;

9 March 2015      anabell)     Views 2438    
Category: Fun, Interesting, Stars

Shakira more than a singer!

Shakira more than a singer


შაკირა იზაბელ მებარაკი არის 38 წლის კოლუმბიელი მომღერალი, რომელიც უკვე ოცწლეულზე მეტია მოღვაწეობს მუსიკალურ ინდუსტრიაში და დღემდე ინარჩუნებს წარმატებასა და მოთხოვნადობას. ის არის ერთი-ერთი ყველაზე ნიჭიერი, შრომისმოყვარე და გაწონასწორებული არტისტი შოუბიზნესში. მილიონობით გაყიდული ალბომებისა და მხარდამჭერი ფანების წყალობით შაკირა პოპ კულტურის ნამდვილ ფენომენად იქცა, რომელსაც აუცილებლად დაიმახსოვრებს პუბლიკა მისი უნიკალური საცეკვაო მოძრაობებითა და განსაკუთრებული ხმის ტემბრით, ამასთან უნდა ითქვას რომ ეს ქალი არის ადამიანი, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ შემდგარი პიროვნება. მისი ნიჭი მრავალმხრივია, საქმიანობის სფერო განსხვავებული,ცხოვრებისეული როლები სხვადასხვაგვარი-სწორედ ამ თემას მიეძღვნება პუბლიკაცია, შაკირა არის მეტი, ვიდრე უბრალოდ ნიჭიერი და ძლიერი მომღერალი!


Shakira more than a singer!
PHILANTHROPY:



შაკირას ფილანტროპული საქმიანობა ფოკუსირდება საყოველთაო განათლების განვითარებასა და ისეთი ბავშვების მხარდაჭერაში, რომელთაც არ აქვთ განათლების მიღების საშუალება. მომღერალი დიდ ყურადღებას უთმობს კონფლიქტის არეალში მყოფი ადამიანების უზრუნველყოფას ჯანდაცვითა და საკვებით და ის აქტიურად თანამშრომლობს ამ მხრივ : unicef-თან,world food program-თან და world bank-თან. შაკირას აქვს აღებული სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ის სამი მიმართულებით ახორციელებს საკუთარ საქველმოქმედო საქმიანობას: კოლუმბია, ლათინოამერიკა და მსოფლიო. 2011 წელს ბარაკ ობამამ შაკირა მიიწვია თეთრ სახლში President¹s Advisory Commission on Educational Excellence for Hispanics-თვის მიძღვნილ სამიტზე, მომღერალი ასევე გვევლინება იუნისეფის კეთილი ნების ელჩად და მათთან ერთად მუშაობს მსოფლიოში 120 მილიონი ბავშვის განათლებით უზრუნველყოფაში . შაკირამ ასევე დიდი დახმარება გაუწია ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულებს და ყველაზე მეტი თანხა გადარიცხა მათთვის. თანამშრომლობდა მსახიობ შონ პენთან ჰაიტის მოსახლეობის დასახმარებლად 2010 წელს. კოლუმბიელი დივა დამსახურებულად ითვლება დღევანდელ მუსიკალურ და სამსახუობო ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ქველმოქმედ და ხელგაშლილ ვარსკვლავად .


Shakira more than a singer!

PIES DESCALZOS

ფონდი ფეხშიშველა მომღერალმა დაარსა 18 წლის ასაკში, როდესაც მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა ესპანურენოვანი ალბომით Pies Descalzos. შაკირამ საკუთარ ფონდთან ერთად უკვე რამდენიმე სკოლა ააშენა მშობლიურ კოლუმბიაში , თითოეულის მშენებლობა დაახლოებით ოცი მილიონი დაჯდა და ყოველ სკოლაში დაახლოებით 5 000 ბავშვი იღებს უფასო და ხარისხიან განათლებას. შაკირას თქმით, განათლება არის ის სფერო ,რომელიც არაა ფუფუნების საგანი და ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მომღერალი 2013 წლიდან ატიურად თანამშრომლობს activia-თან და უკვე დიდად დაეხმარა აფრიკის სიღარიბეში მყოფ მოსახლეობას სურსათითა და მედიკამენტებით.




Shakira more than a singer!

