5 February 2015      slimshady     Views 2 839    
Category: Fun, Interesting

"სამეფო კარის თამაშების" მსახიობის ახლი რეკორდი"სამეფო კარის თამაშების" მსახიობის ახლი რეკორდი"სამეფო კარის თამაშების" მსახიობის ახლი რეკორდი

26 წლის ისლანდიელი მძლეოსანი და მსახიობი - ჰაფთორ ბიორნსონი,რომელსაც ადამიან თორსაც უწოდებენ,საზოგადოების ყურადღების ქვეშ პირველად მაშინ მოექცა,როდესაც ის მსოფლიო ჰიტად ქცეულ სერიალში "სამეფო კარის თამაშებში" გრეგორ კლეგეინის,ე.წ. "მთის" (The Mountain) როლზე დაამტკიცეს.ბიორნსონამდე ამ როლს რამდენიმე მსახიობი ირგებდა,თუმცა არცერთი არ ჰგავდა წიგნში აღწერილ მძლეთა მძლე,გიგანტ,შემზარავ პერსონაჟს.ჯორჯ რ.რ. მარტინის წიგნში "მთა" წარმოდგენილია,როგორც 2,4 მეტრი სიმაღლისა და 190 კილოგრამი წონის მებრძოლი. ბიორნსონი თითქმის აკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებებს,იმავე წონითა და 2 მეტრი სიმაღლით.მისი შესრულება სერიალის მეოთხე სეზონში დადებითად იქნა შეფასებული და ის,როგორც ცნობილია,მეხუთე სეზონშიც დაბრუნდება,იმავე როლით.

"სამეფო კარის თამაშების" მსახიობის ახლი რეკორდი
"სამეფო კარის თამაშების" მსახიობის ახლი რეკორდი

მსახიობობის გარდა,ბიორნსონს საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს მძლეოსნობაში.მას არაერთი რეკორდი აქვს დამყარებული ვარჯიშის სხვადასხვა სტილში.ახლა კი მის მიღწევებს კიდევ ერთი საამაყო ტიტული - "ყველაზე ძლიერი ვიკინგის" წოდება მიიღო.ბიორნსონი ნორვეგიაში ჩავიდა,მან მიიღო გამოწვევა,გაეკეთებინა ის,რაც არცერთ ადამიანს არ გაუკეთებია საუკუნეების განმავლობაში.

ლეგენდის თანახმად,ისლანდიელმა ვიკინგმა,ორმ სტორლოფსონმა,ქრისტეშობის შემდეგ 1000 წელს 50 ადამიანის დახმარებით ზურგზე მოიკიდა 650 კილოგრამიანი ვიკინგების გემი.მან მხოლოდ ორი ნაბიჯი გადადგა,მესამეზე კი დიდი წნევის გამო ხერხემალი დაუზიანდა,მას შემდეგ ორმ სტორლოფსონის გადამტყდარი ხერხემალი არ გამთელებულა.

ბიორნსონმა ეს სიცოცხლისთვის საშიში გამოწვევა მიიღო.მან იმავე ზომისა და წონის ხის მორი,დახმარების გარეშე,მოიკიდა ზურგზე და ხუთი ნაბიჯი გადადგა,რაც ისლანდიელ გმირ ვიკინგზე სამი ნაბიჯით მეტია.იმავე დღეს ბიორნსონმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა რეკორდის მოხსნის ამსახველი ფოტო შემდეგი წარწერით :

"დღეს მე და ჩემი მეგობრები ისტორიაში შევედით!მე არა მარტო მოვიპოვე ყველაზე ძლიერი ვიკინგის ტიტული მეორედ,არამედ ავწიე ეს მონსტრი ხის მორი და ჩემმა ზურგმა ამას მშვენივრად გაუძლო!მე უფრო ახლოს ვარ ჩემ მთავარ მიზანთან - გავხდე მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანი!მე ვერაფერი შემაჩერებს!მე ვერაფერი გამტეხს!"


"სამეფო კარის თამაშების" მსახიობის ახლი რეკორდი
"სამეფო კარის თამაშების" მსახიობის ახლი რეკორდი
"სამეფო კარის თამაშების" მსახიობის ახლი რეკორდი
"სამეფო კარის თამაშების" მსახიობის ახლი რეკორდი



Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top