26 January 2015      Ancho.     Views 3 260    
Category: Fun, Interesting / Films, Movies / Event




მიზეზები რის გამოც აუცილებლად უნდა ვნახოთ "Birdman"

საქართველოს კინოთეატრში ალეჰანდრო გონსალეზ ინიარიტუს ფილმის Birdman-ის პრემიერა შედგა. ფილმმა 2 ოქროს გლობუსი მოიპოვა და ოსკარის 9 ნომინაციის ვერდიქტს ელოდება. გადაღებების დაწყებამდე, რეჟისორმა ქასთის წევრებს ფოტო გაუგზავნა, რომელზეც ფილიპ პეტიტი ტყუპების შენობებს შორის გაბმულ თოკზე გადადის და მიაწერა "მეგობრებო, ეს არის ფილმი რასაც ჩვენ ვაკეთებთ. თუ ჩავვარდებით, ჩავვარდებით პირდაპირი მნიშვნელობით." მაგრამ სწორედ ერთობლივი ძალისხმევით ფილმმა წარმატებას მიაღწია. წარმოგიდგენთ ფილმის ნახვის მიზეზებს, თუ მაინც ეჭვობთ... (IMDB 8.3)



BIRDMAN / ბერდმენი (2014)
ჟანრი: კომედია დრამა
რეჟისორი: ალეჰანდრო გონსალეს ინიარიტუ
როლებში: მაიკლ კიტონი, ედვარდ ნორტონი, ზაკ გალიფიანაკისი,
ემა სტოუნი, ნაომი უოტსი, ანდრეა რაიზბორო, ემი რაიანი;


ფილმის პრემიერა საქართველოში 22 იანვარს შედგა კინოთეატრ ამირანში,
მსოფლიო პრემიერა კი გაცილებით ადრე 2014 წლის შემოდგომაზე გაიმართა კინომოყვარულთათვის.
ფილმის ხილვა შეგიძლიათ კინოთეატრ ამირანში საღამოს სეანსებზე:

19:30 - 11.5ლ; 22:30 - 11.5ლ;
new.kinoafisha.ge/ბერდმენი / BIRDMAN






▲ მაიკლ კიტონის დაბრუნება/"cameback"

ეს არის მაიკლ კიტონის გრანდიოზული დაბრუნება "ბეტმენი"-ს შემდეგ. ინიარიტუს ფილმში კიტონი განასახიერებს რიგან ტომპსონს, მსახიობს, რომელიც ბროდვეის სპექტაკლის პრემიერისათვის ემზადება. პირველივე სცენაში მას ვხვდებით ტრუსების ამარა ლოტოსის პოზაში. საქმე იმაშია, რომ ის არ არის მთლად ჩვეულებრივი ადამიანი. ახალგაზრდობაში მან სახელი გაითქვა სუპერგმირ "კაცი ჩიტის" თამაშით, ახლა კი მას თან სდევს ყოფილი დიდების აჩრდილი - შინაგანი ხმის სახით, რომელიც ხანდახან კუნთიანი ადამიანი/ფრინველის სახეს იღებს. რიგანი იმით ერთობა, რომ გადაადგილებს საგნებს უბრალოდ მზერით და ხანდახან შეუძლია აფრენაც კი. უბრალოდ, მას ეგზისტენციალური კრიზისი უჩნდება: ყოფილი ცოლი არ ცნობს, ქალიშვილი ხელიდან უსხლტება, შეყვარებული ატყუებს რომ მისგან ორსულადაა, კრიტიკოსი ცდილობს გაანადგუროს მისი ჯერ დაუდგმელი პიესა. ამ დროს კი რომელირაც სენტიმენტალური გულშემატკივარი ცნობს მას ბარში და სთხოვს ჩახუტებით გადაიღოს სურათი მასთან. ინიარიტუ ფიქრობს, რომ კიტონისათვის ფრინველი სუპერგმირის თამაში სიმბოლურია, თუ მსახიობის წარსულს გადავხედავთ, მაგრამ ის ამ როლზე ფასბენდერსა და ჰარლსონს განიხილავდა, მაგრამ არჩევანი კიტონზე შეაჩერა. ვნახოთ თუ მოიპოვებს სუპერგმირი ოსკარს.


http://static.gq.ru/iblock/262/2621c561b4bcf496717240006f512376.jpg
http://static.gq.ru/iblock/959/959e8672ebb3e2b23683bd87b5d77504.jpg

http://static.gq.ru/iblock/73a/73a92e16927db8f918c87686ccc440de.jpg

http://static.gq.ru/iblock/234/2345a42418c652a9b1f9e026c5e349f3.jpg

http://static.gq.ru/iblock/fdb/fdb3ba44783a1e1e4a2ead67dde77548.jpg


▲ ინიარიტუს რეაბილიტაცია

"Amores perros" შემდეგ ალეჰანდრო გონსალეზ ინიარიტუმ გადაიღო არც ისე წარმატებული "21 Grams", შთამბეჭდავი "Babel" და "Biutiful". ინიარიტუს სახელი რაღაც მოსაწყენის, სევდიანის სახელს დაუკავშირდა, ბევრმა კინოკრიტიკოსმა ხელიც კი ჩაიქნია მასზე როგორც რეჟისორზე. "Birdman"მა კი დაამტკიცა, რომ ის უდაოდ პროფესიონალია და წარსულში ნაცნობ ძალებს ბევრად აღემატა კიდეც. ფილმი პროფესიულ კრიზისს ეხება და ერთგვარ პარალელს ავლებს მის ავტობიოგრაფიაზე, მაგრამ ამის მკაფიოდ შესამჩნევად მან სრული იდენტურობა არ ასახა.

