9 February 2015      Ancho.     Views 2 573    
Category: Fun, Interesting / Films, Movies

http://data1.whicdn.com/images/127812089/large.png


The Imitation Game
➡ რეკომენდაცია ➡ უყურეთ კინოში
8 ოსკარზე ნომინირებული ბრიტანული ისტორიული დრამა. ფილმი, რომელსაც ყველა უწევენ რეკომენდაციას, როგორც ისტორიკოსები, ასევე კინომოყვარულები

ფილმის სიუჟეტი ვითარდება მომენტიდან, როდესაც მანჩესტერელ პოლიციელებში ეჭვს აღძრავს სახლის გატეხვის ფაქტი, საიდანაც არც არაფერი მოუპარავთ, ბინის მფლობელი მათემატიკოსი ალან ტიურინგი (ბენედიქტ კამბერბეტჩი) კი თითქოსდა რაღაცას მალავს. რაც მართალია მართალია, მეორე მსოფლიო ომის დროს ტიურინგი შეეჭიდა რთულ საქმეს - გაეხსნა კოდი ენიგმა, რომლითაც მესამე რაიხის დროს გერმანელები სარგებლობდნენ კომუნიკაციისათვის.

http://data3.whicdn.com/images/159490278/large.gif

ფილმი მადლიერებას იმსახურებს იმ ფაქტის გამოც, რისი საშუალებითაც მაყურებელს დაანახეს, თუ როგორ შეიცვალა სამყარო. პერიოდი ასახავს იმ უსამართლო ბრძოლის ველს ბრიტანეთსა და მსოფლიო ისტორიაში, როდესაც ახალმა აღმოჩენებმა - ადამიანმა და ტექნოლოგიების გაერთიანებულმა ძალებმა შეძლეს მეორე მსოფლიო ომის მოგება, თუმცა ღვაწლმოსილ გენიოსს არ აპატიეს ჰომოსექსუალობა და ჰორმონებით დათრგუნეს მასში შემოქმედებითი ნიჭი; როდესაც ასევე ნიჭიერი გოგონასთვის მიუღებელი იყო სამხედრო რადიოსადგურზე მუშაობა თუ კი ის დაქორწინებული არ იყო და სხვა მრავალი სამხედრო საიდუმლოება, ხრიკები და გარდაუვალი მსხვერპლშეწირვა... სამყარო შეიცვალა და მასთან ერთად ჩვენც, და აი მეორე მსოფლიო ომის ფაილებს შორის გაიხსნა ალან ტიურინგის ფაილი კოდით "საიდუმლო მასალა" და გამომჟავნდა მისი წვლილი ტექნოლოგიური სამყაროს განვითარებაში. ფილმის პრემიერა უკვე შედგა კინოთეატრ ამირანში. მსახიობები ბენედიქტ კამბერბეტჩი, კირა ნაითლი, მეთიუ გუდი, ჩარლზ დენსი და მარკ სტრონგი გასაოცარ პერფორმანსს გვთავაზობენ და ჩვენც ველით ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას ფილმისთვის ღირსეული ჯილდოების მისაღებად!

თემატური ნიუსი:
იხილეთ მეტი ფილმის შესახებ: THE IMITATION GAME WITH BENEDICT CUMBERBATCH
ბილეთების დაჯავშნა: new.kinoafisha.ge/movies/the-imitation-game/





როგორც "ოსკარის" ერთ-ერთ ფავორიტს შეეფერება (უკვე დაჯილდვებულს ტორონტოში მაყურებელთა სიმპათიით), "იმიტაციის თამაში" ოსტატურად ლიდერობს მისივე ჟანრის ფილმებს შორის. ნორვეგიელი რეჟისორის მორტენ ტიულდიმის ინგლისური შემოქმედება იმდენად ბრიტანულია, რამდენადაც ეს შესაძლებელია. განსაკუთრებულ ელფერს ჩარლზ დენსისა და მარკ სტრონგის მეორეხარისხოვანი როლებიც ანიჭებს. ბიოგრაფიულ სურათს, რომელიც ბენედიქტ კამბერბეტჩის მონაწილეობით ასოციალურ და განათლებულ მეცნიერს გვიჩვენებს, წინა პლანზე გამოაქვს ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი. 14 მილიარდი ადამიანის სიცოხლის გადარჩენა და ომის სხანგრძლივობის საგრძნობი შემცირება-ეს არის მიღწევა, რომელზეც წელს "იმიტაციის თამაშმა" "ოსკარზე" წამოაყენა საკითხი.