Woman with brain


შაკირას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ გენიოსი! მსოფლიოში საყოველთაოდ გავრცელებული IQ ტესტების შედეგით , მისი ინტელექტი 140-ს უდრის, რაც გენიოსის გონებას უტოლდება! პოპ დივა ასევე გახლავთ პოლიგლოტი! მომღერლის მამა ლიბანელია, დედა კი ნახევრად ესპანელი რის გამოც ის თავისუფლად საუბრობს: ესპანურად. არაბულად, ინგლისურად, პორტუგალიურად, იტალიურად და ფრანგულად. არისტი გამოტყდა, რომ მას ძალიან სურდა ფსიქოლოგობა , ინტერესდება ისტორით, მაგრამ მისივე თქმით, მომღერლობა არჩია, რის გამოც სწავლას თავი დაანება. 2010 წელს გადაწყვიტა მდგომარეობის გამოსწორება და ლოს-ანჯელესში ,უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ კურსებზე ინკოგნიტოდ დადიოდა, არ სურდა ვინმეს ეცნო და სწავლაში ხელი შეშლოდა. შაკირა მიწვეული იყო oxford-ის უნივერსიტეტში სადაც სიტყვით გამოვიდა და სტუდენტებს ესაუბრა თავისი ფილანტროპული საქმიანობის შესახებ. 2011 წელს კი harvard-ის უნივერსიტეტმა ის წლის პერსონად აღიარა!



Shakira more than a singer!

ARTISTRY

შაკირა არის არტისტი,რომელიც თავად წერს სიმღერის ტექსტებს, უკეთებს არანჟირებას, არის კომპოზიტორი, ქორეოგრაფი, პროდიუსერი და შემსრულებელი. ის ყოველთვის თავისი ხელით იკეთებს მაკიაჟს. არჩევს სასცენო კოსტიუმებს და დგამს წარმოდგენებს. მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში ცანახადა რომ უყვარს ყველაფრის დამოუკიდებლად კეთება, მოსწონს, როცა თავადვეა საკუთარი გემის კაპიტანი.თავისუფალ დროს ძალიან უყვარს ხატვა და თიხაზე მუშაობა.ამბობს რომ ხატვა საკმაოდ კარგად გამოსდის, რის გამოც გადაწყვიტა, კოლუმბიაში გახსნილი ბოლო სკოლის არქიტექტორი თავადვე ყოფილიყო. გატაცებული იყო ტანვარჯიშით. ის ძალიან მოხერხებულია, შეუძლია ფეხების ატანა თავთან და სალტეების კეთება, მისი მუცლის ტრიუკებზე აღარაფერს ვამბობთ.პოპ დივა ნამდვილი მუსიკოსია, ის უკრავს: ტუჩის ჰარმონზე, გიტარაზე, დრამებზე, ვიოლინოზე და ტამტამზე. შაკირა მადონასთან , გაგასთან, ბიორკთან და სხვებთან ერთად მიეკუთვნება იმ არტისტთა რიგს ,რომლებიც კრეატიულად უყურებენ მუსიკას და ამას საკუთარ შემოქმედებაში წარმოაჩენენ. 2001 წელს მან რევოლუცია მოახდინა მუსიკალურ ინდუსტრიაში, მიუხედავად იმისა რომ პოპ სამყაროს ბევრი რამ ენახა, მას არ ჰყოლია მომღერალი რომელიც არაბული მუცლის ცეკვით დგამდა ცეცხლოვან შოუებს. სწორედ ამის შემდეგ ყოველი სასცენო გამოსვლის წინ მომღერლის სახელს წინ ემატება სიტყვები -ცეცხლოვანი შემსრულებელი.


