჯიში სრულყოფილი გახდება.

მალე გაძლიერდებით და სინდისთან ერთად სიამოვნებით ივარჯიშებთ.



სინდის ვარჯიში დედებისთვის

სუპერმოდელის ვარჯიში არც დედის ამპლუის მორგების შემდეგ შეწყდა. სინდიმ იზრუნა დედებზე, რომლებსაც სურთ ფორმაში იყვნენ და თავდაჯერებულობა იგრძნონ.

თავად სინდიმ მშობიარობიდან 3 თვის შემდეგ დაიწყო ვარჯიში და ვიდეოში მოცემული A,B და C ვარჯიშები ნელ-ნელა აითვისა. დაიწყეთ A ვარჯიშით, ორი კვირის შემდეგ გადადით B-ზე, ხოლო C ვარჯიში 6 კვირის შემდეგ სცადეთ. შემდეგ კი სურვილისამებრ გააკეთეთ ნებისმიერი ვარჯიში.

ივარჯიშეთ სინდისთან ერთად და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.



ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fun, Interesting, Take Care
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top