;

3 February 2015      ANGEL     Views 2920    
Category: Fun, Interesting, Films, Movies

საქართველოს კინოთეატრები რუსთაველი და ამირანი თებერვლის თვეში მრავალ საინტერესო ფილმს წარმოგვიდგენენ დიდ ეკრანებზე, რომელთა შესახებაც დაწვრილებით ინფორმაციას მათი ახალი საიტი new.kinoafisha.ge/ მოგაწვდით.
კინოთეატრში სასურველ ფილმს იპოვიან, როგორც ბავშვები და საოჯახო კომედიის ("ბრიყვი და კიდევ უფრო ბრიყვი 2", "პადინგტონის თავგადასავალი", "ღამე მუზეუმში", "ყინულის დედოფალი 2", "მადაგასკარის პინგვინები", "ცელქი ბავშვები 2"), ასევე მძაფრსიუჟეტიანი ტრილერების მოყვარულნი ("ჰაკერი", "მძევალი 3") და ოსკარის 9-გზის ნომინანტი ფილმი "ბერდმენი". სულ მალე კი მსუბუქ-ეროტიულ რომატიულ ფილმს "გრეის ორმოცდაათი ელფერი" (13 თებერვლიდან) და ფენტეზის ჟანრის "იუპიტერის აღზევება"-ს იხილავს მაყურებელი (5 თებერვლიდან)

"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან
"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან

იუპიტერის აღზევება / Jupiter Ascending
სწორედ ის ფილმია, რომელსაც ჩვენც მოუთმენლად ველით... მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი "მატრიცა", "V for Vendetta" და "Cloud Atlas"-ის შემქმნელებისგან მთავარ როლებში ჩენინგ ტატუმსა და მილა კუნისს წარმოგვიდგენს. ისტორია ფარული გენის მატარებელი გოგონას - იუპიტერ ჯონსის შესახებ (მილა კუნისის პერსონაჟი), რომლის შესახებაც ვარსკვლავებმა იწინასწარმეტყველეს, მას გასაოცარი ცვლილებები ელის უცხო პლანეტიდან მოვლენილ გენეტიკურად მოდიფიცირებულ მონადირე ექს-სამხედრო ჩენინგ ტატუმის პერსონაჟთან ერთად, რომელმაც ის უნდა დაიცვას და იბრძოლონ საკოსმოსთაშორისო ბალანსის დამყარებისთვის. ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური ტიტულის მფლობელი მამაკაცის ჩენინგ ტატუმისა და მილა კუნისის სამსახიობო წყვილი, ასევე ბრიტანელი მსახიობები: ედი რედმეინი, დუგლას ბუტი და შონ ბინი, ფილმი 3D ფორმატშია წარმოდგენილი და ვის დატოვებს ამ ჟანრის პროფესიონალების მიერ შექმნილი ფენტეზი გულგრილს?

Jupiter Ascending (2015)
"იუპიტერის აღზევება" 3D

www.new.kinoafisha.ge/movies/jupiter-ascending/

ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ფანტასტიკა
რეჟისორი და სცენარისტი: ენდი ვაჩოვსკი; ლანა ვაჩოვსკი
როლებში: ჩენინგ ტატუმი; მილა კუნისი;
ედი რედმეინი; დუგლას ბუტი; შონ ბინი; ჯეიმს დარსი

ფორმატი: 3D
პრემიერა საქართველოში: 5 თებერვალი, 2015

აღწერა: იუპიტერ ჯონსი დაიბადა ღამის ცის ქვეშ და ყველაფერი იმას წინასწარმეტყველებდა, რომ გოგონას დიადი მიღწევები ელოდა. იუპიტერი გაიზარდა და ყოველ ღამე სიაზმარში ხედავდა ვარსკვლავებს, მაგრამ იღვიძებდა მკაცრ რეალობაში, სადაც ის მუშაობდა დამლაგებლად და რეცხავდა ტუალეტებს. გოგონას პირადი ცხოვრება არ გაოირჩეოდა არაფრით, სანამ ის არ შეხვდება კეინს. კეინი ყოფილი სამხედრო მონადირეა, რომელიც ჩამოსულია დედამიწაზე, რათა მოძებნოს იუპიტერი და განიხილოს მისი ჭეშმარიტი დანიშნულება. თავისი გენეტიკური მახასიათებლებით იუპიტერი ხდება წარმოუდგენელი მემკვიდრეობის კანდიდატი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სამყაროს ბალანსი.

ამბობენ, რომ ფილმში უხვად იქნება მსუბუქი-კომედიური სცენები, რაც გამოარჩევს ამ ფილმს ძმები ვაჩოვსკების ფილმებისგან.
ფილმის რეჟისორები, სცენარისტები და პროდიუსერები გახლავთ The Wachowskis, ანუ ლანა "ლარი" და ენდრიუ ვაჩოვსკები, ფილმ "მატრიცა", "V for Vendetta", "Speed Racer" და "Cloud Atlas"-ის შემქმნელები!

"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან

ფილმის მსოფლიო პრემიერა დაგეგმილია 6 თებერვალს, ეს გახლავთ დღე, როდესაც იუპიტერი შებრუნდება და მოექცევა დედამიწასთან ყველაზე ახლო კუთხით, მის ნაწილს კი სრულად გაანათებს მზე.

ფილმზე მუშაობა დაახლოებით 1 წლის წინ დასრულდა, ფილმი სამონტაჟოში დაგეგმილზე 10 თვით მეტად დააყოვნეს. ამ პერიოდში მსახიობმა მილა კუნისმა ბავშვის გაჩენა და ფორმაში დაბრუნებაც მოასწრო და ისიც მიიღებს მონაწილეობას ფილმის მსოფლიო საპრემიერო ტურნეში.

ფილმში თავაპირველად იუპიტერ ჯონსის როლზე დამტკიცებული იყო ნატალი პორტმანი, რომელიც შემდგომ რუნი მარას უნდა შეენაცვლებინა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მილა კუნისზე შეჩერდა.

ჩენინგ ტატუმს ფილმის გადაღებების დროს სპეფიციური გრიმის ტარება უწევდა, მათ შორის ყბის პროტეზის, რომელიც მას რამდენადმე ურთულებდა მეტყველებას და ყბის მოძრაობას.

"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან
"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან
"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან

ოსკარის ნომინანტი მსახიობი ედი რედმეინი ანსახიერებს Balem Abrasax-ის პერსონაჟს

"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან
"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან
"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან
"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან
"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან
"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან

“Why is this happening to me?"
“You are royalty.”

"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან
"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან
"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან
"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან

“Your earth is a very small part of a very large industry…”

"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან
"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან
"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან
"იუპიტერის აღზევება" 3D -  5 თებერვლიდან

Category: Fun, Interesting, Films, Movies
Tags:

Share it
Comments

Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top