;

17 February 2015      ANGEL     Views 3067    
Category: Fun, Interesting, Films, Movies



19 თებერვლიდან კინოთეატრი "რუსთაველი" წარმოგიდგენთ გახმაურებული
საშინელებათა ჟანრის ფილმის გაგრძელებას
"ქალი შავებში 2: სიკვდილის ანგელოზი"


ფილმი წარმოადგენს 2012 წლის ფილმ The Woman in Black მეორე ნაწილს, რომელიც თავის მხრივ 1989 წლის იმავე სახელწოდების ლეგენდარულ საშინელებათა ფილმის რიმეიქს წარმოადგენდა. 2012 წლის ფილმში მთავარ როლს დენიელ რედკლიფი თამაშობდა. ეს ფილმი აღწერს იმავე ილ მერშ სახლის ისტორიას, მხოლოდ 40 წლის შემდეგ და კვლავ აჩრდილი 'ქალი შავებში' ანუ ჟანეტ ჰამფრეის სული შურისძიებას ითხოვს!
ფილმის სლოგანია: She never forgives. She never forgets. She never left.



ჟანრი: საშინელება, ტრილერი, დრამა
რეჟისორი: ტომ ჰარპერი
როლებში: ჯერემი ირვინი; ფიბი ფოკსი; ჰელენ მაკკრორი; მერინ პირსი; მერი როსკო;
პრემიერა საქართველოში: 19/02/2015
მსოფლიო პრემიერა: 30/12/2014





ფილმის მოკლე აღწერა ამგვარია: მეორე მსოფლიო ომის დროს სკოლის მოსწავლეების ჯგუფი და ახალგაზრდა მასწავლებელი ევა, დაბომბილი ლონდონიდან გადაიყვანეს მიყრუებულ სოფელში. მათი ჩამოსვლის შემდეგ სოფელში უცნაური მოვლენები ხდება, რაც ომზე უარესი აღმოჩნდა.



მთავარ როლებში არიან მსახიობები ფიბი ფოკსი და ჯერემი ირვინი;
ფილმი Hammer Film Productions-ს ნაწარმს წარმოადგენს, ბრიტანული კომპანია ცნობილი გოთიკ-საშინელებათა ჟანრის ფილმების შექმნის საუკუნოვანი გამოცდილებით. რაც ნიშნავს, რომ ფილმში დაცული იქნება ყოველი წესდება, რაც ფილმს საშინელს ქმნის! ფილმი ბრიტანეთსა და კანადაში გადაიღეს, ცნობილი სახლის სცენები კი გრინვიჩის ჰოსპიტალის და ტემზის სანაპიროზე გადაიღეს.



დაგვეთანხმებით, 24 წლის ბრიტანელი მსახიობის ჯერემი ირვინის ხილვა ამ ფილმს მეტად სასიამოვნოს ხდის. თეატრისა და კინოს დაფასებული და მრავალგზის ჯილდოს მფლობელი მსახიობი ფილმისა War Horse; ასევე Now Is Good - ჰოლივუდური ფილმი, რომელმაც ის ახალგაზრდა იმედისმომცემ მსახიობთა სიაში ჩაწერა; Great Expectations-დან პიპის როლით; The Railway Man - რომლისთვისაც აღიარეს მისი გარდასახვის ნიჭი და ითამაშა ჰოლივუდის ცნობილ სამსახიობო დასთან ერთად; და ახლა კი საშინელებათა ფილმი: "The Woman in Black: Angel of Death" სადაც მას ვიხილავთ ახალგაზრდა მებრძოლი სამხედროს როლში.


იხილეთ სეანსების განრიგი და ბილეთების დაჯავშნის ფუნქცია:
new.kinoafisha.ge/movies/the-woman-in-black-2-angel-of-death/

















Category: Fun, Interesting, Films, Movies
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top