;

19 February 2015      ANGEL     Views 6319    
Category: Fun, Interesting, Films, Movies



The SpongeBob Movie: Sponge Out of Water
ფილმი საქართველოში 19 თებერვლიდან იქნება ნაჩვენები ქართულ ენაზე!
კინოთეატრებში: რუსთაველი, ამირანი, აპოლო და დიდველი 3D ფორმატში

ჩვენთვის საყვარელი პერსონაჟი სპანჯბობი ზღვის ფსკერის გადასარჩენად
პატრიკთან, სენდისთან და კრასტისთან ერთად ხმელეთზე ამოდის
და სწორედ აქიდან იწყება ძალიან სახალისო ფილმი-ანიმაცია, სადაც ჩვენს საყვარელ, კომედიურ და მამაც მულტიპლიკაციურ გმირებთან ერთად მონაწილეობს ანტონიო ბანდერასი!



სწორედ ანტონიო ბანდერასის პერსონაჟია ის მეკობრე, რომელიც საფრთხეში აგდებს ზღვის ფსკერის იდილიას. მან მაგიური წიგნი მოიპარა, სადაც მისტერ კრასტის ბურგერების საიდუმლოც წერია. ბურგერების გარეშე ქალაქი აჯანყდება! მისტიური წიგნი, ორმაგი თამაშები, შეცვლილი რეალობა, დროში მოგზაურობა, სპანჯბობის გულუბრყვილობა, მეგობრობა და სუპერგმირები - ეს ის ფილმია, რომელსაც ველით!




სპანჯბობი უკვე მერამდენედ გვიმტკიცებს, რომ მულტფილმები არა მხოლოდ ბავშვებისთვის იქმნება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საპრემიერო ჩვენებაზე აუდიტორიის აბსოლუტურ უმეტესობას მოზრდილები წარმოადგენდნენ, ეს ხომ ის თაობაა, რომელთაც მულტფილმის ყურება 1999 წლიდან - 15 წლის წინ დაიწყეს! The SpongeBob SquarePants - პირველი ფილმი კი 2004 წელს, თითქმის 10 წლის წინ გამოვიდა და ჩვენც მასთან ერთად ვიზრდებით, თუმცა კი არ გვბეზრდება ♥


საბავშვო ცენტრი "მადაგასკარი" წარმოგიდგენთ:
სპანჯბობს, პატრიკს და ანტონიო ბანდერასს

ფილმში "სპანჯბობი 3D" ქართული გახმოვანებით!

სეანსების დროის გასაგებად და ბილეთების დასაჯავშნად ეწვიეთ საიტს:
new.kinoafisha.ge/movies/the-spongebob-movie-sponge-out-of-water/








ფილმმა ამერიკაში ბილეთების გაყიდვებით ოსკარზე ნომინირებული American Sniper უკან ჩამოიტოვა,
IMDB-ზე კი მისი რეიტინგი Fifty Shades of Grey-ს ბევრად უსწრებს! :D :D






სპანჯბობი 3D - ფილმის პრემიერა!სპანჯბობი 3D - ფილმის პრემიერა!
სპანჯბობი 3D - ფილმის პრემიერა!სპანჯბობი 3D - ფილმის პრემიერა!
სპანჯბობი 3D - ფილმის პრემიერა!სპანჯბობი 3D - ფილმის პრემიერა!
სპანჯბობი 3D - ფილმის პრემიერა!სპანჯბობი 3D - ფილმის პრემიერა!





Category: Fun, Interesting, Films, Movies
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top