;

21 December 2014      liliana     Views 4143    
Category: Fun, Interesting

საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ

ჩინელები ბრინჯს 6000 წელია აწარმოებენ.აგრეთვე ჩინელებს აქვთ აბრეშუმის წარმოების საუკუნოვანი ტრადიცია,ვინც ამ ტრადიციას გათქვამდა სიკვდილით სჯიდნენ.

წითელი ჩინეთში წარმატების ფერია.ფული, საქორწინო კაბა, კონვერტები, ბანერები,ტანსაცმელი დღემდე წითელია.

ჩინელებმა გამოიგონეს ბეჭდვა, კომპასი, ტყვია, ქაღალდი და ტუალეტის ქაღალდი,რომელიც მხოლოდ იმპერატორებისათვის იყო განკუთვნილი.

შავი ფერისაგან განსხვავებით ჩინეთში სამგლოვიარო ფერი თეთრია.

2008 წლის „პეკინის ოლიმპიური თამაშები“ 40 მილიარდი დოლარი დაჯდა.


საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ

ჩინეთში 54 მილიონი ქრისტიანი ცხოვრობს.

ჩინეთის კედელი ადამიანის მიერ აშენებული მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაგებობაა.იგი 8,500 კილომეტრზეა გადაჭიმული.

ნაყინი ჩინელებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წლით ადრე გამოიგონეს.

ჩინეთში რამდენიმე ენაზე საუბრობენ, მათ შორისაა: ჩინური,უე, ვუ, მინბეი, მინანი, ხიანგი,განი და ჰაკა.

2003 წელს ჩინეთი გახდა მსოფლიოში მესამე ქვეყანა,რომელმაც საკუთარი მოქალაქე კოსმოსში გაუშვა.


საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ

ჩინეთში ორჯერ მეტი თვითმკვლელობა ხდება ვიდრე აშშ-ში.

ჩინეთს ჰყავს 4-ჯერ მეტი პატიმარი ვიდრე მთელი მსოფლიოს ქვეყნებს ერთად აღებულს.

ჩინეთი ყოველ წელიწადს აწარმოებს 45 მილიარდ ჩხირს.

ჩინეთში Facebook, Twitter და New York Times 2009 წლიდან მოყოლებული დაბლოკილა .

პირველი ქაღალდის ფული 1,400 წლის წინ ჩინელებმა შექმნეს.


საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ

ჩინეთში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა- დაახლოებით 35 მილიონამდე ადამიანი ჯერ კიდევ გამოქვაბულებში ცხოვრობენ.

სან ფრანცისკოს ჰაერის დაბინძურების მესამედი ჩინური ინდუსტრიის ბრალია.

ყოველ 30 წამში ჩინეთში დეფექტიანი ბავშვები იბადებიან.

მაგიდის ჩოგბურთი ჩინეთის ეროვნული სპორტია.

ყოველ 5 დღეში ჩინეთში ახალი ცათამბრჯენის მშენებლობა იწყება.

ჩინეთი მსოფლიოში ნომერ 1 მოსახლეობის რაოდენობით: 2012 წლის მონაცემებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 1,3 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ჩინეთი აზიაში მდებარეობს და საზღვარს შემდეგ ქვეყნებს უყოფს : ავღანეთი, ბუტანი, ბურმა,ინდოეთი,ყაზახეთი, ჩრდ. კორეა, ყირგიზეთი, ლაოსი, მონღოლეთი,ნეპალი, პაკისტანი,რუსეთი, ტაჯიკეთი,მონღოლეთი.


საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ

ქრისტეს შობამდე 2000 წლის ადრე ჩინელებმა ნაყინი გამოიგონეს.მათ ერთმანეთს რძე და თოვლი შეურიეს.

ჩინური მთვარის კალენდარი მსოფლიოში ყველაზე ძველია. იგი ძვ.წ. აღ 2600 წელსაა შექმნილი.კალენდრის მიხედვით თითოეული თვეს სხვადასხვა ცხოველს უკავშირდება , რაც შედგენილია ბუდას ლეგენდის მიხედვით.სანამ ბუდა გარდაიცვლებოდა მას 12-მა სხვადასხვა ცხოველმა მოაკითხა, რისი სახელებიც ბუდამ სხვადასხვა თვეებს დაარქვა.

ჩინური თქმულების თანახმად სახლში დაისადგურებს მშვიდობა და ბედნიერება თუ სახლის ჭიშკარი სამხრეთ მხარეს მდებარეობს.

ჩინური სტატისტიკის მიხედვით ყოველი 10 სტუდენტიდან რომელიც სწავლას ჩინეთის გარეთ აგრძელებენ 7 უკან საცხოვრებლად აღარ ბრუნდება.

ჩინეთში მანეკენებს მტრის მოსატყუებლად იყენებდნენ, რათა მტრის ნასროლი ისრები შეეგროვებინათ და იარაღის დამატებითი წყარო ჰქონოდათ.


საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ

მხოლოდ გუანდგის პროვინციაში დღეში 10 000 კატას მიირთმევენ.

2010 წელს ჩინეთში წარმოიქმნა ყველაზე დიდი საცობი,რომელიც 12 დღე გრძელდებოდა.

ჩინეთის რკინიგზა 93,000 კილომეტრია.

ჩინეთის 20 რეიტინგული მილიარდელის ქონებამ 140 მილიარდს გადააჭარბა.

მსოფლიოში ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა სადაც დედისა და მამის დღესთან ერთად შვილების დღეს აღნიშნავენ და ბავშვებს საჩუქრებს ჩუქნიან.

ჩინეთში წარუმატებელ რიცხვად 4 ითვლება.


საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ
საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ
საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ
საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ
საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ
საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ
საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ
საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ
საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ
საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ
საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ
საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ საინტერესო ფაქტები ჩინეთის შესახებ


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top