3 March 2015      Ancho.     Views 5 240    
Category: Fun, Interesting / Stars

Stars, which had problems with the law

კანონდამრღვევი ვარსკვლავები
ვარსკვლავებიც ის რიგითი მოკვდავები არიან, რომლებიც არ არიან დაზღვეულნი ჯარიმისა და პატიმრობისგან. წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ კანონთან. მრავალი ვარსკვლავის ჰოლივუდურ-პროფაილს სასამართლო ცნობები და დაკავების ფოტოები ერთვის.

Stars, which had problems with the law

დაუჯერებელი ინფორმაცია გავრცელდა იტალიიდან: ლეგენდარულ ორნელა მუტის 8 თვე მიუსაჯეს და 600 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს მაყურებელთა მოტყუების გამო. 2010 წლის დეკემბერში მსახიობმა თავისი სპექტაკლი გააცდინა თეატრში Verde di Pordenone. მისი არყოფნა მოგვიანებით უგუნებობას დააბრალა და ექიმის ცნობაც კი წარმოადგინა. დიაგნოზის გრაფაში მითითებული იყო -- მწვავე ხველება, ტემპერატურა, ხმის ჩახლეჩა.

მალე გამოაშკარავდა, რომ 10 დეკემბერს, მაშინ როცა ორნელა საავადმყოფოში უნდა ყოფილიყო, ის სანქტ-პეტერბურგში საქველმოქმედო საღამოზე შენიშნეს. მსახიობი სავსებით ჯანმრთელად გამოიყურებოდა და აქტიურად საუბრობდა გალა-ვახშმის დანარჩენ სტუმრებთან, რომელთა შორის ვლადიმირ პუტინიც იყო.

http://n1s1.hsmedia.ru/91/81/a3/9181a35f99abb8f74f77106fdb93f95d/675x450_0xd42ee42a_9041921021408718191.jpeg
http://n1s1.hsmedia.ru/a7/ac/c1/a7acc1f1d08bc3e80a08d0f28b83b086/690x518_1_011bb92168f96e454387645585617f27@690x518_0xd42ee42a_4427724841424874066.jpeg


ტყუილი გამოააშკარავდა, ორნელა კი სასამართლოსკენ გაგზავნეს: ბრალის მიხედვით, მას 6,5 თვით პატიმრობა უნდა მისჯოდა, მაგრამ სასამართლომ ეს არც ისე მკაცრად ჩათვალა და ის 8 თვემდე გაზარდა. ეს არ ნიშნავდა, რომ მას სასწრაფოდ გააქანებდნენ გისოსებს მიღმა. თუ ორნელა 30 ათას ევროს გადაიხდიდა, შეეძლო ციხისგან თავი დაეღწია.

იტალიური კინოს ლეგენდა, პირველი ვარსკვლავი არ არის ვინც სასამართლოში ბრალდებულად მოხვდა. პირველ რიგში პერის ჰილტონი და ლინდსი ლოჰანი გაგიელვებთ თავში, თავიანთი ფოტოებით სასამართლო დარბაზიდან და ინტერვიუებით სამშვიდობოზე გამოსვლის შემდეგ. მართალია არც ისე ცოტა ვარსკვლავს ჰქონია პრობლემა კანონთან, მაგრამ მსგავსი ფაქტების შესახებ უკვე აღარავის ახსოვს.

http://www.spletnik.ru/img/2013/03/tanya/20130319-lindsay_1.jpg
http://starnote.ru/media/uploads/2010/09/19/peris-hilton-udalos-otvertetsja-ot-tjurmy/prison-1_blog.jpg


დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ლეგენდარული ჯგუფის The Beatles -ის სოლისტი პოლ მაკარტნი პლანეტის ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანია სასამართლოში პრობლემებით. 1980 წელს 200 გრამი მარიხუანის შენახვის გამო ის ტოკიოს აეროპორტში დააკავეს, სადაც მან 10 ღამე გაატარა პატიმრობაში, სანამ მის დეპორტირებას მოახდნდნენ ინგლისში.

http://n1s2.hsmedia.ru/08/ca/64/08ca64d97214066d18478a510ceb1d27/690x444_1_732d05da63bc944abbde4667b2b821e8@690x444_0xd42ee42a_2770153401419853322.jpeg


