;

1 February 2015      Nina√     Views 3492    
Category: Fun, Interesting

Love Story: Iker Casillas&Sara Carbonero


ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი "სპორტული" წყვილის-იკერ კასილასისა და სარა კაბრონეროს სიყვარულის ისტორია

როგორც იცით, იკერ კასილასი 33 წლის მსოფლიოში აღიარებული ესპანელი ფეხბურთელია, რომელსაც თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე უწოდეს ფეხბურთის ისტორიაში. იკერი ამჟამად მადრიდის რეალში მოღვაწეობს და მიუხედავად საერთაშორისო წარმატებისა,კვლავ განაგრძობს კარიერული მწვერვალების დაპყრობას. შეგახსენებთ, რომ კასილასი 2-ჯერ იყო ევროპისა და (2008 და 2012) და მსოფლიოს ჩემპიონი (2010). „მადრიდის რეალის“ რიგებში მან 5-ჯერ მოიგო ლა-ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის თასი და 4-ჯერ დაეუფლა ესპანეთის სუპერთასს. ევროპულ და საერთაშორისო საკლუბო დონეზე კი 3-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, 2-ჯერ უეფას სუპერთასის მფლობელი და ერთხელ დაეუფლა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს. დამეთანხმებით, რომ ეს ცოტა ნამდვილად არ არის. რაც შეეხება ფეხბურთელის პირად ცხოვრებას, მას გვერდს უმშვენებს 30 წლის მისივე ეროვნების სპორტული ჟურნალისტი სარა კაბრონერო, რომელიც 2009 წელს ამერიკულმა FHM -ის გამოცემამ წლის ყველაზე სექსუალურ ჟურნალისტად დაასახელა. მათ ერთი შვილი ჰყავთ, 1 წლის მარტინი.



პირველად წყვილი ერთმანეთს 2009 წელს სამხრეთ აფრიკაში, ფიფას დაჯილდოებაზე შეხვდა. სარას ესპანეთის გუნდზე რეპორტაჟი უნდა მოემზადებინა. იკერი ახალგაზრდა ჟურნალისტით მაშინვე მოიხიბლა, ცდილობდა მისი ყურადღების მიპყრობას, თუმცა სარამ სრული იგნორი გაუკეთა მას. იგი არ პასუხობდა იკერის გრძნობებს და მასთან მხოლოდ პრეფესიული ინეტერსები აკავშირებდა. იგივე გრძელდებოდა მანამ, სანამ ისინი მადრიდში არ დაბრუნდნენ. კაბრონერო საკმაოდ დაკავებული გახლდათ თავისი კარიერით, თუმცა მისი "უხეში" საქციელის მიზეზად შეიძლება უფრო ის მოვიაზროთ, რომ მას ამ პერიოდში ურთიერთობა ჰქონდა ჯორჯ ფერნანდესთან. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი არ წყვეტდა ფიქრს სარაზე და მთელი ამ ხნის განმავლობაში ყვავილებს უგზავნიდა სახლში. კაბრონერო ერთი თვის შემდეგ შეყვარებულს დაშორდა და კასილასს შეხვედრაზე დასთანხმდა. ურთიერთობის პირველ ეტაპზე წყვილი მედიისაგან მოშორებით ყოფნას ცდილობდა, მაგრამ იმის გამო, რომ მათი რომანი უფრო და უფრო რომანტიკული ხდებოდა, ეს ვეღარ მოახერხეს. 2014 წლის 3 იანვარს მათ მარტინ კასილას კაბრონერო შეეძინათ, რითიც ურეთიერთობა კიდევ უფრო გაამყარეს. ესპანური პრესა წერს, რომ წყვილი უახლოეს მომავალში იქორწინებს. პაპარაცული ფოტოებიდან ადვილი შესამჩნევია, რომ წყვილს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. თავად სარა კი აშკარად აჭარბებს თავისი ბოიფრენდის კადრებით და მისი განხილვით თითოეული რეპორტაჟის დატვირთვას. მათი ვიდეო-ინტერვიუები იუთუბის ჰიტია და იკერი მსოფლიო თასის თამაშის პერიოდში, სიუჟეტებში ყველაზე ხშირად "გადაღებულ" პერსონადაც კი აღიარეს - "one of the most photographed people of the World Cup". გთავაზობთ იკერისა და სარას ერთობლივ ფოტოებს.
































Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top