BIRDMAN / ბერდმენი (2014)

▲ ედვარდ ნორტონის ტრიუმფი

"მებრძოლთა კლუბის შემდეგ", 15 წლის მანძილზე, ნორტონმა ძლივს მიიღო მისთვის შესაფერისი ძლიერებისა და პერსპექტივის შესაბამისი პერსონაჟის როლი. მისი გმირი თამაშობს რიგანის პიესაში "რაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ვსაუბრობთ სიყვარულზე". ნორტონი თავიდანვე სულ მთლად შიშვლდება. ის ცდილობს გააუპატიუროს თავისი პარტნიორი სცენაზე(ნაომი უოტსი) პირდაპირ ამდენი მაყურებლის თვალწინ. ბონუსად ხდება ნორტონსა და კიტონს შორის შეხლა-შემოხლა, სადაც ისინი იქამდე მიდიან რომ მოკლან კიდეც. ინიარიტუმ აღიარა, რომ ნორტონი ზუსტად ასევე იქცევა რეალურ გადასაღებ მოედანზე-"ძალადობს" რეჟისორზე და ცდილობს გაიტანოს თავისი. მაგრამ იმისათვის რომ დავაფასოთ უნდა ვიხილოთ ეს სცენა.

http://static.gq.ru/iblock/2d1/2d15c014a8e48f504c896f1bd33048c7.jpg
http://static.gq.ru/iblock/26a/26adbff12e6d3b73325fa5c4f0041af6.jpg
http://static.gq.ru/iblock/e7d/e7dead878deeae9f2aae665d6d894943.jpg
http://static.gq.ru/iblock/94f/94fae5e33af31f06402bbcd9271b7c4d.jpg


▲ "მაგარი" გმირები

დაივიწყეთ ემა სტოუნი როგორც "კარგი გოგო". ამ ფილმში ის ცინიკოსი გოგონაა. მაშინ როცა ამტკიცებს რომ მაგარი გოგონაა, რიგანს ეუბნება "შენ ფეისბუქიც კი არ გაქვს! რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობ." კიდევ ერთი ეფექტური ქერათმიანი ნაომი უითსია, რომელიც მეოცნებე მსახიობია, ის ეკიდება როგორც კაცებისკენ ასევე ქალებისკენ.
http://static.gq.ru/iblock/014/014ffe9f6bf25e8be88a756409352471.jpg
http://static.gq.ru/iblock/b3d/b3db560c50823fb2aef21639a5b9d503.jpg

http://static.gq.ru/iblock/471/47113fe1728fd84f287cdcac093ce75c.jpg
http://static.gq.ru/iblock/0c1/0c10c12c1f8c62ec9d93798a15494973.jpg


▲ ოპერატორი

ემანუელ ლუბეცკის სახელი კინოინდუსტრიაში ძალიან ბევსრ ამბობს. პრაქტიკულად, ის მალიკისა და კუარონის მუდმივი ოპერატორია. დღეისათვის, მექსიკელი, რომლის მეტსახელიცაა ჩივო, ყველაზე საინტერესო ადამიანია კამერით ხელში. და თუ "გრავიტაციის" ერთი ხედით გადაღება სენსაცია იყო, ამ ფილმში ლიუბეცკმა თავის თავს აჯობა. მთელი ფილმი ერთი გრძელი ხედითაა გადაღებული, მან შექმნა ილუზია, რომელიც ბრწყინვალედაა კონსტრუქტირებული.

BIRDMAN / ბერდმენი (2014)

▲ თეატრის მიმართ ინტერესის გაღვივება

მთელი ფილმი კულისებში ან სცენაზე ხდება. აქ არკვევენ ურთიერთობებს, უტყდებიან სიყვარულში, თავს იკლავენ. სიუჟეტის მთავარი თემა კი თავად პიესაშია: "რაზე ვლაპარაკობთ, როცა ვსაუბრობთ სიყვარულზე". რიგანს აწუხებს თემა მისი არსებობის შესახებ ამ სამყაროში და უნდა იპოვნოს პასუხი "ვჭირდები კი ვინმეს ცხოვრებაში? მე, ჩემი პიროვნება?" რატომ ექცევა ყველა ისე, როგორც ექცევა. რა არის ჩვენი ცხოვრება? თამაში. შეაფასეთ რა დასკვნებს გამოიტანს კრიზისიდან თავის დასაღწევად.

http://static.gq.ru/iblock/711/7115a34ee1d6cbd324c6a891de599587.jpg
http://static.gq.ru/iblock/14f/14ff82b257581112ae234f29a31e0536.jpg



Category: Fun, Interesting / Films, Movies / Event
Tags:

Share it
Comments
Back to Top