;

5 March 2015      ANGEL     Views 10915    
Category: Fun, Interesting, Films, Movies



ცნობილი ზღაპრის კონკია ანუ Cinderella/Золушка-ს მრავალი ეკრანიზაცია და ფილმი გვინახავს ადაპტირებებული სცენარით, თითოეული მათგანი ზღაპრის ახლებურ ვერსიას წარმოგვიდგენს და მაინც, თითქოს არც არასდროს მოგვბეზრდება ამ ჯადოსნური და საოცარი ისტორიის ხელახლა მოსმენა. სულ მალე ვიხილავთ 2015 წლის ფილმს გასაოცარი სამსახიობო დასის მონაწილეობით, რომელიც ამ უძველესი ზღაპრის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ეკრანიზაცია იქნება.

Cinderella (2015)
პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 12 მარტიდან!
www.new.kinoafisha.ge/movies/cinderella




საერთოდ კი... ზღაპრის ყველაზე ძველი ვერსია აღმოჩენილია ეგვიპტური პაპურისუს ჩანაწერებში, 7 საუკუნის ჩანაწერების მიხედვით მთავარი პერსონაჟი ბერძენი გოგონა სახელად როდოპისი გახლდათ, რომელიც მეკობრეებს ჩაუვარდა ტყვედ და ეგვიპტეში მონად გაიყიდა. სიუჟეტის მიხედვით გოგონას მეპატრონემ მოოქროვილი სანდალი აჩუქა, რომელიც მისი მდინარეში ბანაობის დროს შევარდენს მოუპარავს და ფარაონისთვის მიუტანია. ფეხსაცმლის სიკოხტავემ, რაც მისი მფლობელის სილამაზეზე მეტყველებდა ფარაონი მოხიბლა და ბრძანა გოგონას პოვნა, და როგორც ზღაპარში ეს ისტორიაც ქორწილით დასრულდა.




ზღაპრის ჩვენთვის ცნობილი ვერსია ევროპულ ზეპირსიტყვიერ თხზულებას წარმოადგენდა, რომელიც წერილობითი სახით პირველად 1634 წელს ჩაიწერა იტალიელმა სამხედრომ, რომელიც ზღაპრებს აგროვებდა. ევროპაში გავრცელებული ეს ზღაპარი აღწერდა სარდინიაზე მცხოვრებ გოგონა ზეზოლას ისტორიას, მის ბოროტ დედინაცვალ და ნახევარ-დებს, საოცარ ტრანსფორმაციას და რაღა თქმა უნდა დაკარგულ ფეხსაცმელს.. 1697 წლის ვერსიაში კი ფრანგმა მწერალმა ისტორიას გოგრა, თაგვები, ფერია-ნათლიას პერსონაჟი და ბროლის ფეხსაცმელი შემატა, თუმცა ყველაზე ცნობილი ვერსია ძმებ გრიმებს ეკუთვნით, გამოცემული 1812 წელს.




ინგლისურად მას მოიხსენიებენ როგორც Cinderella, რაც გაშიფრეს როგორც "cinder Ella" ბუხრის მტვერში ამოსვრილი ელლა, იტალიელებმამას შეარქვეს Cenerentola, ფრანგებმა Cendrillon, გერმანელებისთვის - Aschenputtel (ძმები გრიმების მიხედვით), რუსები მას "Золушка"-ს სახელით მოიხსენიებენ, ქართულად კი კონკიას ვეძახით. ყველასთვის ერთხმად კონკია განასახიერებს კეთილშობილ, თავმდაბალ გოგონას, რომელიც მრავალი ჩაგვრისა და უსამართლობის შემდეგ ბედისწერამ დაასაჩუქრა.




