;

30 January 2015      slimshady     Views 177880    
Category: Fun, Interesting

ღამისთევის შედეგები ორგანიზმზე

გარკვეული მიზეზების გამო,იქნება ეს მეცადინეობა,წვეულება,მეგობრებთან დარჩენა თუ უბრალოდ ინტერნეტში ძრომიალი,ალბათ ყველა ჩვენგანს გაუთენებია ღამე ერთხელ მაინც.როგორც აღმოჩნდა და როგორც ექსპერტები ირწმუნებიან,თუნდაც ერთი დღით უძილობა კატასტროფულ შედეგებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში.ეროვნული ძილის ფონდის წარმომადგენელი და ექიმი ჩარლს საისლერი გვიყვება,თუ რა შოკისმომგვრელ ზიანს აყენებს ღამისთევა ტვინს.


ღამისთევის შედეგები ორგანიზმზე


➥ თქვენ ვერ დაიმახსოვრებთ დღის (ან ღამის) განმავლობაში ნასწავლს

ძილის დროს ადამიანის ტვინის წინა ნაწილი,ჰიპოკამპი,იმეორებს იმას,რაც იმ დღის განმავლობაში ისწავლეთ.ამით ნასწავლის გრძელვადიან მეხსიერებაში ჩაბეჭდვა ხდება.უძილობა კი ნასწავლის მოკლევადიან მეხსიერებაში გადაცემას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს,რომ გვიან ღამით მეცადინეობა და გამოცდისთვის გათენება არახელსაყრელი და უაზროა.ექიმები გვირჩევენ მთელი დღის განმავლობაში ვისწავლოთ,ღამის ძილი კი ყველაფრის კარგად დამახსოვრებაში დაგვეხმარება.

ღამისთევის შედეგები ორგანიზმზე

➥ ძნელი პრობლემების გადაჭრა გაგირთულდებათ

თუკი გვიან ღამით (ან ღამისთევის მეორე დღეს) რაიმე პრობლემას წააწყდებით,მისი გადაჭრა მნიშვნელოვნად გაგიძნელდებათ,უფრო მეტად ვიდრე გამოძინებულს.ეს იმიტომ,რომ ღრმა ძილის დროს ხდება ახალი და ძველი ინფორმაციების შერწყმა ტვინში,ამ პროცესის დროს კი ხშირად ქვეცნობიერად უეცარ რეალიზაციას და პრობლემის ამოხსნის ახალი გზების აღმოჩენას აქვს ადგილი.ესე იგი ძილში შეგვიძლია ჩვენდა უნებრივად რთულ ამოცანას მარტივი ამოხსნა მოვუძებნოთ.ღამისთევის შედეგად კი ამის საშუალება ჩვენს ტვინს აღარ აქვს.

ღამისთევის შედეგები ორგანიზმზე
ადამიანის ტვინი სწრაფი ძილის დროს | ფხიზელი ადამიანის ტვინი | ადამიანი ტვინი ღრმა ძილის დროს

➥ ირღვევა თქვენი ცირკადული რითმი,რის გამოც მთელი დღე თავს ცუდად იგრძნობთ

ადამიანის ყველა უჯრედს აქვს ბუნებრივი რითმი,საათი.უჯრედები შეთანხმებულად და სინქრონულად მუშაობენ ტვინის.კერძოდ ჰიპოთალმუსის, წყალობით.დღის განმავლობაში ჰიპოთალმუსს ეგზავნება სიგნალები,რომლებიც ატყობინებენ როდისაა ჭამის,ძილის,დასვენების დრო.ღამისთევის დროს სიგნალების მიღება უკონტროლო ხდება-მაშინ, როცა სინეთლეს არ უნდა ხედავდე, ტვინს (ოთახისა თუ ელექტრონიკის) განათების სიგნალები მისდის,ჭამ მაშინ ,როდესაც ტვინი ამას არ ელის (ბუნებრივია მთელი ღამის განმავლობაში მოგშივდებათ).ამ ყველაფრის გამო ცირკადული რითმი ირღვევა და ადამიანს ეუფლება გულის რევის გრძნობა,დაღლილობა,მოთენთილობა,ძილიანობა.

ღამისთევის შედეგები ორგანიზმზე


➥ ტვინში გროვდება ტოქსიკური მეტაბოლური ნარჩენები

დღე-ღამის განმავლობაში ადამიანის ტვინი დიდ ენერგიას ხარჯავს,რაც იწვევს შუალედური პროდუქტის - მეტაბოლური ნარჩენების დაგროვებას. (წარმოიდგინეთ ტოქსიკური ნივთიერებები,რომლებსაც მანქანა გამოყოფს ბენზინის წვის დროს).ღამე,ძილის დროს,ტვინი თვითდეტოქსიკაციას ახდენს,მეტაბოლურ ნარჩენებს ლიმფური სისტემის საშუალებით გამოდევნის. შემდეგ კი ნეირონების აღდგენაზე ზრუნავს.მაგრამ ღამისთევის დროს ნეირონების აღდგენის პროცესის წარმართვა დაგროვილი ნარჩენების გამო შეუძლებელია,ნარჩენებისგან განთავისუფლებისთვის კი,როგორც უკვე ვთქვით, ძილია საჭირო!

