27 December 2014      candice     Views 4 367    
Category: Fun, Interesting

Swarovski
Swarovski / სვაროვსკი ძალიან ცნობილი საიუველირო ფირმაა,
რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

დანიელ შვარცი ('სვაროვსკი') 1862 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა ჩრდილოეთ ბოჰემიაში (ამჟამად ჩეხეთის რესპუბლიკა), ეს მხარე განთქმული იყო ბროლის ოსტატებით, მისი ოჯახიც ამ საქმეს მისდევდა მამამისს მცირე საამქროც ჰქონდა, როთაც სვაროვსკები თავს ირჩენდნენ. დანიელი შემდეგ პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, პარიზში იგი მოხვდა ელექტრობის მსოფლიო გამოფენაზე, სადაც სვაროვსკი გაეცნო ტექნოლოგიის ახალ მიღწევებს.


რამდენიმე წლის შემდეგ მან 1895 წელს გახსნა პირველი ფაბრიკა, რომელსაც ენიჭა სახელი A. Kosman, Daniel Swartz & Co., შემოკლებით: K.S. & Co, სადაც მან დაიწყო ძვირფასი თვლების მიმსგავსებული კრისტალების დამზადება, რაზეც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, რადგან იგი იაფი ღირდა და არ განსხვავდებოდა ბრილიანტისგან, სვაროვსკის არასოდეს უთქვამს რომ იგი ნამდვილ ბრილიანტს ამზადებდა. მე-20 საუკუნეში კომპანია შეკვეთებს ვერ აუდიოდა, დიდმა მოთხოვნამ კომპანიის გაფართოება გამოიწვია, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო მდგომარეობა ცოტა აირია თუმცა ყველაფერი მალევე დასტაბილურდა.



▼ სვაროვსკის თითოეულ ნაწარმს ამშვენებდა კომპანიის ლოგო, რომელიც თავდაპირველად
ედელვეისის ყვავილს წარმოადგენდა, 1988 წლიდან კი მან ჩვენთვის ცნობილი - გედის ფორმა მიიღო.

▼ სვაროვსკის ამჟამად ხელმძღვანელობს ნადია სვაროვსკი,
დამფუძნებლის შვილიშვილის-შვილიშვილი, ანუ მე-5 თაობის წარმომადგენელი.

▼ დანიელ სვაროვსკი, ისივე როგორც მისი ოჯახის წევრები ნაცისტური პარტიის წევრები გახლდნენ.



ყველაფერი ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სვაროვსკი მხოლოდ საიუველირო ნაწარმს ამზადებს, 1929 წელს გამოჩნდა ბრენდი swareflex რომელიც საინტერესო და ყოველდღიურ ნივთებს ამზადებდა ეს რა თქმა უნდა დღემდე ძალაშია.
2002 წელს კომპანიას სათავეში სვაროვსკების მეხუთე თაობა მოვიდა,
კომპანიის წლიური შემოსავალი დღეს $2 მილიარდია. კომპანია დღეს ძალიან წარმატებულია და ბევრ დიზაინერთან თანამშრომლობს. მათმა თვლებმა თითქმის ყველა პროდუქცია მოიცვა, როგორც საბავშვო სათამაშოები, ავტომობილები, საპირფარეშოს ავეჯი და სუნამოები.






























Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top