;

1 March 2015      anabell)     Views 9667    
Category: Fun, Interesting, Stars

Lupita Nyong’o გაქურდეს და... შემდგომ კაბა დაუბრუნეს


ოსკაროსანი მსახიობი კენიიდან, Lupita Nyong’o გაქურდეს! მძარცველთა ინტერესის წყარო, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ის კაბა აღმოჩნდა, რომელიც ლუპიტას ოსკარის დაჯილდოებაზე ემოსა მიმდინარე წლის 22 თებერვალს. ლუპიტას თქმით, ცნობილი ბრენდის Calvin Klein-ის მარგალიტებით მორთული კაბა მას მაშინ მოპარეს, როდესაც ის სასტუმროს ნომერში არ იმყოფებოდა.

Lupita Nyong’o გაქურდეს და... შემდგომ კაბა დაუბრუნეს


როგორც ავღნიშნეთ, ლუპიტა ამ ულამაზესი კაბით დაესწრო ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას და მაშინვე მოიცვა პრესა მის ძვირფას და ულამაზეს კაბაზე საუბარმა, რომელიც ღირებულებაც არც მეტი არც ნაკლები 150 000 ამერიკული დოლარს შეადგენდა და 6000 მარგალიტით იყო მოქარგული. გამოცემათა თანახმად, ლუპიტას კაბა იმ დროს მოპარეს, როდესაც მან სასტუმროს ნომერი სულ რაღაც 1 საათით დატოვა, მაგრამ ყველაზე დიდი შოკი მძარცველთა მიერ კაბის დაბრუნებამ გამოიწვია!




დიახ, არ მოგესმათ! მძარცველებმა კაბა დააბრუნეს და თანაც საკუთარი სურვილით, ფოტოებსა და ვიდეომასალას გვაწვდის TMZ. საქმე იმაში აღმოჩნდა, რომ მძარცველებმა კაბა მასზე მიკერებული მარგალიტების გამო მოიპარეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარგალიტები ყალბი ყოფილა და გადაწყვიტეს მათი დაბრუნება და TMZ-თვის მასალის მიწოდება, რათა ყველას გაეგო თუ როგორი ყალბი სამყაროა ჰოლივუდი!



Calvin Klein-ის მოდის სახლი, ფრანცისკო კოსტა კი თავის მართლების ტონით აცხადებს, რომ მათ არასდროს უთქვამთ, რომ კაბაზე დამაგრებული თვლები ნამდვილი იყო! ამბობენ, რომ ვინც კაბის ღირებულება და მისი "რეალურობა" განსაზღვრა ლუპიტას სტილისტი იყო, რომელმაც ეს ყოველივე პიარისთვის გააკეთა, თუმცა არ ელოდნენ, რომ კენიელი მსახიობის კაბა ექსპერტი-ქურდების ხელში აღმოჩნდებოდა! Calvin Klein-ს არცერთხელ არ უარყვია გავრცელებული ხმები ამ ექსკლუზიური კაბის სიძვირფასესთან დაკავშირებით, ავრცელებდნენ კაბის შექმნის პროცესის ფოტოებს და იბეჭდებოდა პუბლიკაციები თუ რა უნიკალური რამ შეიქმნა Calvin Klein-ის სახელით, რამაც ქურდებიც დაარწმუნა, რომ მათ ხელში არა მხოლოდ კაბა - საიუველირო ნაკეთობა მოხვდებოდა.



Category: Fun, Interesting, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top