http://data1.whicdn.com/images/139415613/large.jpg


ფილმის გამოსვლისას, ისევე როგორც მსგავსი თემატიკის ფილმების შემთხვევაში, წამოიჭრა კითხვა, რატომ არ გადაიღეს ფილმი მაშინვე, როგორც კი ეს საქმე გაიხსნა. რაც არ უნდა იყოს, ტილდუმი ნიჭიერი მთხრობელი და ოსტატური კადრების შემქმნელი აღმოჩნდა. რაღა თქმა უნდა, ბენედიქტი ლიდერობს, თუმცა ფილმში ყველა თავის იდეალურ ადგილზეა.

ფილმის განსაკუთრებული წარმატება ეკუთვნის მონტაჟისტ უილიამ გოლდენბერგსაც, რომელიც ბევრი ცნობილი ფილმის შექმნელთა სიაშია. "იმიტაციის თამაშში" ის ვირტუოზულად ცვლის სამი ათასწლეულის ამბავს, არ იყენებს ზედმეტ ვიზუალურ ეფექტებს და ბანალური ფრაზების კორიანტელს. "ოსკარი" საუკეთესო მონატაჟისათვის, კინოკრიტისკოსთა ნაწილის აზრით ერთ-ერთი ის ნომინაციაა, რომელსაც ეს აკადემიური ფილმი იმსახურებს, იმაზე რომ კროსვორდები და ადამიანური ურთიერთობები საოცრად სასიამოვნოა, თუ დავფიქრდებით. (IMDB 8.2)

http://data2.whicdn.com/images/128888193/large.jpg
http://data3.whicdn.com/images/160366665/large.jpg
http://data3.whicdn.com/images/159490526/large.gif


Sometimes it is the people who no one imagines anything of who do the things that no one can imagine.

http://data1.whicdn.com/images/161107727/large.jpg
http://data3.whicdn.com/images/158441912/large.jpg
http://data1.whicdn.com/images/127812064/large.png
http://data3.whicdn.com/images/138930925/large.png
http://data1.whicdn.com/images/151270902/large.jpg
http://data3.whicdn.com/images/138931201/large.jpg
http://data1.whicdn.com/images/128482754/large.gif


ფილმი დიდ ეკრანზე უნდა ნახონ მსახიობების გულშემატკივრებმა, კომპიუტერული ტექნოლოგიებით დაინტერესებულებმა, ისტორიის ცოდნის გაფართოების მსურველებმა, ბიოგრაფიული სიუჟეტის მხატვრული ასახვის მოყვარულებმა, ყველანაირი ბრიტანული დამფასებლებმა, მოკლედ ყველა კინომოყვარულმა.

http://data2.whicdn.com/images/159636388/large.jpg

პირველ რიგში თქვენ გელოდებათ არაჩვეულებრივი სამსახიობო ქასთი.
შესანიშნავი ბიჭები: მეთიუ გუდი და ალენ ლიჩი,
მაგრამ ბენმა ისინი არ შეიმჩნია და მთელი ყურადღება კამბერბეტჩზეა.



ეს სერიოზული და დრამატული ფილმიც კი იწვევს რომანტიულ ფიქრებს.
ფილმი საკმარისადაა გაჯერებული იუმორითაც. მაგალითად კადრი,
როდესაც ალან ტიურინგი ანეგდოტის მოყოლას ცდილობს.




მთავარი როლის შემსრულებელს ნომინაციები მიანიჭეს,
მიუხედავად იმისა, რომ პრიზი ედი რედმაინს ერგო.
მაგრამ ოსკარი წინაა და კრიტიკოსებიც წინასწარმეტყველებენ ბენის სასარგებლოდ.
გუშემატკივრები იმედოვნებენ, რომ გაუმართლებს.



ალან ტიურინგის როლისათვის ჟურნალმა Time ბენედიქტს ტიტული
"საუკეთესო სამსახიობო შესრულება" მიანიჭა.




Category: Fun, Interesting / Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top