28 December 2014      Ancho.     Views 13 625    
Category: Fun, Interesting

http://40.media.tumblr.com/tumblr_me7nuatb9U1rgunsqo1_250.jpghttp://38.media.tumblr.com/12d5a0c75ee023408fe9182600f44e09/tumblr_ndrrng0Bhf1u1hj8ho1_250.gif


როგორ აღნიშნავენ ახალ წელს
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში


თავი შეგაწყინათ ნაძვის ხემ და სადღესასწაულო სატელევიზიო შოუებმა? ერთად გავარკვიოთ როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, იმისათვის რომ გავიხალისოთ მობეზრებული ტრადიციები და შევივსოთ არაჩვეულებრივი პოზიტივით.

http://40.media.tumblr.com/419cd828a5a5bf00a6ae5a3c5c3a9d09/tumblr_nh5ninbD0c1t1prrio1_500.jpg



ფინეთი

ფინელების მთავარი ზამთრის დღესასწაული შობაა, რომელსაც ისინი 25 დეკემბერს აღნიშნავენ. თოვლის ბაბუას სამშობლოში, ახალი წლის ღამეს მკითხაობებს ატარებენ. მისტიკური ძალების გამოყენება ტრადიციულად, საშობაო წირვის შემდეგაა მიღებული. მომავალს წინასწარმეტყველებენ ცვილის დახმარებით-ისმევა კითხვა და შემდეგ, დამდნარ სანთელს აგდებენ წყალში და ანალიზს უკეთებენ წარმოდგენილ სურათს. ყველა ფინელისათვის ასევე წმინდაა უხვი სუფრა მიპატიჟებითა და ცხელი სასმელებით, რომელთა შორის აუცილებლად უნდა იყოს ქლიავის კისელი და ტკბილი ფაფა. და რა თქმა უნდა რა იქნება ახალი წელი თოვლის ბაბუის გარეშე!
ახალი წელი მსოფლიოში
ფინელ სანტას ჰქვია იოულუპუკი, რომელიც ითარგმნება როგორც "საშობაო თხა", ეს სახელწოდება სულაც არაა საწყენი, უბრალოდ იხსნება, რომ ბაბუა საჩუქრებით მოძრაობს ორთვალათი, რომელშიც შებმულია თხა. იოულუპუკი კეთილია, ყველა სურვილს ასრულებს, მთავარია ძალიანაც არ იყვირო. ფინელ ბაბუას ძალიან კარგი სმენა აქვს და მას ესმის ჩურჩულიც კი. ხმამაღლა ნათქვამი შეიძლება გაიგონ ბოროტმა სულებმაც და მაშინ მისი შესრულების გარანტიას ვერავინ მოგცემთ.

ახალი წელი მსოფლიოში
ახალი წელი მსოფლიოში
ახალი წელი მსოფლიოში

შოტლანდია

ცნობისმოყვარე ტურისტი, რომელიც ახალ წელს შოტლანდიაში ამოჰყოფს თავს გაიგებს, რომ დღესასწაულს ეწოდება ჰოგმანი და ის ნამდვილი ცეცხლის კარნავალია. წესისამებრ, პირველი იანვრის დადგომისას მშვიდობიანი მოქალაქეები კუპრიან კასრებს ქუჩებში აგორავებენ, ამით წვავენ ძველს და ეპატიჟებიან ახალ წელს. არსებობს ორი ლეგენდა, რომელიც გვიყვება ცეცხლმოკიდებულ კასრებზე. პირველი წარმართული ცოდნაა, რომლის მიხედვითაც ცეცხლმოკიდებული კასრი მზის სიმბოლოა, მისი ზღვაში ჩაგდებით შოტლანდიელები ზღვის მაცხოვრებლებს სითბოსა და სინათლეს ანიჭებდნენ, იმისათვის რომ მოეპოვებინათ წყლის სტიქიის კეთილგანწყობა. მეორე თქმულების მიხედვით კი ცეცხლი ასუფთავებს ბოროტ სულებს და დემონებს.

აქტიური დროსტარება მოითხოვს უხს სუფრას. შოტლანდიელებს უძველესი დროიდან აქვთ ტრადიციული კერძები -- საუზმეს წარმოადგენს შვრიის ნამცხვრები, პუდინგი და განსაკუთრებული ყველის ასორტი. სადილად და ვახშმად -- მოხარშული ბატი, ბიფშტექსი და ვაშლის ღვეზელი.

ახალი წელი მსოფლიოში
ახალი წელი მსოფლიოში
ახალი წელი მსოფლიოში
ახალი წელი მსოფლიოში
ახალი წელი მსოფლიოში



ესპანეთი

უძველესი ესპანური ტრადიციით, ყველა ესპანელმა ახალი წლის ღამეს, წარმატების მიზნით უნდა შეჭამოს 12 ყურძნის მარცვალი. თითოეული მთავარი მოედნის საათის ისრის თითოეულ დარტყმაზე. რიცხვი 12 წელიწადის თვეების რაოდენობას ასახავს, ყურძენი კი მარკეტინგული სვლაა იმ ფერმერების, რომლებმაც გადაწყვიტეს გამოემუშავათ ტრადიციებზე ჯერ კიდევ 1908 წელს. მაღაზიებში შეხვდებით ქილებში გამზადებულ გასუფთავებულ კენკრას. შეიძლება ითქვას, რომ ესპანელები ახალ წელს დადიან სავსე პირით.

