28 February 2015      slimshady     Views 9 266    
Category: Fun, Interesting

#TheDress

სულ რაღაც 21 საათის წინ კეიტლინ მაკნილის Tumblr-ის პროფილზე გამოქვეყნდა ფოტო კაბისა,რომლის ავტორი გვთხოვდა გაგვერკვია: იყო ეს კაბა ლურჯი შავი ზოლებით თუ თეთრი ოქროსფერი ზოლებით? ფოტოს ავტორი და მისი მეგობარი ამ საკითხზე დიდხანს დაობდნენ და დასახმარებლად ინტერნეტს მიმართეს,იმ იმედით,რომ რომელიმე მათგანი სწორი აღმოჩნდებოდა.თუმცა პასუხებმა მეგობრები უფრო დააბნიეს.როგორც აღმოჩნდა,კაბას ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამდა და ვერავის გაერკვია,რატომ ხდებოდა ეს?!

თავდაპირველად კაბა სესილია ბლესდეილმა შეიძინა საკუთარი ქალიშვილის ქორწილისთვის და მას ფოტოც გაუგზავნა.სესილიას ქალიშვილი და მისი მეუღლე პირველები იყვნენ,ვისაც კაბის ფერზე კამათი მოუვიდათ.მათ ფოტო ფეისბუქშიც კი დადეს,თუმცა ის მალე ყველას მიავიწყდა,სანამ კეიტლინ მაკნილმა ის თავიდან,უკვე ქორწილის შემდეგ,არ გამოაქვეყნა Tumblr-ის პროფილზე.

კაბამ ერთ ღამეში სახელი გაითქვა და ინტერნეტ სენსაცია გახდა.ის გასცდა Tumblr-ის საზღვრებს,პოლემიკა დაიწყო ფორუმებსა და ბლოგებში,ცნობილ ვებ საიტებზე და საინტერესო ამბავმა სელებრითებსაც კი მიაღწია.პირველად კაბას ყურადღება კიმ კარდაშიანმა მიაქცია და თავის 30 მილიონ ფანს მიმართა : "რა ფერია ეს კაბა?მე ვხედავ თეთრსა და ოქროსფერს,კანიე კი ლურჯსა და შავს".ამას უამრავი ვარსკვლავისგან მოჰყვა პასუხი :

"IT'S A BLUE AND BLACK DRESS! ARE YOU F***ING KIDDING ME'. - მინდი კეილინგი
"What's the matter with u guys, it's white and gold.' - ჯულიანა მური
"If one more person asks me what color i think this damn dress is" - არიანა გრანდე
"i saw white and gold, then i saw blue and black. now I'm confused." - ლუსი ჰეილი
"Is it even a dress? #blessed #alexfromtarget" - ზაკ ბრაფი
"I'm Seeing Blue And Black, As Of Now" - ჯეიდენ სმიტი
"Wow. We now live in a world where not only can anyone become famous, but ANYTHING can too" -დემი ლოვატო
#TheDress
#TheDress
#TheDress

#TheDress ამჟამად მსოფლიო ტრენდია თვითერზე.კეიტლინის განცხადებით,მას ეგონა,რომ მის ფანებს ფოტო დააინტერესებდათ,თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა,რომ მას ისეთი სელებრითები ნახავდნენ,როგორებიც არიან ტეილორ სვიფტი და ჯასტინ ბიბერი.კეიტლინმა თავის გვერდზე ხუმრობითაც კი დაწერა : "ეს რა გავაკეთე?!"

რა თქმა უნდა ყველას აინტერესებს :რა ფერია სინამდვილეში კაბა?!

პასუხი ამ კითხვაზე მარტივია : ეს კაბა ლურჯია შავი ზოლებით,ამაში დავრწმუნდებით თუკი მას რეალურად ვიხილავთ,ანდა ფოტოშოპით ანალიზს გავუკეთებთ.მაშინ რატომ ვხედავთ ჩვენ მას სხვადასხვა ფერებში.ეს ეკრანის ბრალია,ჩვენი თვალებისა თუ უბრალო ხუმრობაა?როგორც აღმოჩნდა ადამიანების მიერ კაბის სხვადასხვა ფერებით დანახვა სინათლის აღქმაზეა დამოკიდებული: ჩვენი ტვინი აანალიზებს,თუ რა რაოდენობის სხვები ეცემა სხეულს და რა რაოდენობით აირეკლავს ის მათ.ალბათ ყველას გინახავთ ეს ოპტიკური ილუზია(ადელსონის დაფის ილუზია),რომელზეც ერთი შეხედვით A და B კვადრატები სხვადასხვა ფერის ჩანს,თუმცა თუკი მათ ერთმანეთის გვერდით დავაყენებთ,აღმოჩდება,რომ ორივე ერთი და იმავე ტონალობის ნაცრისფერია.სწორედ ასევეა კაბის შემთხვევაშიც:,ზოგიერთი ადამიანი თავის ტვინი ფოტოს ხედავს როგორც თეთრ კაბას ჩრდილში,ზოგიერთი კი - როგორც ლურჯ კაბას ზედმეტ სინათლეში.

#TheDress
#TheDress

მეცნიერების თქმით,მართალია გარემოს თვალებით ვხედავთ,მაგრამ თვალით დანახულის დალაგებასა და დახარისხებას ტვინი ახდენს.ტვინს კი სხვადასხვანაირად შეუძლია ერთი და იგივე მოვლენა აღიქვას,იმისდა მიხედვით,თუ წარსულში მსგავსი მოვლენები როგორ აღიქვა.მაგალითად,თქვენ თუ ასეთი ნაჭერი ან ასეთი ფორმის ტანისამოსი გაქვთ ნანახი,ეს წინასწარ შექმნიდა კაბის ფერის აღქმისთვის მოლოდინს.ფერების აღქმაში ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს უკანა ხედში მდებარე სხეულებს,ამ შემთხვევაში ფანჯრიდან შემოღწეულ მკვეთრ სინათლეს.

ასე რომ თუკი თქვენი მეგობრებისგა განსხვავებულად აღიქვამთ კაბას არ შეშინდეთ,თქვენ ნამდვილად არ გაქვთ პრობლემა თვალებზე,თქვენი ტვინი უბრალოდ სხვანაირად მუშაობს.

#TheDress

გამოკვლევის მიხედვით,ადმიანთა 28% კაბას ხედავს ლურჯ-შავ ფერებში,დარჩენილი 72% კი თეთრ-ოქროსფერში.კაბა იმდენად პოპულარული გახდა,რომ მისი ყიდვა უკვე უამრავ ადგილას შეიძლება,ხოლო ონლაინ ვაჭრობის მონაცემებით,მოთხოვნილება 24 საათში 375%-ით გაიზარდა.კაბა წარმოებული ონლაინ მაღაზიის romanoriginals-ის მიერ,რომელსაც აღწერილობაში ფერის გრაფაში ლურჯი აქვს მითითებული.საიტმა კაბების წარმოების რაოდენობა გაზარდა და საიტზე დებატებში ჩაბმისკენ მოგვიწოდებს.

#TheDress

რათქმაუნდა ინტერნეტში სასაცილო სურათები და meme-ებიც გავრცელდა,რომელიც ხან კაბის ფერზე დავას "დიდ სამოქალაქო ომს" ადარებს,ხან კი ამ ეპიკურ კაბას საინტერესო სიტუაციებს არგებს.

#TheDress
#TheDress
#TheDress

თქვენი აზრით,რა ფერისაა კაბა?


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top