28 February 2015      slimshady     Views 5 577    
Category: Fun, Interesting / Films, Movies / Stars

ედი რედმეინი ტრანსგენდერი ქალის როლს შეასრულებს
ედი რედმეინი ტრანსგენდერი ქალის როლს შეასრულებს

ახალგაზრდა მსახიობმა,ედი რედმეინმა სულ რამდენიმე დღის წინ მოიპოვა ოსკარი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაცის - სტივენ ჰოკინგის როლის შესრულებისთვის.ახალ ფილმში კი ის ტრანსგენდერი ქალის - ლილი ელბის როლში მოგვევლინება.ედის პირველი ფოტო ქალის ვარცხნილობითა და მაკიაჟით პროდიუსერებმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს,თავად ფილმის პრემიერა 2016 წელსაა დაგეგმილი,მისი სახელწოდება კი The Danish Girl იქნება.ის აინარ ვეგენერის ისტორიას მოგვითხრობს,რომელიც თითქმის ერთი საუკუნის წინ ერთ-ერთი პირველი მამაკაცი გახდა,ვისაც ქალად გარდაქმნისთვის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს.

ფილმში მოქმედება 1920-იან წლებში განვითარდება.აინარ ვეგენერი დანიელი მხატვარი გახლდათ,რომელსაც ერთხელ ცოლმა,გერდა ვეგენერმა,რომელიც ასევე ხელოვანი ადამიანი და ფოტოგრაფი იყო,სთხოვა კამერის წინაშე ქალის ტანსაცმლით ეპოზიორა,რადგანაც მისი ერთმი მოდელი ფოტოსესიაზე არ გამოჩნდა.დროთა განმავლობაში აინარი ლილი გახდა და დაიწყო მისი ტრანსფორმაცია ქალად.

ედი რედმეინი ტრანსგენდერი ქალის როლს შეასრულებს
ედი რედმეინი ტრანსგენდერი ქალის როლს შეასრულებსედი რედმეინი ტრანსგენდერი ქალის როლს შეასრულებს
ედი თავისი საოსკარო სტივენ ჰოკინგის შესრულებით ფილმში "The Theory Of Everything"

ლილი ელბის პერსონაჟი ედის წინა როლისაგან დიდად განსხვავდება,თუმცა ორივესთვის მსახიობს ფიზიკური ტრანსფორმაცია დასჭირდა.ახალი როლისთვის მზადებაში ედი "ქალის აღაგობის დეტალებს შეისწავლიდა" და მუშაობდა მოძრაობის,მიხვრა-მოხვრის მასწავლებელთან - ალექსნადრა რეინოლდსთან.ალექსანდრა ედის სტივენ ჰოკინგის როლის შესრულებისასაც ეხმარებოდა.

ედის თქმით აინარ ვეგენერის და გერდას ისტორია ნამდვილი სიყვარულის,თვითმყოფადობისა და საკუთარი თავის შესწავლაა."ეს ყველაზე მგრძნობიარე როლია რაც კი მითამაშია".მსახიობი უამრავ ტრანსგენდერ ადამიანს ელაპარაკა,რათა ამ სამყაროზე უკეთესი წარმოდგენა ჰქონოდა.

ედი რედმეინი ტრანსგენდერი ქალის როლს შეასრულებსედი რედმეინი ტრანსგენდერი ქალის როლს შეასრულებს

აინარ ვეგენერი ქალად - ლილიდ გარდაქმნის შემდეგ საზოგადოებას ეცნობოდა,როგორც აინარის და.მან ქირურგიული გარდაქმნების ჩატარება 30-იან წლებში გადაწყვიტა.იმ დროისთვის ოპერაცია საკმაოდ დიდ რისკს წარმოადგენდა და ექსპერიმენტულ ფაზაში იმყოფებოდა.აინარ-ლილის საქმე დანიასა და გერმანიაში გახმაურდა და ჟურნალ-გაზეთების ყდებზეც კი მოხვდა.დანიის მეფემ აინარის და მისი ცოლის ქორწინება გააუქმა.ოპერაციის შემდეგ ლილი უცნობ მამაკაცს გაჰყვა ცოლად და 1931 წელს კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა,რათა ბავშვის გაჩენა შესძლებოდა.ამ ოპერაციის შედეგად ლილი ელბი დაიღუპა 48 წლის ასაკში.

ფილმი The Danish Girl ტომ ჰუპერის რეჟისორობით 2015 წლის დასასრულს და 2016 წლის დასაწყისში გამოჩნდება დიდ ეკრანებზე და მასში ედი რედმეინის გარდა მონაწილეობას მიიღებენ ემბერ ჰერდი,ალისია ვიკანდერი.

ედი რედმეინი ტრანსგენდერი ქალის როლს შეასრულებს
ედი რედმეინი ტრანსგენდერი ქალის როლს შეასრულებს
აინარის მეურლის - გერდას მიერ შესრულებული ნახატი,რომელზეც სავარაუდოდ ლილი ელბია გამოსახული

Category: Fun, Interesting / Films, Movies / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top