;

18 February 2015      TataNakani     Views 4326    
Category: Fun, Interesting, Take Care, Interior

სახლი ყველა ადამიანისთვის ყველაზე საყვარელი და თბილი გარემოა. ლამაზი, კომფორტული და ჰარმონიული გარემო უმნიშვნელოვანესია. სახლის ინტერიერის ცვლილება, არც ისე მარტივია, თუმცა შესაძლებელია მცირე დეტალებით სრულიად ახალი გარემო შექმნათ. გაამრავალფეროვნეთ თქვენი ყოველდღიური გარემო და იგრძენით ცვლილების დადებითი მხარე თქვენს სახლსა და განწყობაზე. რამდენიმე რჩევა მათთვის, ვისაც სახლის ერთფეროვნება არ უყვარს. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები. შეცვალეთ წვრილმანები, რომლებიც ერთ დიდ და მნიშვნელოვან მთლიანობას ქმნიან. გაიხალისეთ ყოველი დღე თქვენს საყვარელ სახლებში!

შეცვალეთ თქვენი ოთახი დღესვე და გაამრავალფეროვნეთ თქვენი ყოველდღიურობა!

#1 დღის სინათლეზე უფრო მეტად, არაფერი ანიჭებს ოთახს სიკაშკაშეს. გადაწიეთ ფარდები და შემოუშვით მზის სხივები თქვენს ოთახში. განათებულ ოთახში გადაღებული ფოტოები საუკეთესოდ წარმოაჩენს როგორც ოთახის, ისე ადამიანის სახის ფერს. სინათლე და თბილი მზის სხივები თქვენს განწყობასაც შეცვლის.

რჩევები თქვენი სახლის ცვლილებისათვის


#2 ყველაზე ადვილი გზა ოთახის გარემოს ცვლილებისთვის მისი გასუფთავებაა. დაალაგეთ და გაათავისუფლეთ ოთახი ზედმეტი ნივთებისაგან. ოთახის სილამაზე არასდროს გამოჩნდება თუ თქვენს ავეჯზე მიყრილ-მოყრილი ნივთებით დაფარავთ მათ.

რჩევები თქვენი სახლის ცვლილებისათვის


#3 ყვავილები თქვენი ოთახის საუკეთესო ატრიბუტია. საუკეთესო ფერისა და სურნელის თქვენთვის საყვარელი ყვავილი თქვენს ოთახს ახალ ენერგიას შესძენს.
რჩევები თქვენი სახლის ცვლილებისათვის


#4 შექმენით ბალანსი. მაგიდის ზემოთ დაკიდეთ თქვენთვის საყვარელი ნახატი ან ფოტო. ხელოვნების დეტალი თქვენს ოთახს სულ სხვა იერს მისცემს.

რჩევები თქვენი სახლის ცვლილებისათვის


#5 აქსესუარების დახმარებით თქვენს ოთახს უფრო მეტი სიღრმე მიეცემა. დიდი სივრცისა და სიღრმის შექმნაში სარკე დაგეხმარებათ.

რჩევები თქვენი სახლის ცვლილებისათვის


#6 შემატეთ თქვენს ოთახს უფრო მეტი ფერი. მნიშვნელოვანია ოთახში ერთზე მეტი ტონალობა და ფერი იყოს. თქვენი ოთახი საყვარელი ფერების შეხამებით უფრო მრავალფეროვანი გახდება.

რჩევები თქვენი სახლის ცვლილებისათვის


#7 დაუმატეთ თქვენს ოთახს წიგნები. თქვენი სულიერი საზრდო ოთახის დიზაინსაც არ აწყენდა. შეარჩიეთ ფერად ყდიანი წიგნები, რომლებიც თქვენი ოთახის ფერებს მოუხდება.

რჩევები თქვენი სახლის ცვლილებისათვის


#8 ოთახში ყველაზე თვალისმომჭრელი ფერი წითელია! გამოიყენეთ წითელი ნივთები თქვენს ოთახში. ადამიანის თვალი აქცენტს ყოველთვის წითელ ფერზე აკეთებს. ეს შეიძლება იყოს წითელ ყდიანი წიგნი ან რაიმე პატარა ნივთი. ბევრი მკვეთრი ფერის ნივთის ერთად მოთავსება არ არის სასურველი.

რჩევები თქვენი სახლის ცვლილებისათვის


#9 მოათავსეთ მაგიდაზე განსხვავებული და საჭირო ნივთები. თასი ფანქრებისა და კალმებისათვის, ჟურნალები ან თქვენთვის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნივთები.

რჩევები თქვენი სახლის ცვლილებისათვის


#10 თქვენს სამზარეულოში აუცილებლად დადეთ ხილის თასი. გამოაჩინეთ მკვეთრი ფერისა და ლამაზი ფორმის ხილი, რომელიც როგორც საკვები დანიშნულებით, ასევე დიზაინისთვისაც გამოგადგებათ.

რჩევები თქვენი სახლის ცვლილებისათვის


ავტორი: ტატა ნაკანი


Category: Fun, Interesting, Take Care, Interior
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top