ერთხელ რობერტ დაუნი უმცროსმა შეაღწია უცხო სახლში და დაიძინა მის საძინებელ ოთახში. იმ დროს მას ჰქონდა პრობლემები ნარკოტიკთან და უკანანო იარაღის შენახვასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მოჰყვებოდა ციხე. 1999 წელს, მას შემდეგ რაც სასამართლოს მიერ დანიშნული არცერთი ტესტი არ ჩაიატარა ორგანიზმში ნარკოტიკის არსებობის შესახებ, ის სამი წლით კოლონიაში გაუშვეს. ციხის დატოვება მან 1 წლის შემდეგ შეძლო.

http://n1s2.hsmedia.ru/b0/2f/e1/b02fe19cce49fc3ce46796ff40dd1fbb/690x961_1_b0b95a1ca7073faaca18bbf2edc3412d@690x961_0xd42ee42a_13009491401419853328.jpeg


მსახიობი და საზოგადო აქტივისტი ჯეინ ფონდაც არმოჩნდა გისოსებს მიღმა. უბრალოდ, ეს მოხდა სასტიკი გაუგებრობის გამო. 1970 წელს ის დააპატიმრეს კლივლენდის აეროპორტში. მას იმდენი ქილა ჰქონდა ვიტამინებით, რომ უსაფრთხოების დაცვის თანამშრომლებმა ის ნარკოტიკებად ჩათვალეს. ეროპორტიდან აღშფოთებული ჯეინი მაშინვე ციხეში წაიყვანეს, საიდანაც ცოტა ხნის შემდეგ ჯარიმის საფუძველზე გაანთავისუფლეს. საქმე დაიხურა რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ექსპერტიზის შედეგები გახდა ცნობილი. ჯეინი კი დღემდე დარწმუნებულია, რომ ეს იმ გავლენიანმა პირებმა გაუკეთეს, ვისაც არ სიამოვნებდა მისი აქტიური ქმედითუნარიანობა.

http://n1s1.hsmedia.ru/19/4d/93/194d937e7cae34f58c79f6170dc92004/690x502_1_a1e94eb7b84581f5103ab1c46f0bb2c2@690x502_0xd42ee42a_3536679581419853343.jpeg


1988 წელს მარკ უოლბერგი 45 დღე იჯდა ციხეში ადამიანზე თავდასხმის გამო. დანაშაულის ჩადენის მომენტში მომავალი მსახიობი 16 წლის იყო და მაშინ ის რთული მოზარდის ასაკის კლასიკური მაგალითი იყო.

http://n1s2.hsmedia.ru/ca/81/e6/ca81e6482df216c9095345bca2f6ce0f/690x518_1_a89a0e456b3f72fa7fd15b63e4ed1815@690x518_0xd42ee42a_10851629641419853334.jpeg


1938 წელს, 23 წლის ასაკში ფრენკ სინატრა თავისი სისუსტის გამო გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. სინატრა დაადანაშაულეს შეცდენაში. მან ინტიმური კავშირი დაამყარა გოგონასთან, რომელსაც ცოლად მოყვანას შეპირდა-რაც არ ასრულებულა. საქმე მალავე დაიხურა და გამოირკვა, რომ გოგონა რომელიც თავს მსხვერპლად აცხადებდა, უკვე იყო დაქორწინებული.

http://n1s2.hsmedia.ru/d5/e5/8f/d5e58fa085c232bc578ec2241ee6d31f/690x543_1_7b717bac4e11a4f94099cd4c165ee317@690x543_0xd42ee42a_15368622331419853401.jpeg


2007 წელს, "ფორსაჟის" ვარსკვლავს მიშელ როდრიგესს მიესაჯა 6თვე არაფხიზელი მდგომარეობისას მართვის გამო. საბოლოოდ მსახიობმა ციხეში 18 დღე გაატარა. ის გაანთავისუფლეს ციხის გადავსების გამო. თავისუფალმა მიშელმა აღიარა, რომ კოლონიაში მოეწონა კიდეც. "ეს სახალისო იყო. მე მიყვარს ხალხი და მათზე დაკვირვება. მაგალითად, ჩემი საკნის მეზობლები ჩხუბობდნენ მარილის გამო და ჭრიდნენ სათამაშო ძვლებს საპნის ნაჭერისგან. მინდა თუ არა იქ დაბრუნება? ნაკლებად."

http://n1s2.hsmedia.ru/25/73/cc/2573cc7cf641a123d3eaff9f0d9c233c/690x431_1_667a8293cbcfe6c9b7c031a5d5c9c860@690x431_0xd42ee42a_4419767531419853384.jpeg


Category: Fun, Interesting / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top