27 December 2014      Ancho.     Views 2 665    
Category: Fun, Interesting / Films, Movies


მოსე: ღმერთები და მეფეები

"მოსე: ღმერთები და მეფეები" - საქართველოს კინოთეატრებში

25 დეკემბერს კინოთეატრ ამირანში გაიმართა რიდლი სკოტის ფილმის "მოსე: ღმერთები და მეფეები"-ს პრემიერა. ქრისტიან ბეილი, ბენ კინგსლი, აარონ პოლი, ჯოელ ედგერტონი და სიგურნი უივერი ბიბლიურ-ისტორიულ სიუჟეტს აცოცხლებენ.





სთორილაინი ყველასთვის ნაცნობია. მოსესა და ფარაონ რამზესის ისტორია ვითარდება და საბოლოოდ მოსე ასი ათასობით მონას უძღვება სათავეში, მონებს, რომლებიც ეგვიპტეში იყვნენ ტყვეობაში და მოსე მათ ნანატრ თავისუფლებას ანიჭებს. რეჟისორმა შეგვიქმნა დიდი, ლამაზი ეფექტური, ხმაურიანი მოგზაურობის საშუალება ათასწლეულებით უკან. ინტერიერსა და კოსტუმებზე დაყრდნობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რიდლი სკოტის ჯგუფმა მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილა თითოეულ დეტალსა და წვრილმანზე.

http://36.media.tumblr.com/4d3080a24023785cc6ec52017efb7aa3/tumblr_nh5azaSxM51ql6jblo1_500.jpg


"შენ ტკბილად გძინავს, რადგან იცი რომ სხვებს უყვარხარ. მე არასოდეს მძინავს ასე"
You sleep well because you know that you're loved. I've never sleep that well.

რამზესი თავის ჩვილ შვილს


"მე მიყვარს ყველაფერი შენში, რაც ვიცი. და მჯერა იმის რაც არ ვიცი."
I love everything what I know about you. And I trust in what I don't.

მოსე


მოსე: ღმერთები და მეფეები
მოსე: ღმერთები და მეფეები
მოსე: ღმერთები და მეფეები
მოსე: ღმერთები და მეფეები
მოსე: ღმერთები და მეფეები
მოსე: ღმერთები და მეფეები


გაემართეთ კინოთეატრებისკენ და უყურეთ ბიბლიურ ეპიკს დიდ ეკრანზე, უზადო სპეცეფექტებითა და ჩახლართული ისტორიით. 150 წუთის ქრონომეტრაჟი არ გაძლევს მოდუნების საშუალებას, შეიძლება ითქვა არის მეტი ვიდრე უბრალოდ ბლოკბასტერი.

მოსე: ღმერთები და მეფეები
მოსე: ღმერთები და მეფეები

ბილეთების შეძენა
შესაძლებელია
კინოთეატრ რუსთაველსა და ამირანი


Category: Fun, Interesting / Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top