;

24 December 2014      Ancho.     Views 5426    
Category: Fun, Interesting, Stars

გრეის კელიგრეის კელი
გრეის კელიგრეის კელი

გრეის კელი
სრულყოფილი სტილის 6 საიდუმლო


12 ნოემბერს 85 წელი შეუსრულდებოდა მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთ ულამაზესს მსახიობს. გავიხსენოთ, რამ შექმნა ის ასეთი დაუვიწყარი და ბრწყინვალე.

https://38.media.tumblr.com/tumblr_m02ung8Ugx1qhtx36o1_500.gif

https://38.media.tumblr.com/6dfd86f1aa74ea5b21169cf1945431c4/tumblr_mwe1xtiuOx1sl1894o1_500.gif

https://33.media.tumblr.com/47e89e061cbb3f8561ddb71e48b4a680/tumblr_mkyjygWt4c1ry6iu9o1_500.gif

http://40.media.tumblr.com/d18722694050fe111981fbb07df61dd6/tumblr_na7ji5ifGc1tbow3co1_500.png

http://31.media.tumblr.com/52df07465c94ad5241887bbd968d990d/tumblr_n90ywpApXB1qzxeqqo1_r1_500.gif

http://33.media.tumblr.com/ec8fa5882bb1e74b867e76b8466b21be/tumblr_nahovz0nyE1qi2twuo1_500.gif


ნათელი ინდივიდუალიზმი.

კარლ ლაგერფილდი ადასტურებს: იმიათვის რომ მოდის სფეროში გახდე ლეგენდა, უნდა გამოიყურებოდე ისე, რომ ადვილად იყოს შესაძლებელი შენზე მეგობრული შარჟის დახატვა. უფრო მარტივად კი კარიკატურა, რომლითაც გცნობენ. გრეის კელი თითქოს ინტუიციურად გრძნობდა, მას მთელი ცხოვრება თითქმის ერთი და იგივე ვარცხნილობა ჰქონდა, რაც მისი სავიზიტო ბარათი გახდა. საშუალო ზომაზე შეჭრილ თმას ამ სეზონზე სტილისტები მოიხსენებენ როგორც lob, long bob-ს კი გრეისი ატარებდა კარიერის დასაწყისშიც, როდესა ფოტომოდელად მუშაობდა და მოგვიანებითაც, როდესაც მონაკოს პრინცესა გახდა. თმის ფერი ყოველთვის ღია და ნათელი ჰქონდა, დახვევაც თითქმის არ იცვლებოდა. ის შუბლს ყოველთვის ღიას ტოვებდა, თმას იყოფდა და დიდი ლოკონებით იყენებდა. მართალია ვარცხნილობა ლაკონურად და ბრალოდ გამოიყურება, მაგრამ მისი მუდმივი დაყენება დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. მაინდამაინც იმ საბედისწერო დღეს, როდესაც გრეისი მომავალ მეუღლეს მონაკოს პრინცს პირველად შეხვდა, ის თავის თავს არ ჰგავდა. საფრანგეთში პარიკმახერები და სილამაზის ინდუსტრიაში მომუშავე სპეციალისტები გაფიცულები იყვნენ და პროტესტის მიზნით არ გადიოდნენ სამსახურში არც ჰოლივუდის ვარსკვლავების გამო. გრეისმა რაც შეეძლო გაიკეთა, დაივარცხნა და კოსად შეიკრა. შემდეგ უკვე ვიცით, პრინცი მოხიბლა მისმა თავდაბლობამ და სიფაქიზემ, რასაც კინო ვარსკვლავისგან არ ელოდა და სულ რაღაც ნახევარი წლის შემდეგ, ჰოლივუდის პრინცესა მონაკოს დედოფალი გახდა.

გრეის კელი

სამეფო "სისხლი"

გრეისს ძალიან მკაცრად ზრდიდნენ. დედა გულმოდგინე კათოლიკე, მამა ოლიმპიური ჩემპიონი. კელის ბავშვობა შეიძლება დავახასიათოთ როგორც: დისციპლინა, დისციპლინა, დისციპლინა. მკაცრი მშობლები, რომელთა ოცნებასაც შვილის სარფიანი გათხოვება წარმოადგენდა. არ იშურებდნენ ძალისხმევას რომ მასში ჩაენერგათ მოთმინება ღისეული კავალერის მოლოდინში. მთავარი შთაბეჭდილების მომხდენად კი ტანის სრულყოფილ და თავის ამაყ დაჭერას თვლიდნენ. გრეისი საათობით ვარჯიშობდა ზურგის სოწრად დაჭერაზე, მაღლა აწეული თავით სიარულზე და ყველაფერ ამას უთანხმებდა რომ უზადო შესახედაობის ყოფილიყო. და არც ტყუილ უბრალოდ. დედოფლად გახდომისას უკვე არაფრით ჩამორჩებოდა სამეფო სისხლის მქონე დიდებულებს.