აქამდე გადაღებული ფილმებიდან გამოვარჩევდით:

Cinderella (1950) - დისნეის ანიმაციური-ფილმი, ზღაპარი კლასიკური სცენარით, განუმეორებელი და შეუცვლელი მულტფილმი!
Три орешка для Золушки (1973) - გერმანულ-ჩეხური ფილმი, გადაღებული ბოჰემურ ეპოქაში სავარაუდოდ ჩვენთვის ყველაზე ძველი, საყვარელი და ნაცნობი ვერსიაა ზღაპრის.
Cinderella (1997) - უიტნი ჰიუსტონის მონაწილეობით, როგორც ფერია-ნათლია და ვუპი გოლდბერგი დედოფლის როლში.






Ever After (1998) - დრიუ ბერიმორის მონაწილეობით, სიუჟეტი ასახავს ძმები გრიმების შთაგონების წყაროს, ლეონარდო დავინჩის პერსონაჟს და მის მუზას, რენესანსის ეპოქის საფრანგეთს და სხვა მრავალი თემის მიქსს. აღსანიშნავია, რომ ამ ეკრანიზაციაში პოსტ-ფემინიზმური განწყობა სუფევს და სხვა ფილმებისგან განსხვავებით აქ კონკიას პერსონაჟი არ არის თავჩაქინდრული და დაჩაგრული გოგონა.
Cinderella (2000) - ბრიტანული ფილმი, მოდერნიზებული ისტორია, ნათლიის როლში - ჯეინ ბირკინი!




A Cinderella Story (2004) - ასევე თანამედროვე ვერსია, ჰილარი დაფისა და ჩედ მაიკლ მიურეის მონაწილეობით.
Ella Enchanted (2004) - ფილმი ელას ისტორიის სახეცვლილ ვერსიას აღწერს, თუმცა მრავალი ენ ჰეტეუეის ელას სრულიად ვერ აღიქვამს კონკიას სახით.
Another Cinderella Story (2008) - კიდევ ერთი თინეიჯერული ვერსია ზღაპრისა, სელენა გომეზის მონაწილეობით.
Aschenputtel (2010) - ზღაპრის ეკრანიზაციის გერმანული ვერსია.
A Cinderella Story: Once Upon a Song (2011) - თანამედროვე მიუზიკლი ლუსი ჰეილის მონაწილეობით.
Into the Woods (2014) - მუსიკალური ფილმი ანა კენდრიკის, მერილ სტრიპის, ემილი ბლანტის, კრის პაინის და ჯონი დეპის მონაწილეობით აერთიანებს ძმები გრიმების რამდენიმე ზღაპრის პერსონაჟს, მათ შორის კონკიას, წითელქუდას, რაპუნცელს და სხვა ზღაპრის გმირებს.



Cinderella (2015) - ფილმი, რომელსაც სულ მალე ვიხილავთ საქართველოს კინოთეატრებში, ზღაპრის კლასიკურ ეკრანიზაციას წარმოადგენს. ფილმში მონაწილეობენ ლილი ჯეიმსი (კონკია), ქეით ბალნშეტი (დედინაცვალი), ჰოლიდეი გრეინჯერი და სოფი მაკშერა (ნახევარ-დები), ჰელენა ბონჰემ კარტერი (ნათლია), სტელან სკარსგარდი და რიჩარდ მედენი პრინცის როლში, რომელიც შესაძლოა გეცნობათ, როგორც რობ სტარკი HBO-ს "Game of Throne"-დან. ბრიტანელი მსახიობის კიდევ ერთხელ ხილვამ პრინცის როლში მრავალი ჩვენგანი გააბედნიერა და ვიცით, რომ ამ ზღაპარში ქორწილს ბედნიერი დასასრული ექნება!













პარალელებს თუ გავავლებთ 2015 წლის ფილმსა და
1950 წლის დისნეის ცნობილ მულტფილმს შორის მრავალ მსგავსებას ვნახავთ.









ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 12 მარტიდან!
www.new.kinoafisha.ge/movies/cinderella


ველით კონკიას ზღაპრის 2015 ფილმის ეკრანიზაციას,
ჩვენს გონებაში კი დისნეის მულტფილმის ნახატები ტრიალებს <3














Category: Fun, Interesting, Films, Movies
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top