მეორე ტრადიცია წითელი თეთრეულის ჩაცმაა-აქტუალური როგორც ქალბატონებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. ამბობენ, რომ წითელი იზიდავს ფინანსებსა და წარმატებებს. ბევრი შეყვარებული წყვილი ერთმანეთს ანდობს ამ წვრილმანს ახალი წლის დადგომისას.

ახალი წელი მსოფლიოში
ახალი წელი მსოფლიოში
ახალი წელი მსოფლიოში
ახალი წელი მსოფლიოში

იტალია

ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, იტალიაშიც ითვლება, რომ ახალ წელს საჭიროა ძველისგან განთავისუფლება. ამიტომაც უმეტესი იტალიელი მიმართავს შუა საუკუნეების ტრადიციას, ისროლონ ძველი, გამოუსადეგარი ნივთები ფანჯრიდან, რა თქმა უნდა იმ იმედით, რომ მათ ადგილს ახალს შეავსებინებენ. ეს ტრადიცია განსაკუთრებით პოპულარულია არც ისე დიდ ქალაქებში, სადაც სამ სართულიანი სახლებია.

1 იანვარს იტალიელებს დიდი ფუსფუსი აქვთ. პირველ რიგში, სახლში წყალი უნდა მიიტანონ წყაროდან-ეს ბედნიერების მომტანად ითვლება. მეორე რიგში ი ქუჩაში გასვლისას მათ უხდებათ ყურადღებით იყურონ გარშემო, არა მხოლოდ იმიტორმ რომ ვინმეს ნივთი არ მოხვდეთ თავში, არამედ იმიტომაც რომ ახალ წელს პირველი შემხვედრი "სწორი" ადამიანი აღმოჩნდეს. ბერის და ბავშვის დანახვა არც ისე კარგი ნიშანია, კუზიანი მოხუცის კი პირიქით.

საჩუქრები კი არა თოვლის ბაბუას, არამედ ფერია ბეფანს მოაქვს. ის ჯადოსნური ცოცხით დაფრინავს, აღებს კარებს ოქროს გასაღებით და ავსებს საჩუქრებით წინდებს, რომლებიც სპეციალურადაა ჩამოკიდებული ბუხრის თავზე.

ახალი წელი მსოფლიოში
ახალი წელი მსოფლიოში
ახალი წელი მსოფლიოში
ახალი წელი მსოფლიოში

პერუ და ეკვადორი

ანდების მცხოვრებნი ახალ წელს ცოტა არ იყოს მისტიკურად ხვდებიან. წლის ბოლო კვირაში ქალაქებში ეწყობა ბაზრობები, ოღონდ არა საყიდლებისათვის, არამედ იმისათვის, რომ ჩაატარონ ყველანაირი წეს-ჩვეულებები, შეხვედრები შამანებთან და წინასწარმეტყველება მომავალზე, მათ შორის მკითხაობა ლუდზე და კვერცხზე. კვერცხი ტყდება ქაფიან სასმელში და მკითხავი მომავალს შექმნილი სურათით ჭვრიტავს. თუ პროგნოზი მსურველს დააშინებს, მას შეუძლია კვერცხიანი ლუდი გადაასხას თავზე.
ახალი წელი მსოფლიოში
წარმატების მოსაზიდად ირჩევენ ახალგაზრდა მიმზიდველ ქალბატონს და რთავენ მას ხილით, რაც ფინანსური წარმატების სიმბოლიზაციას ახდენს. თუ ჩვეულების გმირობა არ იზიდავთ მაგრამ სიმდიდრე სურთ, საკმარისია ჩაიცვან მთლიანად ყვითელი ტანისამოსი, რადგანაც ითვლება რომ ეს ფერი მაგნიტია ბედნიერების მოსაზიდად.

ახალი წელი მსოფლიოში
ახალი წელი მსოფლიოში


იაპონია

ამომავალი მზის ქვეყანაში, მიღებულია ახალ წელს შეხვდე ახალი ტანისამოსით, ჯანმრთელობისა და წარმატებისათვის. მათთვის ნაძვის ხე წმინდა ხეა. ფიჭვის ტოტებს შეხვდებით შემოსასვლელ კართანაც. იაპონელები მყარად მისდევენ მთავარ ტრადიციას, იმისთვის რომ ოჯახში ბედნიერება მოიპოვონ, სახლის წინ დეკორაციულ კომპოზიციას კადამაცუს აწყობენ, რომელიშცი მტავარი 3 ბამბუკის ტოტია.
ახალი წელი მსოფლიოში
საახალწლო სუფრა ყველასგან გასხვავდება თავისი გემოთი. იაპონელები ახალი წლის სუფრაზე გზავნიან ლაფშას, ბრინჯს, კობრის და ლობიოს. რაც ასოცირდება დიდხანს სიცოცხლესთან, სიმდიდრესთან, ძალებთან და ჯანმრთელობასთან.

ახალი წლის მოსვლას ეგებებიან ზარის 108 დარტყმის შემდეგ, ის თითქოს კლავს ყოფილ მეს და ადამიანი მისი მოსმენის შემდეგ ხდება უფრო უკეთესი.

ახალი წელი მსოფლიოში



Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top