;

14 March 2015      ANGEL     Views 3760    
Category: Fun, Interesting, Films, Movies



საქართველოს კინოთეატრებში გაიმართა ფილმ Cinderella-ს პრემიერა,
რომელიც ჩვენი ბავშვობის დისნეის ზღაპრის ეკრანიზაციის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენდა, მოდით ვაღიაროთ... უდიდეს მადლიერებას გამოვთქვამთ ფილმის შემქმნელებისადმი, რომ არ შეეცადნენ ფილმში თანამედროვე შტრიხებისა და შავბნელი ძალების ზემოქმედების ჩართვას, რაც ასე ხშირად ხდება ზღაპრების ეკრანიზაციისას. თურმე სწორედ ასეთი გეგმები ქონდა წინა რეჟისორს, მაგრამ Disney-ს გადაწყვეტილებით და კენეტ ბრენას ძალისხმევით, რეჟისორმა ფილმს შეუნარჩუნა ზღაპრისეული იდეალიზმი და სიკეთის რწმენა!




Cinderella (2015)
საქართველოს კინოთეატრებში 12 მარტიდან:
ამირანი, რუსთაველი და აპოლო
www.new.kinoafisha.ge/movies/cinderella




თუმცა ფილმში 1 სასიხარულო ცვლილება კონკიასა და პრინცის გაცნობას ეხება. რაღა თქმა უნდა, რომელი ჩვენთაგანი დაიჯერებდა კლასიკური ვერსიით მეჯლისზე ერთი ნახვით შეყვარების ისტორიას. არა, მათ ერთმანეთი ტყეში გაიცნეს და პირველი საუბარი ცხოველებსა და მოწყალებაზე შედგა. რამდენადაც გვინდა გვჯეროდეს ზღაპრებისა და საოცრებების, რთულია დაგვარწმუნოთ, რომ კაცის, და მითუმეტეს პრინცის მოხიბლვა ფერია-ნათლიას მიერ შექმნილი კაბითა და ბროლის ფეხსაცმლით შეიძლებოდა, ამიტომაც ფილმში ამ სახეცვლილმა ეპიზოდმა აუდიტორიაში აპლოდისმენტები გამოიწვია.



ყველაზე პატარა მაყურებელიც კი შეიყვარებს ამ ფილმს და დაიხსომებს ფრაზას:
იყავი ძლიერი და გჯეროდეს სიკეთის!


ასევე აღსანიშნავია ბოროტი დედინაცვალის - ქეით ბლანშეტის შესრულების მანერა, ის ნამდვილად უარყოფითი პერსონაჟია, თუმცა ფილმის მსვლელობისას გეუფლებათ სურვილი უფრო მეტი განვითარება პოვოს მისმა პერსონაჟმა და გაგაოცოთ ქეითის 'დედინაცვალმა', რომელიც bitching-ის სამაგალითო ნიმუშია, და მაინც, როგორი ელეგანტურად შემოსილია მისი პერსონაჟი! ფილმისთვის კოსტუმების დიზაინერმა Sandy Powell -მა კოლოსალური შრომა გასწია, ჰელენ ბონამ კარტერის კაბის შექმნაზე კი ელექტრო-ინჟინრებსაც მოუწიათ შრომა. ბროლის ფეხსაცმელის ისტორიასა და მის მრავალ დიზაინერულ-ვერსიაზე კი თქვენ უკვე იხილავდით,
ასევე სპეციალურად დაამზადეს ავეჯი და ჭაღები წვეულების სცენებისთვის,
რაც საერთო ჯამში ფილმს ულამაზეს კინო-ლენტად აქცევს!









ეს ფილმი რეჟისორ კენეტ ბრანასთვის პირველ თანამშრომლობას წარმოადგენს Walt Disney Pictures-სთან, თუმცა კი მან გადაიღო ფილმი Thor (2011), რომელიც თავდაპირველად Paramount Pictures-ს მიეკუთვნებოდა, შემდგომ კი Disney-მ გადაიბირა. ფილმის დაწყებამდე კინოთეატრებში ნაჩვენები იქნება მოკლემეტრაჟიანი 7 წუთიანი ანიმაციური ფილმი Frozen Fever (2015), და ამ მომენტში არ უნდა იფიქროთ, რომ აუდიტორია შეგეშალათ და სხვა ფილმზე აღმოჩნდით :) ... ერთი რამ კი დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, ფილმი Cinderella წარმოადგენს დისნეის ფილმს, თუმცა ის არ არის საბავშვო ფილმი და ამ ულამაზესი კოსტუმებითა და სამსახიობო დასის დიდებულებით უფროსი თაობის მაყურებელი დიდად ისიამოვნებს.




სახალისო ფაქტად ავღნიშნავთ კავშირს ლილი ჯეიმსსა და რიჩარდ მედენს შორის რეალურ ცხოვრებაში. ლილის ამჟამინდელ ბოიფრენდი მეტ სმიტი ხვდებოდა რიჩარდის ამჟამინდელ მეგობარ გოგონა ჯენა კოულმენთან, ისინი ერთად მუშაობენ BBC-ს ლეგენდარულ სერიალში Doctor Who : ) ოთხივე მათგანმა ერთად მოიყარა თავი ფილმის პრემიერაზე და სულაც არ იყო მათთვის ეს უხერხული მომენტი, მათ ერთად სელფიც კი გადაიღეს.

ხოლო ჰელენ ბონამ კარტერის ხილვა კეთილი-ფერიის როლში რამდენადაც არ უნდა გვაოცებდეს, ის სწორედ ასე დაინახა რეჟისორმა და შეგახსენებთ ჰელენი და კენეტი ერთმანეთს 1994-99 წლებში ხვდებოდნენ.


Matt Smith joins Lily James, Jenna Coleman and Richard Madden
at the Cinderella after party in Berlin


ფილმის მსოფლიო პრემიერის ტურნეს თუ თვალს ადევნებდით გაგაოცებდათ 25 წლის ბრიტანელი მსახიობის ლილი ჯეიმსის საოცრად მოხდენილი და მოდური კაბები წითელი ხალიჩის პრემირებიდან, მსახიობების ჩაცმულობასა და იმიჯზე ცნობილმა დიზაინერებმა ტურნეს განმავლობაშიც იზრუნეს.





















Category: Fun, Interesting, Films, Movies
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top