29 January 2015      ANGEL     Views 2 359    
Category: Fun, Interesting / Films, Movies / Event



29 იანვრიდან
კინოთეატრებში ჰარი პოტერის შემქმნელები წარმოგვიდგენენ
ახალ საოჯახო კომედიას - "პადინგტონის თავგადასავალი"
ქართულ და ინგლისურ ენებზე კინოთეატრ რუსთაველსა და ამირანში
new.kinoafisha.ge/movies/paddington/

გაიცანით, ამ დათვს პადინგტონი ჰქვია. ის პერუდან ჩამოვიდა ლონდონში, იმისთვის, რომ იპოვოს ოჯახი და გახდეს ნამდვილი ინგლისელი ჯენტლმენი. ამ მისიის შესრულებისას მას გადახდება წარმოუდგენელი თავგადასავლები სავსე იუმორითა და საფრთხეებით...





ფილმის პრემიერა 26 ნოემბერს შედგა დიდ ბრიტანეთში და კრიტიკებმა ის საოცრად დადებითი რეცენზიებით შეამკეს! ფილმში მონაწილეობას იღებს მსახობი ნიკოლ კიდმანი, რომელიც ჩვენდა გასაკვირად ბოროტი პერსონაჟის მილისენტის როლშია.




ფილმის მთავარი გმირი დათუნია პადინგტონი დაფუძნებულია მაიკლ ბონდის ზღაპრებზე, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ნიკოლ კიდმანი დათანხმდა ფილმზე მუშაობას. მსახიობი და მცირეწლოვანი შვილების დედა გამოტყდა, რომ მისი ბავშვობის ოცნება იყო ზღაპრის მსგავსად - პადინგტონის დათვი მისი სახლის მაცხოვრებელი გამხდარიყო, ამ ფილმზე მუშაობა კი მისი ბავშვობის ოცნების ასრულებასთან ყველაზე ახლო შეხებაში იყო და მსახიობი მისი პროდიუსერების გასაკვირად, დათანხმდა გაეცოცხლებინა დათუნიას ისტორია პადინგტონის სადგურიდან. ფილმზე მუშაობის პროცესში აქტიურად იყო ჩართული მსახიობი ემა ტომპსონიც, მან სცენარის ადაპტაციაში შეიტანა კორექტივები.



ისტორიულად, მაიკლ ბონდს ზღაპრის შთაგონება 1956 წელს პადინგტონის სადგურზე საჩუქრების მაღაზიაში ეწვია, როდესაც მეუღლისთვის საშობაო საჩუქარს არჩევდა. ისტორია უკავშირდება ლონდონის მაცხოვრებლების ევაკუაციას ომის დროს - სადგურზე ბავშვების გადაყვანის წესს, როდესაც პატარებს მარტოებს უწევდათ მგზავრობა და მათ პიჯაკებზე მიმაგრებული იყო მომცრო ზომის ბარათები. სწორედ, ისე, როგორც ამ დათუნიაზე...



პადინგტონის დათუნიას პერსონაჟი ოფიციალურად ფლობს
ბრიტანეთის საყვარელი ანიმაციური გმირის ტიტულს

"Britain's Favourite Ever Animated Character"





პადინგტონის თავგადასავალი

რეჟისორი: პოლ კინგი
ჟანრი: საოჯახო კომედია
როლებში: ნიკოლ კიდმანი; სალი ჰოვკინსი; მაიკლ გემბონი;
ბენ უიშოუ (პადინგტონის ხმა); იმელდა სტონტონი; პიტერ კაპალდი.
სცენარისტი: პოლ კინგი; მაიკლ ბონდი
გახმოვანება: ქართულად





სეანსები:
new.kinoafisha.ge/movies/paddington/

რუსთაველი

12:00- 7.5ლარი
14:15- 8.5ლარი
17:45- 9.5ლარი

ამირანი

12:00- 7.5ლარი
14:30- 8.5ლარი
17:00- 9.5ლარი
20:00- 11.5ლარი















Category: Fun, Interesting / Films, Movies / Event
Tags:

Share it
Comments
Back to Top