Music and Dance

შაკირა 4 წლიდან სცენაზე დგას. მისივე სიტყვებით ამ ასაკშივე მიხვდა, რომ მოცეკვავე იქნებოდა. მომღერლობა კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მამამ უთხრა თუ რა ძლიერი ხმა ჰქონდა. დივა სიმღერებს 8 წლის ასაკიდან წერს, საყურადღებოა,რომ მამას - უილიამს შვილის სიმღერები ნოტარიუსთან მიჰქონდა და აფორმებდა, რათა არავის არ მოეპარა ისინი. 13 წლის ასაკში პირველი სტუდიური ალბომი გამოუშვა , მაგრამ პოპულარობა 18 წლის ასაკში მოუტანა დისკმა pies descalzos , რომელიც მსოფლიო მასშტაბით 10 მილიონიანი ეგზემპლარით გაიყიდა . მსოფლიო დონის აღიარება მოუტანა 2001 წლის ინგლისურენოვანმა ალბომმა loundry service, რომელიც ოცმილიონიანი ეგზემპლარით გაიყიდა. შაკირას 3 სიმღერა კლასიკურ ჰიტადაა აღიარებული , ხოლო 2006 წელს გამოსული სინგლი hips dont lie ათწლეულის ყველაზე გაყიდვად სინგლად იქცა და მსოფლიოს 55 ქვეყნის ჩარტების სათავეში მოექცა. ის ასევე პირველი მომღერალია , რომლის სიმღერაც აითუნის ჩარტებში გამოჩნდა და მობილური ტელეფონის საშუალებით იტვირთებოდა. მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 80 მილიონი ალბომითა და 50 მილიონზე მეტი გაყიდული სინგლით , კომერციულად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალია. მიღებული აქვს 400ზე მეტი ჯილდო რითაც ჩამორჩება მხოლოდ მაიკლ ჯეკსონსა და მადონას. სახლში ინახავს 11 გრემის, რითაც ლათინოამერიკის მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქალი მომღერალია. დუეტი აქვს ჩაწერილი ძალია დიდი რაოდენობის წარმატებულ შემსრულებლებთან: კარლოს სანტანა, ალეხანდრო სანზი, ვაიკლაფი, ბიონსე, მანა, რიანა , გუსტავო სერატი , მიგელ ბოსი და სხვები. შაკირა თანამედროვეობის უდიდესი ვარსკვლავის ბიონსეს შთაგონებისა და აღფრთოვანების წყაროა/ ბიონსეს არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავს , რომ შაკირას დიდი ფანი იყო წლების განმავლობაში .ის მადონასა და აგილერაზე წინაც დააყენა, აღფრთოვანებას ვერ მალავდა მისი კონცერტის ნახვის შემდეგ, უწოდა ნამდვილი არტისტი, სანახაობას კი უმაღლესი დონე. საერთო ნამუშევრის შემდეგ კი დანაცხადა , რომ შაკირა არის ყველაზე თბილი და თავმდაბალი ადამიანი ვისაც კი შეხვედრია'' მე მიყვარს შაკირა, ის ულამაზესია , როგორც გარეგანად, ასევე შინაგანადაც, რაცმთავარია შინაგანად''. შაკირას არასდროს შეადარებენ : მადონას, ბიონსეს, გაგას და სხვებს იმიგ გამო , რომ მისი მუსიკალური სტილი და ცეკვის მანერა მკვეთრად განსხვავდება სხვა არტისტებისაგან. ცეკვა 4 წლის ასაკში დაიწყო, ბებომ შეასწავლა, რადგან არ სურდვა შვილისვილს ლიბანური ფესვები დავიწყებოდა. შაკირა მუსიკალური ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია რის გამოც ჰოლივუდის დიდების ხეივანში 2011 წელს ვარსკვლავი გაუხსნეს.


Shakira more than a singer!

mother and partner

2001 წელს შაკირამ გაიცნო არგენტინის ყოფილი პრეზიდენტის შვილი ანტონიო დე ლა რუა ,რომელთან ურტიერთობამაც 10 წელზე მეტ ხანს გასტანა. დღემდე უცნობია მიზეზები წყვილის დაშორებისა, მაგრამ, შაკირას სიტყვებით მას სურდა დედობა და სრულფასოვანი ოჯახის შექმნა. დივა არის ერთადერთი მომღერალი, რომელმაც ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე 3-ჯერ იმღერა, ამათგან მეორე გამოსვლა საბედისწერო აღმოჩნდა. შაკირამ თავისი ახლანდელი პარტნიორი და შვილების მამა ხერარდ პიკე 2010 წელს გაიცნო ''ვაკა ვაკას'' კლიპის გადაღებაზე და რომანიც ნელ-ნელა განვითარდა. მომღერლის სიტყვებით მათ აქვთ ძალია ბევრი საერთო და ხასიათებითაც ძალიან ეწყობიან ერთმანეთს. ორივეს დაბადების დღე 2 თებერვალს აქვს. მათი აიქიუ 140-ია, ორივეს მამა მწერალია, თავადაც მწერლები არიან და მათთვვის ყველაზე პრიორიტეტული ოჯახი და შვილებია. პრესა და ხალხი თავიდან ნეგატიურად შეხვდა ახალ წყვილს მათი ასაკობრივი სხვაობის გამო(შაკირა პიკეზე 10 წლით უფრფროსია), მაგრამ მალევე აშკარა გახდა რომ ორივე სერიოზულად უყურებდა მათ ურთიერთობას. სიყვარულმა შედეგი გამოიღო და მათი პირველი შვილი მილანი 2013 წელს მოევლინა ქვეყანას, საშა კი 2015 წლის იანვარში დაიბადა. შაკირას და ხერარდს დღეს დღეობით ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ოჯახი აქვთ და მომღერალს არაერთხელ უთქვამს თუ არჩევნის წინაშე დადგება, მისთვის პრიორიტეტული ოჯახია და უყოყმანოდ იტყვის უარს მუსიკალურ კარიერაზე.