ღამისთევის შედეგები ორგანიზმზე

➥ ტვინი ვეღარ ფუნქციონირებს ეფექტურად

რაც უფრო დიდხანს ვაყოვნებთ ძილს,მით უფრო ნაკლებად ეფექტურია ადამიანის ტვინის მუშაობა.დღის განმავლობაში მოლეკულები,რომელთაც ატფ (ადენოზინ ტრიფოსფატები) ეწოდებათ იხარჯებიან აქტიურად,რათა ტვინს ენერგია და საკვები მიაწოდონ.ატფ-ს აღდგენა სწორედ ღამით ხდება.უძილობა და ღამისთევა იწვევს ატფ-ს რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას,შედეგად ტვინი ისე ვეღარ მუშაობს,როგორც დღისით.


ღამისთევის შედეგები ორგანიზმზეღამისთევის შედეგები ორგანიზმზეღამისთევის შედეგები ორგანიზმზე


➥ დაკარგავთ განსჯის უნარს

უცნაურად ჟღერს,მაგრამ ეს სიმართლეა!როგორც უკვე აღვნიშნეთ ღამისთევის დროს ტვინს საკმარისი ენერგია არ მიეწოდება.ენერგიის უკმარისობა ტვინის წინა ნაწილში (პრეფრონტალურ ქერქში),რომელიც განსჯასა და ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღებას არეგულირებს,იწვევს თქვენი საღი აზროვნების დაქვეითებას.ამიტომაც გირჩევთ უძილომ არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

ღამისთევის შედეგები ორგანიზმზე

➥ გახდებით მგრძნობიარე გარემო პირობებისადმი და ემოციურად არასტაბილური

ენერგიის უკმარისობა თალამუსსა და პარიეტალურ ქერქში იწვევს მგრძნობიარობის გამძაფრებას გარემო პირობებისადმი : სინათლის,სიცივის,ხმაურისადმი. აგრეთვე ღამისთევის შედეგები ადამიანთა უმრავლესობაში გამოვლინდება ემოციურ არასტაბილურობასა და ხასიათის ცვლილებებში

ღამისთევის შედეგები ორგანიზმზე

➥ შესაძლოა მოხდეს ე.წ. "ძილის შეტევა"

"ძილის შეტევა" იშვიათად ხდება,თუმცა მაინც შესაძლებელი და საშიშია.როდესაც უძილობა კრიტიკულ დონეს აღწევს,ადამიანის ტვინში სულ უფრო და უფრო მეტი სიგნალი იგზავნება,შემატყობინებელი იმისა,რომ ორგანიზმისთვის საჭიროა ძილი.ასეთ სიტუაციაში,თქვენდა უნებლიედ,ტვინი გაიძულებთ დაიძინოთ და ითიშებით.ექიმების თქმით,ეს გულის წასვლას გავს,მაგრამ სინამდვილეშ არანებაყოფლობითი ძილის შეტევაა.

თუკი ეს მოსაწყენ გაკვეთილზე ან სახლში,ფილმის ყურებისას მოხდება არაფერი დაშავდება,მაგრამ ძილის შეტევა საფრთხეს წარმოადგენს მანქანის ტარებისას,როდესაც წამით ჩაძინებამ შეიძლება ფატალური შედეგები გამოიწვიოს.

➥ მანქანას მთვრალი ადამიანივით ატარებთ

როგორც დაადგინეს,24 საათიანი უძილობით ადამიანი სწორედ ისე ატარებს მანქანას,როგგორც ლეგალურად მთვრალი,ალკოჰოლის ტესტზე 0.1 BAC(სისხლში ალკოჰოლის შემცველობა)-ის მაჩვენებელი ადამიანი.

ქრონიკული უძილობა რასაკვირველია უფრო საშიშია ვიდრე ერთ დღიანი ღამისთევა,მაგრამ როგორც ხედავთ,სულ მცირე ხნით უძილობაც კი მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში.ასე რომ მოერიდეთ ხშირ ღამისთევებს,გართობისა თუ მნიშვნელოვანი,გადაუდებელი მიზეზების გამო!

ღამისთევის შედეგები ორგანიზმზეღამისთევის შედეგები ორგანიზმზე


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top