გრეის კელი
გრეის კელი
გრეის კელი

იდეალური გარდერობი

არც ისე დიდი კინოკარიერის განმავლობაში გრეისმა ააყვავა სტილი new look-მე-20 საუკუნის ყველაზე ქალური და მდიდრული სტილი. როგორც წესი, კინოშიც და სიცოცხლეშიც მას აცმევდნენ ჰოლივუდის კინოსტუდიის "მეტრო გოლდვინ მეიერის" კოსტუმერები ჰელენ როუზი და ედიტ ჰედი. სამოსის შერჩევა შემდეგნაირად ხდებოდა: უნდა ყოფილიყო მდიდრული, მაგრამ არ უნდა დაეფარა გრეის კელის სილამაზე და ყურადღება არ უნდა გაეფანტა. ამასთან გრეის არ უყვარდა გახსნილი და ღია ჩაცმულობა, ამიტომაც არ ხმარობდა ღრმა დეკოლტეს ევა გარდნერისა და მერლინ მონროსგან განსხვავებით. მისი ყოველდღიური არჩევანი მდგომარეობდა შემდეგში: გაშლილი ქვედაბოლო, წელზე გამოყვანილი ბლუზები და პერანგები, თითქმის ბოლომდე შეკრული. საღამოს ტანისამოსად ირჩევდა კაბა-ბიუსტს- ის ხსნიდა მის მომხიბვლელ მხრებს, რითაც თავად ამაყობდა.

გრეის კელი
გრეის კელი

ფოკუსირება დეტალებზე

მონაკოს დედოფლის საპატივცემულოდ, რომ მოდის სახლმა Hermès-მა ჩანთას უწოდა სახელი, ალბათ ბევრმა იცის. ლეგენდარული Kelly bag ქალთა სურვილის ობიექტად რჩება, მიუხედავად ღირებულებისა. საინტერესოა, რომ ჩანთამ შეინარჩუნა განუმეორებელი რეპუტაცია, მიუხედავად დიდი კონკურენციისა ბირკინის სხვა ლეგენდა ჩანთების გვერდზე. სხვა გრეის კელის აუცილებელი ატრიბუტები გახლდათ ცხვირსახოცები (აქაც არჩევანს ჰერმესზე და ხანდახან ფერაგამოზე აკეთებდა), მარგალიტის მძივები და პატარა საყურეები და ასევე ხელთათმანები, რომელსაც ის სიამოვნებით მატებდა ყოველდღიურ სტილს.

გრეის კელი

არისტოკრატიული მანერები

გრეისზე არც ისე ცოტა ფილმია გადაღებული. ბევრი მსახიობი ცდილობდა მის განსახიერებას, მაგრამ ამაოდ, მაშინაც კი როცა გარეგნობის მიმსგავსება მართლაც შთამბეჭდავი ხდებოდა (ბოლო ასეთი მცდელობა იყო ნიკოლ კიდმანი ფილმში მონაკოს პრინცესა. იმის მიზეზი, რომ მიმსგავსება ყოველთვის ორიგინალზე გაცილებით უარესი იყო, იმაში მდგომარეობს რომ ვერცერთი მსახიობი ვერ იმეორებს მის მანერებს. მსუბუქი მოძრაობები, ერთდრორულად მეფური და ღია, იდუმალი ღიმილი, გრაციოზული სიარული- გრეისი არ მუშაობდა ვარსკვლავად, ის ასეთი იყო. ალბათ ისევ მადლობა მშობლებს, რომ ბავშვობიდანვე აჩვევდნენ შვილს ებრწყინა საზოგადოების გარემოცვაში.

გრეის კელი
გრეის კელი და მარლონ ბრანდო ოსკარის ცერემონიალზე, 1955

ვნების ოკეანე
გრეის კელიგრეის კელიგრეის კელი
რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი არ მალავდა იმის მიზეზს, თუ რატომ გამოარჩევდა გრეისს სხვებისგან: "ის ვულკანს ჰგავს თოვლის ქვეშ, მისი სიცივის უკან იმალება წარმოუდგენლად ცხელი ვნება. ეს გაცილებით საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ სექსუალური ქალი." მისმა ვნებამ იცოდა თავის ადგილი. გრეისს წარმოუდგენლად უყვარდებოდა და ძალიან ვნებიანი პირადი ცხოვრება ჰქონდა. ხანდახან გადაღებების დროს, რამდენიმე პარტნიორთან აბამდა რომანს ერთდროულად. მას სხვა მსახიობებისგან განსხვავებით ჰყოფნიდა ჭკუა, ტაქტი და ღირსების გრძნობა, რომ პირადი საყოველთაო არ გაეხადა. არა იმიტომ, რომ ის რაიმე წვრილმანებს მალავდა თავისი თავგადასავლებიდან, უბრალოდ ამის აფიშირებას არ ახდენდა და რჩებოდა უამრავი თაყვანისცემლისათვის სრულყოფილი ლედის იდეალი.

გრეის კელი
გრეის კელი
გრეის კელი
გრეის კელი
გრეის კელი
გრეის კელი
გრეის კელი
გრეის კელი
გრეის კელი
გრეის კელი
გრეის კელი


Category: Fun, Interesting, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top