Shakira Quotes

1.''The worst mistake of a woman is to go to the kitchen, because then she never gets out of there.''
2.''I admire a person who, for the love of art, is able to take off their clothes in front of a camera. But I'm not capable, I'm too cowardly for that.''
3.''It's not easy to work with me, I recognize that. It's not easy if those people aren't perfectionistic as as I am.''
4.''The worst frustration for a singer is choosing a career in making music and then not being able to make music because you're always giving interviews.''
5.''My brain, I believe, is the most beautiful part of my body.''
6.''I expect my beloved to be kind, generous, I expect him not to lie so I can look him straight in the eyes, and I expect him to fall in love with me 10 times a day.''
7.''I'm lucky to have family around me. Otherwise, I'll be taking the risk of falling in love with myself. But there are always people close to me who I trust, who will scold me and pull my ears if I need it. Fame isolates people from reality. That happens to many artists, and I don't want it to happen to me.''


Shakira more than a singer!

8.''I have learned that I am an adult already. And to grow with something is sometimes painful. And its great; I don't say it's a bad thing-but many things change, and many more responsibilities come, and you have more closure in your life, and more possibilities. It's just that it's not as pink as before, but its more interesting.''
9.''I'm a believer. I try to be near God, because when I feel that there's a certain distance, everything begins to look like a blur. It makes the road somewhat smoother. When I feel that I'm without God, I have to make an effort to drag my feet to keep on going.''
10.''The leaders are lacking love, and love is lacking leaders.''
11.''I cannot expect that I will be successful my whole life. We live so caught up in the moment, it's important to get some perspective. Ultimately, I know I've been very lucky.''
12.''The industry is a bit more visual oriented (more) towards something to the eyes than something to the ears, That's a bit of a contradiction. We can't forget that, at the end of the day, what really matters here is music. I must confess that sometimes I have been a victim of that.''
13.''I guess there's many ways to become an enlightened human being, but I guess the shortest path is always through love. And the shortest path to becoming a better person is always through loving someone. If you don't know how to treat the ones that you love then how are you going to treat those that you don't know, or those who are your enemies?''
14.''I think in every artist's life, when, right after a performance, we get to feel a certain loneliness and solitude. After receiving so much attention and love from your fans, suddenly everything stops.''
Shakira more than a singer!

15.''Nationalism is cured by traveling''
16.''I want to learn how to live in the present with my eyes open. Because, you know, we always go through the present blindfolded with our hearts in the past and our minds in the future. And that way we never enjoy the here and now.''
17.''When you fall in love, you prioritize everything. It's like cleaning up and putting things in place.''
18.''I always believed that women have rights and that there are some women that are intelligent enough to claim those rights. There are some others that are stupid enough not to. It is as cut-and dried as that. It doesn't matter if you are a woman or not; in this life, to earn your place you have to fight for it.''
19.''In any woman's life there's a moment when we stand in front of a mirror and we're not happy. It might be when we're 32 and we think about what it will be like being 36, or when we're 36 we might think of being younger. We're never content with the way we are and the way we look. But, if you start loving yourself the way you are, and accepting yourself the way you are, your outlook totally changes.''
20.''In some moment, I came to fall into the claws of moralism. Something very typical for a Latin-American woman, who has lived in a culture of repression. I thought I had all the answers, I was full of hasty judgments. Today I feel more liberated and open. I'm more tolerant. I respect ideas different to mine. Moralism is a disease. It shouldn't be exactly related to religion, - but it is true that my view of religion has also changed lately.''
21.''I think, if you can prove the existence of God, it can only be proven through love. I even had lost my faith for a while...I started to think that there was no God. And suddenly I meet Gerard [Piqué] and the sun comes out.''

Shakira more than a singer!


Shakira lyrics
1.''You're a song written by the hands of God''
2.'''Cause of you, I forgot the smart ways to lie
Because of you, I'm running out of reasons to cry''
3.''Walking gets too boring
When you learn how to fly''
4.''You can bet I'll try it
But you can't always win''
5.''And I won't back down
'Cause life's already bit me''
6.''You said you would love me until you die
And as far as I know, you're still alive, baby''
7.''I'm starting to believe it should be illegal to deceive a woman's heart''
8.''If I say my heart is sore
Sounds like a cheap metaphor
So I won't repeat it no more''
9.''So what's the point of wasting all my words
If it's just the same or even worse
Than reading poems to a horse''
10.''To buy more thongs
To write more happy songs
It always takes a little help from someone''

10 songs you should listen to!
1.octavo dia
2.the one
3.poem to horse
4.ojos asi
5.your embrace
6.la pared
7.no
8.si tu no vuelves
9.underneath your close
10.antes de la seis


Category: Fun, Interesting, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top