29 January 2015      Ancho.     Views 9 034    
Category: Fun, Interesting / Stars

ვარსკვლავების ახალი რომანები
LOVE DIGEST
ვარსკვლავების ახალი რომანები


▲ლუპიტა იონგო და ჯარედ ლეტო


ჯარედ ლეტოსა და ლუპიტო იონგოს შესახებ მითქმა-მოთქმის გაჩენიდან მალე ერთი წელი გავა. ვარსკვლავებმა ამ ჭორებს დასაბამი წინა წლის ოსკარზე გაუჩინეს. მაშინ პრემიაზე Independent Spirit Awards, ჯარედ ლეტომ სცენაზე ლუპიტა თავის სამადლობელ სიტყვაში მოიხსენია: "მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქალბატონს ვისთანაც ვიყავი და მათაც, ვინც ფიქრობს, რომ მათთან ვიყავი. და აგრეთვე ჩემს მომავალ ცოლს-მე შენზე ვამბობ ლუპიტა იონგო!"



ხუმრობა ხუმრობებად, მაგრამ ტაბლოიდები მუდმივად ცდილობენ ვარსკვლავების "გაფაქტვას". მარტში ვარსკვლავები ერთად იმყოფებოდნენ პარიზის მოდის კვირეულზე, პოზიორობდნენ კამერების წინ და მუდამ ერთად ხედავდნენ. შემდეგ ისინი ფლირტში MTV Movie Awards-ზე გამოიჭირეს. აღსანიშნავი იყო ფაქტი რომ წინა წელს მსახიობი რეპერ K'naan-ს დაშორდა.



ცოტა ხნის წინ ჩავლილ Weinstein-ის წვეულებაზე, გილდიის დაჯილდოების შემდეგ მსახიობებმა დაამტკიცეს გარშემომყოფთა ეჭვები, რომ მათ მეტი აკავშირებთ ვიდრე უბრალოდ მეგობრობა. საღამოს ლუპიტა და ჯარედი სხვებისგან განცალკევდნენ და ღიად ფლირტაობდნენ. მთელი საღამო მხოლოდ ერთმანეთის ჩახუტებასა და ცეკვაში გაატარეს.





▲პრინცი ჰარი და ანასტასია გუსევა

მეფეებს მართლაც ყველაფერი შეუძლიათ, შეხვდნენ მოდელებს და შეიძლება საქმე ქორწილამდეც მივიდეს. მითუმეტეს თუ პრინც ჰარის დიდი ხანია შენატრიან ქმრის როლში იხილონ. პრინცის ამჟამინდელი არჩევანი რუსი ეროვნების გერმანელი მოდელია ანასტასია გუსევა, რომელიც ის მან აბუ დაბიში, იახტაზე გამართულ დახურულ წვეულებაზე გაიცნო. ჰარი იმდენად მოხიბლა ლამაზმანმა რომ მთელი ღამე მასთან ცეკვავდა. იციან რა ჰარის, როგორც დაუქორწინებლის სასიყვარულო რომანების შესახებ, ტაბლოიდები სერიოზულ გათვლებს ერიდებიან. ჯერჯერობით ჰარი და ანასტასია ერთად ესწრებიან წვეულებებს. წარუდგენს თუ არა პრინცი მას სამეფო კარს, დრო გვიჩვენებს.


▲ირინა შეიკი და დუინ ჯონსონი

როგორც ტაბლოიდები იუწყებიან, კრისტიანუ რონალდოსთან დაშორების შემდეგ ირინა შეიკმა სიმშვიდე ჰოლივუდის ვარსკვლავის და ცნობილი კუნთების პატრონის - დუენ ჯონსონის იგივე The Rock-ის მკლავებში ჰპოვა. უკვე 7 წელია რაც "ჰერაკლეს" განმასახიერებელი მსახიობი ცოლს გაშორდა და მას შემდეგ ჰოლივუდის ცნობილ სასურველ "სასიძოდ" ითვლება. სხვათაშორის მათი საერთო ფილმის Hercules -ის მსოფლიო პრემიერებზე მათ ჩახუტებულებს ხედავდნენ, თუმცა ყველაფერი ჰერაკლესა და მაგერას პერსონაჟების პრომოტურად მიიჩნეოდა. შემდეგ მათმა სურათებმა მთელი ინტერნეტი მოიცვა. ჯერჯერობით ვარსკვლავები ოფიციალურ კომენტარებს არ აკეთებენ.




იხილეთ ვიდეო, რომელიც მრავალს მეტყველებს ირინასა და დუენს შორის თბილ ურთიერთობებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ფილმზე მუშაობისას - მაშინ ჩამოყალიბდა, როდესაც ირინა კრისტიანუს ხვდებოდა. აღსანიშნავია დუენის დამოკიდებულება, რომელიც მუდამ ყურადღებითა და სითბოთი ანებივრებდა ირინას, იქნებ სწორედ ამან გააღვივა ქალის სიმპატიაც?

ფილმს Hercules პრემიერის, ინტერვიუს დროს ირინას უახლოვდება დუეინი და მას ეამბორება. ირინა კი ამბობს: "აი ხედავთ? ხომ ვამბობდი, მსიამოვნებდა ფილმზე მუშაობა ჩემი მეუღლის გამო, ხომ მართალია მეუღლევ?" ასე მიმართავდა დუეინს, მათი როლიდან გამომდინარე.










ასევე იხილეთ: ლეონარდო დიკაპრიო და რიანა?
პრესა მათი რომანის შესახებ საუბრობს, პაპარაცები კი
გასაოცარ კადრებს გვაწვდიან, რათ ნამდვილად მათ რომანზე მეტყველებს!

ვარსკვლავების ახალი რომანებივარსკვლავების ახალი რომანები

Category: Fun, Interesting / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top